გევორგ კასპაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გევორგ კასპაროვი
KasparovDenmark.jpeg
კასპაროვი სომხეთთან ერთად დანიის წინააღმდეგ 2015 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Գևորգ Կասպարով
დაბადების
თარიღი
25 ივლისი, 1980 (1980-07-25) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
განძასარი კაპანი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
1997-1998 დვინ არტაშატი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998-1999 ლერნაინ არცახი 5 (0)
2000-2002 ზვარტნოცი 51 (0)
2003 არარატ თეირანი 12 (0)
2003-2004 მიკა 12 (0)
2005-2006 პიუნიკი 41 (0)
2007 პასი 10 (0)
2007-2008 რაჰ აჰან თეირანი 22 (0)
2008-2009 ულისი 25 (0)
2008-2009 ტრაქტორი 11 (0)
2009-2010 სანათი კავეჰ თეირანი 14 (0)
2010-2012 მიკა 48 (1)
2012-2014 ზობ აჰანი 24 (0)
2014-2015 მიკა 39 (0)
2015-2017 ალაშკერტი 36 (0)
2017- განძასარი კაპანი 28 (0)
ეროვნული ნაკრები
1996 სომხეთის 16-წლამდელთა 3 (0)
1997-1998 სომხეთის 18-წლამდელთა 7 (0)
2000 სომხეთოს 21-წლამდელთა 2 (0)
2004-2015 სომხეთის ეროვნული ნაკრები 29 (0)
2018- დასავლეთი სომხეთის 10 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 ივნისი, 2018

გევორგ კასპაროვი (სომხ. Գևորգ Կասպարով; დ. 25 ივლისი, 1980, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ფეხბურთელი რომელიც თამაშობს მეკარეს პოზიციაზე. იგი ამჟამად თამაშობს კლუბ განძასარი კაპანსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ერევანის საფეხბურთო სკოლა, 1992

დვინ არტაშატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დვინში თამაშამდე, კასპაროვმა დაამთავრა ქალაქ ერევანის საფეხბურთო სკოლა. ახალგაზრდობის პერიოდში იგი თამაშობდა საფეხბურთო კლუბ დვინ არტაშატში (1997-1998). გუნდის დაცვის ხაზში სისუსტის გამო, კაპაროვმა 1997 წლის სეზონში 18 თამაშში 51 გოლი გაუშვა.

ზვარტნოცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზვარტნოცი, 2001

2000 წელს კასპაროვმა კონტრაქტი გააფორმა კლუბ ზვარტნოცთან. გუნდთან ერთად მან ორჯერ მიაღწია სომხეთის თასის ფინალს და სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა. შესაძლოა კასპაროვს კარიერა ამ კლუბში გაეგრძელებინა, მაგრამ სეზონის დასასრულს, ფინანსური პრობლემების გამო კლუბი სომხეთის პრემიერლიგიდან გაუშვეს.

არარატ თეორანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასეთ ვითარებაში მას მეზობელი ირანის კლუბიდან, თეირანის არარატ თეირანიდან მოუვიდა შემოთავაზება. 2003 წლის სეზონი მან ამ კლუბში გააგრძელა, ხოლო შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

მიკა ერევანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს იგი შეუერთდა მიკა ერევანს. კასპაროვის სადებიუტო მატჩი მიკაში შედგა ქალაქ აშტარაკში, 17 აპრილს; გუნდის მოწინააღმდეგე იყო წინა წლის სომხეთის პრემიერლიგის ჩემპიონი კლუბი პიუნიკი. აღნიშნულ შეხვედრაში მიკა ერევანი ანგარიშით 1:3 დამარცხდა. კლუბთან ერთად კასპაროვმა 2004 წლის სომხეთის საფეხბურთო პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.

პიუნიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასპაროვი პიუნიკთან ერთად 2005–2006 წელს

მომდევნო წელს კასპაროვი პიუნიკის ფეხბურთელი გახდა. პირველი რაუნდის შემდეგ, აპოელა ედელმა კლუბი დატოვა და ამით კასპაროვი გუნდის ძირითადი მეკარე გახდა. კასპაროვთან ერთად პიუნკმა მოიგო სომხეთის პრემიერლიგა (2005, 2006) და სომხეთის სუპერთასი. 2005 და 2006 წელს გევორგ კასპაროვი დასახელდა სომხეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარედ.

პას თეირანი და რაჰ აჰანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს კასპაროვი კიდევ ერთხელ ჩავიდა ირანში და ერთი სეზონის განმავლობაში კლუბ პას თეირანსა და რაჰ აჰარნში ითამაშა.

ულისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს მან ულისი ერევანისგან შემოთავაება მიიღო და ამიტომ იგი სომხეთში დაბრუნდა. ულისში მან ორი სრული სეზონი ჩაატარა. 2009 წლის სომხეთის პრემიერლიგაში გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. მეორე სეზონის დასრულებას იგი თეირანის კლუბ სანთი კავეჰ თეირანს შეუერთდა. მან კლუბთან 5 თვიანი კონტაქტი გააფორმა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]