განხილვა:ჭარბტენიანი ტერიტორიები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ვეთლენდი“ — ასეთი ქართული ტერმინი მართლა არსებობს? ცოტა ეჭვი მეპარება. - Island (გ) 11:53, 18 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვეთლენდები, „შემეცნების სამყარო“, ნაწ. 27. – აქედან გადმოვიტანე. – BruTe () 12:13, 18 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]
გმადლობ წყაროს მითეთიბისთვის. ბარემ მაგ წიგნის აგტორსა და გამოცემის წელსაც ხომ ვერ გადმოწერდი? - Island (გ) 12:22, 18 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]
ავტორი მითითებული არ აქვს. ეს სამეცნიერო-შემეცნებით კოლექციაა, რომელიც კვირაში ერთხელ გამოდიოდა და შეიძლება ეხლაც გამოდის. ეს ნაწილი 2007 წელს მაქვს შეძენილი. – BruTe () 12:42, 18 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. - Island (გ) 14:02, 18 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბოლო დროის შემეცნებითი წიგნები ძალიან პრიმიტიულ დონეზეა შექმნილი (ამ შემთხვევაში შეიძლება ვცდები, ეს კოლექცია არ ვიცი). ძალიან "ბავშვურებია" და ძალიან ბევრი შეცდომებია (მაგალითად გეოგრაფიაში: ბაიერნი, გეგარდი (გეღარდი), ასთვაცაცანი (ასტვაწაწანი), ქაირო...), ასევე ტ–ს თ–დ გადმოკეთების ტენდენციაც შეიმჩნევა: თორონთო, ვაშინგთონი, ედმონთონი და სხვა. მგონი ამ შემთხვევაშიც იმავე შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე. — დათო პასუხი 10:40, 19 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]

იქნებ ქსე-ში გადაამოწმოს ვინმემ. – BruTe () 11:25, 19 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]
ქსე–ში მსგავსი სათაურის სტატია არ არსებობს--დავით XXI 09:00, 27 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
კარგით... მაშ რა ვქნათ... წაშლაზე დავიწყოთ ფიქრი? რაიმე ავტორიტატული წყარო არ ჩნას. – BruTe () 14:49, 27 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მოიცა კაცო, რატომ უნდა წავშალოთ. აშკარაა, რომ არსებობს ეს რაღაც, შესაბამისად ქართულადაც უნდა ჰქონდეს სახელი. ზუსტი სახელის არცოდნის გამო არ ღირს წაშლა. იქნება otogi-მ იცოდეს? გეოგრაფიასთან კავშირშია... ვიწყებ გამოძიებას სწორი სახელისათვის; და თუ მაინც ვერ ვიპოვე, მაშინ ერთი წყარო გვაქვს და ამ ერთადერთს ვენდოთ (მიუხედავად ჩემი დაწუნებისა :)). — დავით პასუხი 17:12, 27 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
სანდრო, ეგ ერთადერთი წყარო იქნება მიუთითო ლიტერატურად? ზოგადად ჟურნალიდან ან გაზეთიდან წყაროს მითითების შაბლონი ასეთია: სტატიის ავტორი: სტატიის სათაური. ქვესათური. ჟურნალში: ჟურნალის სახელი. №X, წელი, ISSN ნომერი (თუ აქვს), გვ. X–Y.დავით პასუხი 17:18, 27 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
{{Cite journal}}—G.G. 12:30, 3 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

მოდი ასე დავიწყებ. როცა მე მესმის ტერმინი ვეტლემდი მახსენდება ბედლენდი. ბედლენდი სიტყვასიტყვით ცუდ მიწებს ნიშანვს და იგი უკვე დიდი ხანია რაც ქართულ სიტყვახმარებაშა დამკვიდრებული. ვეტლენდი არის არეალი, რომელიც ნაყოფიერი ადგილების აღსანიშანავია. ამაში ცუდი არაფერი არ არის. თუ არის ბედლენდი რატომ არ უნდა იყოს ვეტლენდი ? ბედლენდზე ხო შეიძლება ვთქვათ სინონიმი ”ცუდი მიწები” მარა ვამბობთ ბედლენდს.

