შინაარსზე გადასვლა

გეტისბურგის მიმართვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმართვის შავი ვარიანტი, ლინკოლნის ჩასწორებებით

გეტისბურგის მიმართვა (ინგლ. Gettysburg Address) — აშშ-ის პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკოლნის ყველაზე ცნობილი სიტყვა და ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი პოლიტიკური გამოსვლა აშშ-ის ისტორიაში. სიტყვა წარმოთქვა 1863 წლის 19 ნოემბერს პენსილვანიის შტატის ქალაქ გეტისბურგში, ჯარისკაცთა ეროვნული მემორიალი-სასაფლაოს გახსნასთან დაკავშირებით, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, ოთხ-ნახევარ თვეში გეტისბურგის ბრძოლიდან.

ლინკოლნის ფრთხილად აწონილი სიტყვა, რომელიც იმ დღის ცერემონიალზე თავდაპირველად მეორეხარისხოვნად ითვლებოდა, მყისვე გახდა ამერიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართვა. საკმაოდ მცირე, 300 სიტყვიან, მიმართვაში, რომელიც 3 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, ლინკოლნმა წამოწია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის პრინციპები, დაუკავშირა რა ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას და განსაზღვრა სამოქალაქო ომი, როგორც არა ბრძოლა ამერიკის გაერთიანებისთვის, არამედ, როგორც „თავისუფლების ხელახალი დაბადება“, რომელიც მის ყოველ მოქალაქეს ნამდვილ თანასწორობას მოუტანდა.

დაიწყო რა სიტყვა ფრაზით „ოთხმოცდაშვიდი წლის წინ,“ ლინკოლნმა მიუთითა ამერიკის რევოლუციაზე და გეტისბურგის სასაფლაო განსაზღვრა, როგორც არა მხოლოდ ომში დაღუპულთა დაკრძალვისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, არამედ წმინდა ამაღლების ადგილი ათასობით ადამიანთა ტანჯული სიცოცხლისა, გაწეული „მთავრობის ხალხის მიერ, ხალხით და ხალხისთვის“ გადასარჩენად.

მიუხედავად მიმართვის წარმოთქმის მნიშვნელობისა აშშ-ის ისტორიისა და პოპულარული კულტურისთვის, ამ სიტყვის ზუსტი ვარიანტი ჩვენამდე არ მოღწეულა. გეტისბურგის მიმართვის ჩვენამდე მოღწეული ხუთი მანუსკირპტი განსხვავდება რამდენიმე დეტალში და ასევე მნიშვნელოვნად შორდება ამ სიტყვის თანამდეროვე საგაზეთო გადმოცემებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]