შინაარსზე გადასვლა

გაროუე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
გაროუე
სომალ. Garoowe
არაბ. غاروي
გერბი

ქვეყანა სომალის დროშა სომალი
რეგიონი ნუგალის რეგიონი
კოორდინატები 8°24′01″ ჩ. გ. 48°29′01″ ა. გ. / 8.40028° ჩ. გ. 48.48361° ა. გ. / 8.40028; 48.48361
ფართობი 18 კმ²
ცენტრის სიმაღლე 460 მეტრი
მოსახლეობა 57 300 კაცი (2000)
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
სატელეფონო კოდი 090
გაროუე — სომალი
გაროუე

გაროუე (სომალ. Garoowe, არაბ. غاروي) — ქალაქი სომალიში. ნუგალის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ასევე თვითგამოცხადებული სახელმწიფო პუნტლენდის დედაქალაქი.

ქალაქში მდებარეობს პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის შენობა და სამთავრობო სამინისტროები. 2000 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 57 300 ადამიანს[1]. ეს მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქალაქია პუნტლენდის თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში ბოსასოს და გალკაიოს შემდეგ.

ქალაქში ყველაზე უფრო გავლენიანი კლანია ისე მაჰამუდი, რომელიც შედის მაჯერტენის კლანის შემადგენლობაში.

გეოგრაფიული მდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფიულად გაროუე მდებარეობს პუნტლენდის ცენტრში. ის იმყოფება სომალის მთავარი ავტოგზის სიახლოვეს, რაც ქალაქს აძლევს გამდიდრების შესაძლებლობას. შედეგად, ჩვეულებრივი სოფლის დასახლებისგან ის გადაიქცა თვითგამოცხადებული სახელმწიფოს დედაქალაქად.

  1. Somalia City & Town Population. Tageo.com. Retrieved on 2011-12-15.