ეხლა რაც შეეხაბა ქართულად. პირველ რიგში დასადგენია ის თუ გვხვდება თუ არა ეს რელიეფის ფორმა საქ-ში; თუ ასეთი ფორმები საქ-ში არ არის, მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ვეტლენდი. თუკუ არის საქ-ში ასეთი ფორმები შეგვიძლია უბრალოდ სხვა სახელი მივცეთ. წაშლას რაც შეეხება სრულიად გამორიცხულია, სტატია კარგად არის შესრულებული.--Otogi განხილვაწვლილი 12:43, 3 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ალბათ სათაურად უფრო გამართლებული იქნება ველენდი. ოთო, თქვენ თუ შეგხვედრიათ ეს ტერმინი ოდესმე ქართულ ლიტერატურაში? — დავით პასუხი 12:45, 3 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

დათო პირველ რიგში გთხოვ რო შენობით მომმართო, ok.

მე პირადად არ შემხვედრია ეს ტერმინი იმიტო რომ ვეტლენდი საქ-ში არ გვხვდება აქედან გამომდინარე მას ქართულ სამეცნიერო ნაშომებში არსად არ მოიხსენიებენ. თუმცა ერთს დავამატებ, სტატიაში ნათქვამია ნაყოფიერი ადგილები, რომელიც არ გამოხატავს მის თავდაპირველ მნიშვნელობას, რის გამო მას დამატებითი განმარტება სჭირდება და ვთხოვ რო სტატიის ავტორმა განმარტოს სტატია (ან ვისაც ამის სურვილი აქვს). ასე ნოყიერი ადგილი ძალზე მსუბუქი ნათქვამია.

და კიდევ. სტატია უნდა გაადმისამართეს ვეტლენდი, ჩვენც ისინი ხომ არავართ ფსევდო გეოგრაფიულ წიგნებში ტ ნაცვლად ვითომ თ რო იყენებენ და აბსურდული კაშა-მალაშა რო გამოსდით. უნდა იყოს ვეტლენდი. მოკლედ სტატია კარგია მარა აქვს დეფექტები.

p.s. დაბოლოს. ქართ. სამეცნ. ლიტ-რაში არსებობს ესეთი ტერმინები : კურუმი, ბალკა, გოლცი და სხვ. ეს ტერმინები ადგილობრივი წარმოშობისაა, მარა ქართულშიც იხმარება. ასერომ პრობლემა არ არის მისი თუნდაც ვიკიში გამოყენება--Otogi განხილვაწვლილი 13:01, 3 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვაგრძელებ დისკუსიას[წყაროს რედაქტირება]

სტატია რამსარის კონვენციის შექმნის შემდეგ ჩემი ცნობიერების არეში მოექცა ტერმინი ჭარბტენიანი ტერიტორია (Водно-болотные угодья), რომელსაც შემდეგ გადმოვყავართ ამ ქართულ სტატიაზე. ხომ არ გგონიათ, რომ ამ სტატიის სათაური უნდა იყოს ჭარბტენიანი ტერიტორია, ან მინიმუმ ამ სათაურიდან მოხდეს გადამისამართება ამჟამინდელ სათაურზე? ამ თემატიკით დაინტერესებულ ადამიანებს ვთხოვ გამოთქვან აზრი. --ჯაბა ლაბა 13:01, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით ამ სტატიის სათაური უნდა იყო „ჭარბტენიანი ტერიტორია“ ე. ი. ბმული შევაბრუნოთ(ვერ წარმომიდგენია, რომ ქართული როდესაც გვაქვს, რატომ უნდა დამკვიდრდეს ინგლ.). ამ საკითხზე ხომ არ მივმართოთ ჩვენს ძველ ვიკიპედიელს მომხმარებელი:ლია თოდუა--ცანგალა () 13:38, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ისე ველენდი თუ ველენდი? დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური უნდა იყოს ტ.--ცანგალა () 13:41, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია ცანგალა. დაველოდოთ სხვებსაც. --ჯაბა ლაბა 14:18, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ზედა დისკუსია არც წამიკითხავს, მაგრამ ამ საკითხებს ვსწავლობ ახლა უნივერსიტეტში და შეგიძიათ მენდოთ, რომ ნამდვილად ჭარბტენიანი ტერიტორიაა. --მიხეილ (მიწერა) 15:10, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
წყაროც მიუთითე.--ცანგალა () 15:20, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
წყარო ამ ეტაპზე არ მაქვს წერილობითი, მაგრამ ამას ნებისმიერი გეოგრაფიის პროფესორი დაგიდასტურებთ. --მიხეილ (მიწერა) 15:22, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
წყაროც რომ გვექნება, გადავიტანოთ. სანდრომ ეს სტატია რომელიღაც ჟურნალის სტატიის მიხედვით დაწერა. ვეთლენდი და ჭარბტენიანი ტერიტორია გამოდის, სინონიმებია. ვეთლენდია სწოი თუ ვეტლენდი მიხეილ? (თუ ქარულში საერთოდ არაა მიღებული ეს ინგლისური სახელწოდება?) Deu განხილვა 15:25, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ არაა მიღებული, დათო. ჟურნალს ვენდობით და პროფესორებს არა? არ მომაყოლებინოთ აქ ჟურნალისტები რამდენ ამისთანა „მარგალიტებს“ იგონებენ ვიკრიჭები --მიხეილ (მიწერა) 15:32, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კოლხეთის ეროვნული პარკი ნახეთ პირველივე აბზაცი. ეს სამთავრობო საიტია. მე მგონი რაღაც ჟურნალზე მეტად სანდო. --ჯაბა ლაბა 15:32, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. ოთხჯერაა ტექსტში მოხსენიებული ეს სიტყვა. --ჯაბა ლაბა 15:33, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

