გივი ინწკირველი
გიორგი (გივი) ინწკირველი (დ. 8 მარტი, 1926, თბილისი — გ. 2004) — ქართველი იურისტი და მეცნიერი.
1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1952-1966 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. 1994-1995 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგე. 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, ბროშურები, კანონმდებლობის კომენტარები, სტატიები ჟურნალებში ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ ენებზე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა „გერცენის პოლიტიკური შეხედულებები“, დაიცვა 1951 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა „სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის პრობლემები“, დაიცვა 1965 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 8 მარტი
- დაბადებული 1926
- გარდაცვლილი 2004
- ქართველი იურისტები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2002)
- თბილისში დაბადებულები
- ინწკირველები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალრები
- იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორები