გველეთის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გველეთის ციხე

გველეთის ციხე — ფეოდალური ხანის საფორტიფიკაციო ნაგებობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში. ციხესიმაგრეს იხსენიებს ჟამთააღმწერელი და „ძეგლი ერისთავთას“ ავტორი. მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებულმა მეფე დავით VIII-მ 1301 წელს თავი გველეთის ციხეს შეაფარა. გველეთის საფორტიფიკაციო ნაგებობათაგან შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები ოთხკუთხა კოშკი, რომელსაც დატანებული აქვს საისრეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]