შინაარსზე გადასვლა

ჩვეულებრივი ძროხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი ძროხა

ზებუ (Bos indicus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  ჩვეულებრივი ძროხა
ლათინური სახელი
Bos (Linnaeus, 1758)

ჩვეულებრივი ძროხა,[1] ძროხა (ლათ. Bos) — წყვილჩლიქოსანი ცხოველების გვარი ძროხისებრთა ოჯახისა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით მოიცავს 5, 7, 8 ან უფრო მეტ სახეობას. მოიცავს რამდენიმე მოშინაურებულ ფორმას. გავრცელებულნი არიან მთელ მსოფლიოში. გარეული ფორმები ბინადრობენ პრერიებში, ტროპიკულ ტყეებში, სავანებში, მაღალ მთებში და სხვ. ცოცხლობენ 18–25 წელი, ტყვეობაში 36 წლამდეც აღწევენ. სხვადასხვა სახეობის მაკეობა 9-დან 11 თვემდე გრძელდება. შობენ ერთ, იშვიათად ტყუპ ხბოს, უმთავრესად გაზაფხულობით. ცხოვრობენ ჯოგებად, რომლებშიც 10-დან რამდენიმე ათეულამდე ცხოველი ერთიანდება. ჩვეულებრივ ჯოგში მხოლოდ ერთი მამალია. ადამიანის საცხოვრისთან ახლოს მცხოვრები ინდივიდები ღამით არიან აქტიურები. იკვებებიან სხვადასხვა მცენარეულობით.

  • Соколов И.И. Копытные звери. — Фауна СССР. Млекопитающие, т. 1, вып.3. — Ленинград: Издательство АН СССР, 1959. — С. 599-617. — 640 с. — 1800 экз.
  1. გოცირიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 182.