გელადა
იერსახე
გელადა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Theropithecus gelada | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 21744 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
|
გელადა, ასევე ჯელადა (ლათ. Theropithecus gelada) — მაიმუნი ანთრისებრთა ოჯახისა. მამრის სხეულის სიგრძეა 70-74 სმ, მასა 20 კგ. მდედრი შედარებით მომცროა. მამრს აქვს ღია ფერის მანტია, რომელიც ფარავს სხეულის წინა ნაწილს. მდედრის ბეწვი ნაცრისფერია, ყელსა და მკერდზე აქვს კანის შიშველი უბნები. საჯდომი კორძები პატარაა. გავრცელებულია ეთიოპიაში, მთიან ზონებში, ზ. დ. 2000 მ-დან. აქტიურია დღისით. ტიპობრივი ხმელეთის ცხოველია, ხეებზე თითქმის არ დაცოცავს. ზამთრობით, როცა მთაში ტემპერატურა 0°C-მდე ეცემა, გელადა ქვემოთ ეშვება. იკვებება ბალახით, მარცვლით, მწერებით. დიდ ზიანს აყენებს პლანტაციებს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 553.