შინაარსზე გადასვლა

გეოკრიოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეოკრიოლოგია, მზრალობისმცოდნეობა (ბერძ. gē – მიწა, kryos – სიცივე, logos – მოძღვრება) — გეოლოგიურ მეცნიერებათა დარგი მზრალი ქანების (ნიადაგის, გრუნტის) შესახებ. შეისწავლის დედამიწის ქერქში დამზრალი შრეების წარმოქმნას, განვითარებასა და არსებობის პირობებს; მზრალი ან გაყინვისა და ლღობის პროცესში მყოფი ქანების (ნიადაგის, გრუნტის) აგებულებას, შედგენილობას, თვისებებს და მათთან დაკავშირებულ გეოფიზიკურ, გეოლოგიურ, გეომორფოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ მოვლენებს. გეოკრიოლოგიასთან ახლოს დგას მეცნიერების დარგი — კრიოლითოლოგია, რომელიც მიიჩნევა ან გეოკრიოლოგიის შემადგენელ ნაწილად, ან გეოლოგიის ცალკე დისციპლინად.

გეოკრიოლოგიის განვითარება დიდად არის დაკავშირებული ვლადიმერ ვერნადსკის, ვლადიმერ ობრუჩევისა და მიხეილ სუმგინის სახელებთან. მზრალობის პროცესების თეორიასთან ერთად (ზოგადი მზრალობისმცოდნეობა) გეოკრიოლოგია იყენებს გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, გეოფიზიკურ, კომპლექსური კვლევის საველე და კამერულ მეთოდებს, ფიზიკურ და ფიზიკა-ქიმიურ ლაბორატორიულ და მათემატიკურ მეთოდებს. გეოკრიოლოგია, როგორც დამოუკიდებელი დარგი, ყოფილ სსრკ-ში 1920-იან წლებში ჩამოყალიბდა.

მზრალობას შეისწავლის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების მზრალობისმცოდნეობის ინსტიტუტი, მოსკოვის უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ჰიდროგეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და სხვა. უმნიშვნელოვანესი კვლევები მიმდინარეობს აშშ-ში და კანადაში.

  • Швецов П. Ф., Содержание и задачи советской геокриологии, "Советская геология", 1958, № 12;
  • Основы геокриологии (мерзлотоведения), ч. 1—2, М., 1959;
  • Качурин С. П., Мерзлотоведение (геокриология), в сборнике: Советская география, М., I960;
  • Достовалов Б. Н. и Кудрявцев В. А., Общее мерзлотоведение, М., 1967;
  • Попов А. И., Мерзлотные явления в земной коре (криолитология), М., 1967;
  • Ершов Э. Д. Общая геокриология. — М.: Изд-во МГУ, 2002.