გზა მაღალი საზოგადოებისაკენ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გზა მაღალი საზოგადოებისაკენ
ჟანრი რომანი
ავტორი ჯონ ბრეინი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერის ადგილი გაერთიანებული სამეფო
გამოცემულია 1957
ქართულად თარგმნა ციალა თოფურიძე და ნოდარ ბადრიაშვილი, 1964 წ.
ქრონოლოგია
შემდეგი ცხოვრება მაღალ საზოგადოებაში.

გზა მაღალი საზოგადოებისაკენ, გზა ელიტისკენ (ინგლ. Room at the Top) — 1957 წლის ინგლისურენოვანი რომანი, რომლის ავტორია ჯონ ბრეინი. წიგნში აღწერილია ახალგაზრდა კაცის ზეასლვა სოციალურ კიბეზე.1962 წელს გამოვიდა რომანის გაგრძელება „ცხოვრება მაღალ საზოგადოებაში.“ 1959 წელს რომანის მიხედვით ინგლისში გადაიღეს კინოფილმი, რომელიც ორი ოსკარის ლაურეატი გახდა. ბრეინის სხვა რომანებს წარმატება არ მოჰყოლია.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ინგლისში. რომანის მთავარი გმირი 25 წლის დემობილიზებული სერჟანტი ჯო ლემპტონია. ჯომ ბავშვობა გაატარა პროვინციულ ქალაქ დამფტონში. ის მუშაობას იწყებს ქალაქ უორლის მუნიციპალიტეტში. უორლი ჯოს სიმდიდრისა და მდგომარეობის მოპოვების ასპარეზად ესახება. ის მზადაა ყველაფრისთვის, რათა გამდიდრდეს და მიაღწიოს ელიტას. უორლიში ჯო გაიცნობს 33 წლის გათხოვილ ელის ეისგილს, რომელიც შეუყვარდება და რომელთანაც ფარულ რომანს გააბამს. მაგრამ ჯოს მიზანი ელიტაში დამკვიდრებაა. ამისთვის ის მოხიბლავს მეწარმე ბრაუნის ქალიშვილ სიუზენს, ცოლად შეირთავს მას და ბრაუნების საზოგადოების სრულყოფილი წევრი გახდება. ამის მიღწევისთვის ჯოს მოუწევს მიატოვოს ელისი, რომელიც თვითმკვლელობამდე მიჰყავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრეინი, ჯონ, „გზა მაღალი საზოგადოებისაკენ“; ინგლისურიდან მთარგმნელები: ციალა თოფურიძე, ნოდარ ბადრიაშვილი — თბილისი, „საბჭოთა საქართველო“,1964

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]