მესტიის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
მესტიის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი მესტია
კოორდინატები 43°00′00″ ჩ. გ. 42°45′00″ ა. გ. / 43.00000° ჩ. გ. 42.75000° ა. გ. / 43.00000; 42.75000
მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი
ფართობი 3044.5 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 9400[1] კაცი (2021)
სიმჭიდროვე 3,09 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,82 %
რუსები 0,12 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,67 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://mestia.gov.ge/
მესტიის მუნიციპალიტეტი — საქართველო
მესტიის მუნიციპალიტეტი
მესტიის მუნიციპალიტეტი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მესტიის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტი 2014 წლის 30 ოქტომბრიდან. ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა მესტია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში სვანეთის საბოქაულოს სახელით, 1921-დან — ზემო სვანეთის მაზრა, 1930-დან — მესტიის რაიონი.

საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[4]. სსიპ „მესტიის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 235895046) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2013 წლის 1 მაისი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2014 წლის 30 ოქტომბერი[5].

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია. მის ტერიტორიაზე არსებული მსხვილი ოროგრაფიული ერთეულებია: კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, სვანეთის ქედი, ეგრისის ქედი, კოდორის ქედის ნაწილი და მდინარე ენგურის ხეობა. ტერიტორია — 3045 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 1010 კვ.კმ. მუნიციპალიტეტში 200-მდე მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 285 კვ.კმ. მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადები — ადიშჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა, იფარი, ხაიშურა და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ბარიტი, მარმარილო, ტყვია-თუთია, მინერალური წყლები.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა — 9316 კაცი (2014 წ.); სიმჭიდროვე — 3,06 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 153 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 152 სოფელი.

რაიონი/მუნიციპალიტეტი[6] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
მესტიის 16 311 17 801 17 442 14 776 14 800 14 248 9316 9500 9500 9500

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკრებულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია 2017[7] 2021[8] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 23 26                                                    
  ნაციონალური მოძრაობა 1 3      
  საქართველოსთვის 2    
  ლელო 1  
  ევროპული საქართველო 2 1  
  პატრიოტთა ალიანსი 3
  დამოუკიდებელი 2
სულ 31 33  

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირი — გამგებელი. მმართველობის ტერიტორიული ორგანოებია:

  1. ადმინისტრაციული ერთეული მესტია — დაბა მესტია;
  2. ადმინისტრაციული ერთეული ბეჩო — ბაგვდანარი, გალაში, დოლასვიფი, დოლი, ლანხვრი, მაზერი, ნაშთქოლი, ტვებიში, უშხვანარი, ქართვანი, ცხეკვანი, ჭკიდანარი, ჭოხულდი;
  3. ადმინისტრაციული ერთეული ეცერი — ბარში, გვალდერი, ისკარი, კალაში, ლადრერი, ლანტელი, ლაშხრერი, უსგვირი, უღვალი, ფხუტრერი, ქურაში, ცალანარი, ჭელირი, ჰებუდი;
  4. ადმინისტრაციული ერთეული იდლიანი — იდლიანი, ლებურცხილა, ნაშიხვი, ჭალე;
  5. ადმინისტრაციული ერთეული იფარი — ადიში, ბოგრეში, ზეგანი, ნაკიფარი;
  6. ადმინისტრაციული ერთეული კალა — დავბერი, ვიჩნაში, იფრარი, ლალხორალი, ხალდე, ხე;
  7. ადმინისტრაციული ერთეული ლატალი — იენაში, იფხი, კვანჭიანარი, ლახუშდი, ლაჰილი, ლელბაგი, ლეშუკვი, მაცხვარიში, ნანყვამ-ზაგრალი, სიდიანარი, შყალერი;
  8. ადმინისტრაციული ერთეული ლახამულა — გენწვიში, დიზი, თოთელეში, ლახამულა, ნოდაში, ნოღარი-კეცლანი, ქვედა იფარი, შდიხირი, ხელრა, ჰამაში;
  9. ადმინისტრაციული ერთეული ლენჯერი — კაერი, ლაშთხვერი, ლემსია, ნესგუნი, სოლი, ქაშვეთი, ჰეშკილი;
  10. ადმინისტრაციული ერთეული მულახი — არცხელი, ზარდლაში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჟაბეში, ჟამუში, ღვებრა, ჩვაბიანი, ცალდაში, ჭოლაში;
  11. ადმინისტრაციული ერთეული ნაკრა — ანილი, თავრალი, კვიცანი, კიჩხულდაში, ლაშხრაში, ლაწომბა, ლენკვაში, ნაკრა, ცალერი, ხერხვაში;
  12. ადმინისტრაციული ერთეული უშგული — ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში, ჩვიბიანი;
  13. ადმინისტრაციული ერთეული ფარი — ზაგარი, ზედა ლუჰა, კაცხი, ლამხერი, ლაყვრი, სვიფი, ფალედი, ფარი, ქვედა ლუჰა, ღეშდერი, ყვანა, ხოსრარი;
  14. ადმინისტრაციული ერთეული ცხუმარი — ლაბსყალდი, ლეზგარა, მაგარდელი, სვიფი, ტვიბერი, ღვებალდი;
  15. ადმინისტრაციული ერთეული წვირმი — ასკარტი, აცი, იელი, ჩობანი, წვირმი;
  16. ადმინისტრაციული ერთეული ჭუბერი — დევრა, ზედა მარღი, ლარილარი, ლახამი, ლეკულმახე, ლეწფერი, სგურიში, ტიტა, ქვემო მარღი, ყარი;
  17. ადმინისტრაციული ერთეული ხაიში — ბარჯაში, გაღმა ხაიში, ზედა ვედი, ზედა წვირმინდი, ზედა ხაიში, ზემო ვედი, თოთანი, ლალხორალი, ლახანი, ლუხი, მუხაშერა, ნაკი, ნალქორვალი, ნანყბული, სკორძეთი, ტობარი, ქედანი, ქვედა ვედი, ქვედა წვირმინდი, შგედი, ციცხვარი, ჭერი, ხაიში, ჯორკვალი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკაცრი კლიმატისა და მთიანი რელიეფის გამო უპირატესად განვითარებულია მეცხოველეობა, რომელიც საკვები ბაზაა ბუნებრივი სათიბ-საძოვრები მნიშვნელოვანი. მცირე რაოდენობით ითესება მარცვლეული კულტურები და კარტოფილი. მესტიის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და ალპინიზმის კერაა — აქ გადის მაღალმთიანი ტურისტული მარშრუტები ნაკრის, ბეჩოს, ლეხზირისა და ლატფარის უღელტეხილებზე.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 51 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 43 ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესტიის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ღირსშესანიშნავი ძეგლებია შუა საუკუნეების საკულტო, საერო და თავდაცვითი ნაგებობები. აღსანიშნავია ადიშის, იელის, სვიფის, იფარის, წვირმის, ჟაბეშის ეკლესიები, მონასტრები, სვანური კოშკები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  2. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  3. georgia-religion 2014
  4. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
  5. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — მესტიის მუნიციპალიტეტი
  6. Georgia division
  7. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
  8. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]