გასტონ ბუაჩიძე
გასტონ ბუაჩიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 21 ოქტომბერი 1935 (84 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, მწერალი და მთარგმნელი |
ენა | ფრანგული ენა და ქართული ენა[1] |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | ლვოვის უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
გასტონ სერგოს ძე ბუაჩიძე (დ. 21 ოქტომბერი, 1935, თბილისი) — მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურადმცოდნე. წერს ქართულ და ფრანგულ ენებზე.
ბუაჩიძე დაიბადა თბილისში. მამამისი იყო ქართველი, ხოლო დედა ფრანგი. დედა 1934 წელს საბჭოთა კავშირში ჩმოსვლამდე ცხოვრობდა საფრანგეთში. ბუაჩიძემ 1958 წელს დაამთავრა ლვოვის უნივერსიტეტის (უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკა), ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1960 წლიდან 1990 წლამდე ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი და 1991 წლიდან 2001 წლამდე ნანტის უნივერსიტეტის, შედარებითი ლიტერატურის სწავლების ასოცირებული პროფესორი. ის თარგმნიდა ქართულ ლიტერატურას ფრანგულად და პირიქით..[2] მისი კვლევების ძირითადი თემა იყო, ქართული და ფრანგული ლიტერატურის კონტაქტები. ის იყო თბილისის და ნანტის დაძმობილების ინიციატორი, ასევე ფიროსმანის ნამუშევრების ნანტის ხელოვნების მუზეუმში 1999 წლის გამოფენის ორგანიზატორი.[3]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Le Chevalier à la peau de panthère (Roman de chevalerie en vers) de Chota Roustavéli - ვეფხისტყაოსანის - გასტონ ბუაჩიძესეული თარგმანი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ თარგმანების უმეტესობა UNESCO-ს მხარდაჭერით UNESCO-ს გამორჩეული ნაწარმოებების კოლექციას ფარგლებში განხორციელდა. UNSECO-ს ისტორიული კოლექცია.
- ↑ ვიზიტორები დამეგობრებული ქალაქიდან. თბილისის მუნიციპალიტეტის პორტალი. 19 აპრილი, 2008 წელი