შინაარსზე გადასვლა

გეორგ კანტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეორგ კანტორი
გერმ. Georg Cantor
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1845(1845-03-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია[9] [10]
გარდ. თარიღი 6 იანვარი, 1918(1918-01-06)[9] [5] [1] [2] [3] [4] [6] [7] [8] (72 წლის)
გარდ. ადგილი ჰალე, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია[9]
დასაფლავებულია Friedhof Giebichenstein[11]
მოქალაქეობა გერმანიის იმპერია
 გერმანიის იმპერია
საქმიანობა მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი[1] , ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი[1] , დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტი[1] და ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა[1]
მეუღლე Vallÿ Maria Sophie Guttmann[1]
მამა Georg Woldemar Cantor
დედა Maria Anna Böhm
შვილ(ებ)ი Erich Cantor და Else Cantor
ჯილდოები Sylvester Medal[1]

გეორგ კანტორი (გერმ. Georg Cantor; დ. 3 მარტი, 1845, პეტერბურგი ― გ. 6 იანვარი, 1918, ჰალე) — გერმანელი მათემატიკოსი.

1867 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. დაამუშავა უსასრულო სიმრავლეთა და ტრანსფინიტური რიცხვების თეორიები. 1874 წელს დაამტკიცა, რომ ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე არ არის თვლადი და ამით დაადგინა არაეკვივალენტური, ე.ი. სხვადასხვა სიმძლავრის მქონე სიმრავლეების არსებობა. 1878 წელს ჩამოაყალიბა სიმრავლის სიმძლავრის ზოგადი ცნება. 1879–1884 წლებში სისტემატურად გადმოსცა თავისი მოძღვრების პრინციპები სიმრავლეების უსასრულობის შესახებ. კანტორმა შემოიღო ზღვრული წერტილისა და წარმოებული სიმრავლის ცნებები, ააგო სრულყოფილი სიმრავლის მაგალითი (ე. წ. კანტორის სიმრავლე), განავითარა ირაციონალურ რიცხვთა ერთ–ერთი თეორია, ჩამოაყალიბა უწყვეტობის ერთ–ერთი აქსიომა (კანტორის აქსიომა). 1897 წელს სამეცნიერო მოღვაწეობა შეწყვიტა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 1 2 SNAC — 2010.
  3. 1 2 Internet Philosophy Ontology project
  4. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  5. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 1 2 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. 1 2 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 1 2 3 Кантор Георг // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. Б. Галеркин Кантор, Георг // Еврейская энциклопедияСПб: 1911. — Т. 9. — С. 244.
  11. Find a Grave — 1996.