განხილვა:ჭუბერის თემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გვერდის დასახელება - ჭუბერის სტატუსი[წყაროს რედაქტირება]

სტატიის დასახელება უნდა იყო "ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეული" და არა ჭუბერი თემი. იხილეთ 2016 წლის 16 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილება ამის შესახებ: http://gov.ge/files/439_58960_523430_396.pdf თუ ვცდები გთხოვთ დამისაბუთოთ რატომ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ketikit (განხილვაწვლილი) .

2014 წლის აღწერის მონაცემებით მესტიის მუნიციპალიტეტში 16 თემიდან ერთ-ერთია ჭუბერის თემი. ადმინისტრაციული ერთეული ნებისმიერი დასახლების ზოგადი სახელია. — GIO→13Wikiswing.gif 17:59, 17 აგვისტო 2019 (UTC)
მესტიის მუნიციპალიტეტი/ადგილობრივი თვითმმართველობა ვიკიპედიის წყაროშივეა მითითებული სწორედ "ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეული". გარდა ამისა, თქვენი არგუმენტი, რომ ეს დასახელება ზოგადია, არასწორია, რადგან "თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი." და " თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი." აქედან გამომდინარე მესტიის მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი თემი, ჭუბერი კი ადმინისტრაციული ერთეულია. matsne.gov.ge/ka/document/view/2244429?publication=41 საქსტატს უფრო ენდობით თუ მთავრობის დადგენილებას? Ketikit განხილვაწვლილი 13:11, 18 აგვისტო 2019 (UTC)
მთავრობის დადგენილებებსა და ჩემ ნდობაზე საუბარი თემიდან გადახვევაა და შორს წაგვიყვანს. :) რაც შეეხება თემის მნიშვნელობას: ,,1998-2006 წლებში თემი საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნავდა თვითმმართველ ერთეულს - მუნიციპალიტეტს, ხოლო 2006-2014 წლებში აღნიშნავდა მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებულ ტერიტორიულ ერთეულს და დღემდე ამ მნიშვნელობით გამოიყენება.“ ანუ ჭუბერის თემი ნიშნავს ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულს. საინტერესო იქნება მეგობრების მოსაზრება. @David1010: @Otogi: @MIKHEIL: @Jaba1977:GIO→13Wikiswing.gif 17:29, 18 აგვისტო 2019 (UTC)
მე გიორგის მოსაზრებას ვეთანხმები, ჭუბერის თემი ნიშნავს ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულს. მუნიციპალიტეტი ვერანაირად ვერ იქნება თვითმმართველი თემი--დათო1010 05:21, 19 აგვისტო 2019 (UTC)

გიორგის ვეთანხმები. გარდა იმისა რაც ახლა დათომ ახსენა, თემს გარკვეული ისტორიული დანიშნულებაც აქვს სვანეთში. --Wiki - ჯაბა 05:26, 19 აგვისტო 2019 (UTC)

მეგობრებო, მადლობა ინფორმაციისთვის. შევეცდები თავად მესტიის მუნიციპალიტეტისგან მოვიპოვო გადამოწმებული ინფორმაცია ჭუბერის სტატუსის შესახებ და აქვე მოგაწოდოთ წყარო Ketikit განხილვაწვლილი 07:11, 19 აგვისტო 2019 (UTC)

@Giorgi13:-ს ვეთანხმები. ჭუბერი რამდენიმე სოფელს აერთიანებს და აქვს თემის სტატუსი, ისევე როგორც მაგ., უშგულს. აქ სრულიად ზედმეტია ადმინისტრაციული ერთეული, ვინაიდან თემი ისედაც ადმინისტრაციული ერთეულია. აქ სტატუსი თემს გულისხმობს, ხოლო თემი ადმინისტრაციულ ერთეულს. თბილისიც მუნიციპალიტეტია, შესაბამისად, ტერიტორიული ერთეული, მაგრამ არ ვწერთ თბილისის მუნიციპალიტეტს ან თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულს. თბილისსაც აქვს საკუთარი მკაფიო საზღვრები. უნდა იყოს ჭუბერის თემი. - OTOGI Messages 07:20, 19 აგვისტო 2019 (UTC)

მადლობა მეგობრებო თქვენი კომენტარებისთვის. — GIO→13Wikiswing.gif 18:50, 22 აგვისტო 2019 (UTC)

რედაქტირებული ტექსტის შემოწმებასთან დაკავშირებით[წყაროს რედაქტირება]

მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ დავარედაქტირე სტატია, სტატუსი ჯერ ისევ შეუმოწმებელია. თუ შეიძლება მირჩიეთ როგორ მოვიქცე. შედარებით ახალი მომხმარებელი ვარ, წესებს გადავხედე და ყველაფერი სწორედ უნდა მქონდეს. Ketikit განხილვაწვლილი 05:31, 30 აგვისტო 2019 (UTC)