გაური (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაური. დასავლეთ ბენგალი
ქალაქში შესასვლელი ისტორიული ჭიშკარი

გაური (ბანგლა. গৌড়) ან ლაკხნაუტი — ისტორიული ქალაქი. მდებარეობს თანამედროვე ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატის მალდას რაიონის ტერიტორიაზე.

ლეგენდები ამტკიცებენ, რომ ქალაქი დაარსებულია ლაქშმანის მიერ. ამიტომ მისი ძველი სახელწოდებაა „ლაქშმანავატი“, რომელიც თანდათანობით გარდაიქმნა სახელწოდებად ლაკხნაუტი. ის დაკავშირებულია სახელმწიფო გაუდადეშასთან. VII საუკუნეში არჩევნების გზით აირჩიეს ბენგალის პირველი ბუდისტი მმართველი გოპალა, რომელმაც დააარსა პალას იმპერია. იმპერიამ 4 ასწლეული იარსება. ქალაქი განსაკუთრებით აყვავდა სენას დინასტიის პერიოდში.

გაურის ისტორიის მეტნაკლებად დოკუმენტირებული პერიოდი დაიწყო 1198 წლიდან, მუსლიმთა დაპყრობების შემდეგ. მუსლიმმა დამპყრობლებმა ქალაქი ბენგალიის დედაქალაქად აქციეს მომდევნო სამასი წლის განმავლობაში. XIV ს. შუა ხანებში წარმოიქმნა დამოუკიდებელი ბენგალის სასულთნო და დედაქალაქი გადაიტანეს ახალ ადგილას. ახალი დედაქალაქის ასაშენებლად სულთნებმა დაანგრიეს გაური და გაიტანეს ყველაფერი, რისი გატანაც შეიძლებოდა. 1453 წელს გაური ახალი სახეწოდებით - ჯანათაბადი - კვლავ დედაქალაქი გახდა. 1539 წელს შერ-შაჰმა დაანგრია გაური. 1565 წელს ბენგალიის დედაქალაქი გადატანილ იქნა ქალაქ თანდაში. 1575 წელს აქბარის გენერალმა მუნიმ-ხანმა მოახდინა გაურის ოკუპირება. მოგვიანებით გავრცელდა ქალაქის ტერიტორიაზე ეპიდემია, რომლის შემდეგ ქალაქი ჩაკვდა. ადგილი დღემდე გორაკებითა და ჯუნგლებით არის დაფარული.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]