გენდუშის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გენდუშის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გენდუშში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენდუშის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, გეგმით ოთხკუთხა, აღმოსავლეთით შვერილი, ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც სამი სარკმელია გაჭრილი. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით, დუღაბზე; მშენებლობაში გამოყენებულია მოყვითალო შირიმის ქვაც. აფსიდის ჩრდილოეთ მხარეს თაღოვანი ნიშაა მოწყობილი. საკურთხეველში სამხრეთით შემორჩენილია ოთხკუთხა სვეტი. გრძივ კედლებს წყვილი პილასტრი სამ ნაწილად ჰყოფს. პილასტრებიდან გაშლილია კედლის დეკორატიული თაღები. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების თაღის მალებში შემორჩენილია სარკმლების კვალი. სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი შესასვლელები გარედან არქიტრავული, შიგნით - თაღოვანია; სამივე კარი ნაოთხალია. ეკლესიის ჩრდილოეთ არქიტრავზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა; ასეთივე არქიტრავი აქვს დასავლეთ შესასვლელს, რომლის არეები შევსებულია კბილანისებრი ორნამენტით, სამხრეთ შესასვლელის თავზე ჩასმულ ქვის ფილაზე დიოკლეტიანეზე გამარჯვებული წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულებაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8492