გარეჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარეჯა
კოორდინატები: 42°27′17″ ჩ. გ. 45°11′16″ ა. გ. / 42.45472° ჩ. გ. 45.18778° ა. გ. / 42.45472; 45.18778
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თიანეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2497 
ქედი კახეთის ქედი
გარეჯა — საქართველო
გარეჯა
გარეჯა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გარეჯა

გარეჯა — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის ქედზე. სიმაღლე 2497 მ. გარეჯა აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური ძლიერ დანაოჭებული მერგელებითა და მერგელიანი თიხა-ფიქლებით. მთის კალთები ძირიდან შუამდე შემოსილია წიფლის ტყეებით, ზემოთ და მწვერვალზე სუბალპური მდელოებია გავრცელებული, რომელთაც საძოვრად იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]