გვირგვინოსანი მტრედი
იერსახე
| გვირგვინოსანი მტრედი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Goura (Stephens, 1819) | |||||||||||||
| |||||||||||||
გვირგვინოსანი მტრედი (ლათ. Goura) — ფრინველების გვარი მტრედისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს. შეფერილობაში ჭარბობს მოლურჯო და ძოწისფერი. ცნობილია 3 სახეობა. გავრცელებულია ახალ გვინეასა და მის მახლობელ კუნძულებზე. ბინადრობს ტყეში მცირე გუნდებად. ბუდეს იკეთება ხეებზე. დებს ერთ კვერცხს. იკვებება ჩამოცვენილი ნაყოფითა და კენკრით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 148.