იხ. ნიადაგის დაჭაობება ცანგალა () 15:49, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
პირველი აბზაცი ნაკლებად სანდო, მაგრამ მაინც. --ჯაბა ლაბა 16:13, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თვით სტატიაში ვკითხულობთ: „ტერმინი "ვეთლენდი", ანუ ჭარბტენიანი ხმელეთი“ ... აქვე მინდა სხვა შეკითხვა დავსვა ქართულად ჭარბტენიანი ნიადაგი, ჭარბტენიანი ტერიტორია თუ ჭარბტენიანი ხმელეთი?--ცანგალა () 18:46, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა ჯერ ერთი საკითხი არაა მოგვარებული და მეორე თითიდან გამოწოვილ პრობლემას სვამ, ნახე ბმულები და წაიკითხე რა წერია მანდ. --ჯაბა ლაბა 18:51, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სავარაუდოდ ვეტლენდი - უნდა შეესაბამებოდეს ჰუმიდურ ზონას (humidus - ლათ. ტენიანი, სველი). ნიადაგი აქ არაფერ შუაშია. თუმც დავამატებ ამ ტერმინის (ვეტლენდის) წინააღმდეგი არ ვარ და მანამ ლიტერატურა არ გამოჩნდება ჩემი აზრით არ უნდა გადამისამართდეს. უცხო ენებიდან ქართულ გეოგრ. ლიტერატურაში არაერთი ტერმინია დამკვიდრებული მაგ., იხ. ბედლენდი. --Otogi განხილვაწვლილი 19:05, 10 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ისევ სათაური[წყაროს რედაქტირება]

სულ მცირე, ველენდი უნდა ერქვას, ამის მიხედვით.--Saliner 11:45, 10 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჭარბტენიანი ტერიტორია. Deu. 04:22, 11 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი, თუ იგივეა და მაგის დამადასტურებელი წყაროც მიეთითება. მანამდე კი ტ-ს ჩავასწორებ, თუ საწინააღმდეგო აზრი არავის აქვს.--Saliner 07:34, 11 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჭარბტენიანი ტერიტორია მეგონა და მგონია ისევ. --ჯაბა 1977 08:59, 11 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

გეოგრაფიაში დამკვიდრებული ტერმინია ბედლენდი და იქნებ ვეთლენდიც ანალოგიურადაა დამკვიდრებული?--დათო1010 09:03, 11 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ნებისმიერ შემთხვევაში წყარო გვჭირდება. მაგრამ ველენდი ყველანაირად შეცდომაა.--Saliner 16:52, 11 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

დიდი დრო გავიდა ამ განხილვიდან და წყაროების არქონის გამო ვერ ვღებულობდით სათანადო გადაწყვეტილებას. ამასობაში გამოჩნდა რამდენიმე წყარო, კერძოდ, ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, რომლის თანახმად wetland ითარგმნება როგორც წყალ-ჭაობიანი ადგილი. არსებობს აგრეთვე ნაშრომი, სადაც ვეთლენდი იგივეა რაც ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომლის ზუსტი მნიშვნელობა ლექსიკონითაც დასტურდება. ზოგიერთ დიდ ვიკიპედიას (ფრანგულს, ესპანურს, იტალიურს და სხვა) უწერიათ ჰუმიდური ზონა, რომლის დამატება შეგვიძლია დამატებითი ტერმინის სახით. ვინაიდან მეტად გავრცელებულია ტერმინი ჭარბტენიანი ტერიტორიები გთავაზობთ გადავიტანოთ სახელწოდებაზე: ჭარბტენიანი ტერიტორიები. - OTOGI Messages 12:25, 17 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) პლიუს არსებულზეც გადამისამართება დარჩეს --Mehman 97 13:24, 17 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია. - OTOGI Messages 21:24, 21 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]