განხილვა:წმინდა ნინო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იუბენალი და მისი და "სუსანა" (მხოლოდ " მეფეთა ცხოვრების", არსენ ბერის და ანონიმურ გვიანდელ ვერსიებში გვაქვს "სოსანა". უძველეს შატბერდულში, სინურში და ჭელიშურში ყველგან არის "სუსანა") — ასევე გვდება შოშანა (ისიც არის რომ, ზოგი ფიქრობს აქედან წარმოიშვა სახელი შუშანიკი). რატომ არ წერია, რომ სავარუდოდ ზაბილონი ეთნიკურად ასურელია (ასე ფიქრობენ ყოველ შემთხვევაში ასურელები, წიგნიც კი აქვთ გამოცემული). ეს დასამატებელია მგონი--თემური განხილვა როდესაც თვენს საათზე იყო: 17:22, 22 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

1. სოსანა, სუსანა, შოშანა, შუშანა, ზუზანა, სუზანა ... ყველა ეს სახელი ერთი სემიტური ძირიდან – შშნ – არის წარმომდგარი და ყვავილის სახელწოდებაა. აქედანაა მიღებული შუშანიკიც. აქედან მომდნარეობს ასევე ქართულში ყვავილის სახელწოდება შროშანი, მაგრამ ეს ყველაფერი სტატიასთან კავშირში არ არის. თუ სურვილი გაქვთ, თქვენ გახსენით ახალი სტატია, სადაც განიხილავთ ამ სახელის ეტიმოლოგიას. 2. ზაბილონის ასურელობაზე არც ისტორიულ წყაროებში და არც სერიოზულ სამეცნიერო ლიტერატურაში აბსოლუტურად არაფერია ნათქვამი – ამაზე თავს დავდებ – წყაროებით ის კაბადოკიელია. თუ ვინმე კაბადოკიელებს ასურელებად თვლის ეს მისი პრობლემაა და არა მეცნიერების. "სავარაუდოდ", "ასე ფიქრობენ" და ა. შ. არგუმენტი არ არის. რა წიგნი გაქვთ მხედველობაში მიუთითეთ და მერე ვიმსჯელოთ მის მეცნიერულ ავ–კარგიანობაზე, მანამდე კი "ეს დასამატებელი არ არის ... არა თუ მგონი", არამედ ნამდვილად.— Zolokin განხილვაწვლილი 23:16, 22 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე არაფრის პრეტენზია არ მაქვს, უბრლოდ რადგანაც სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებთან ვარ მჭიდრო კავშირში და ასურელებით (აისორებით) დავინტერესდი მათ მომართვეს წიგნის, სადაც ერთი გემანელის კვლევა იყო. ის წერდა, რომ ნინო აისორთა მაღალი წრის შთამომავალია. მერე დავიწყე ფაქტების ძებნა. სამწუხაროდ ბევრი რამ არ მიპოვია, მაგრამ ვიპოვე ის, რომ ეთნოსი ”კაპადოკიელი” როგორც ასეთი არ არსებობდა (კაპადოკიელი ალბათ არის იმიტომ, რომ ის კაპადოკიიდანაა, როგორც მე თბილისელი). არ დამეზარა, დავრეკე ასურულ სათვისტომოში და მანდ მითხრეს, რომ ამას ისინი კი არა, ვითომ ქართული ეკლესია ამბობს, რადგანაც ცნობილია, რომ წმ გიორგიო ასურელი იყოო, და აქედან გამომდინარეო ნინოც იყო აისორიო. არ დავიჯერე და გავაგრძელე ძიება. გამოდის ისე, რომ სომხეთში ნუნესავით იცნობენ (გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად ქადაგებდა), და როცა სომხეთში ვიყავი ერთ-ერთ მრევლს შევეკითხე და იქაც ნუნეს აისორასტანიდა (ანუ ასურეთიდან) გამოსულ ქალად თვლიან. ნუ ყოველ შემთხვევისთვის ასე გავიგე--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 08:17, 27 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

"საბერძნეთიდან" გაქცევა თუ რომიდან გაქცევა?--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 08:21, 27 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მათ მომართვეს წიგნი, სადაც ერთი გერმანელის კვლევა იყო. ის წერდა, რომ ნინო აისორთა მაღალი წრის შთამომავალია - ხომ ვერ დამისახელებდით წიგნის სრულ სათაურსა და ავტორს? ასევე იმ გერმანელი მკვლევრის სახელს?

რომაული პერიოდის კაპადოკია მრავალეთნიკური მხარე იყო და თქვენ მართალი ბრძანდებით, რომ "კაპადოკიელობა" მიანიშნებდა არა ეთნიკურ, არამედ გეოგრაფიულ წარმომავლობაზე. აქედან გამომდინარე, სრულიად გაუმართლებელია, ამის მიხედვით ვიმსჯელოთ წმ. ნინოს (თუ წმ. გიორგის) წარმომავლობაზე, ისევე, როგორც სამი დიდი კაპადოკიელი მამის – ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და გრიგოლ ნოსელის. რაც შეეხება სომხური ეკლესიის ერთ–ერთი მრევლის აზრს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.--Zolokin განხილვაწვლილი 07:03, 29 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

"საბერძნეთიდან" გაქცევა თუ რომიდან გაქცევა? – რადგან საბერძნეთი ბრჭყალებშია ჩასმული, იგულისხმება, რომ აქ იგი არაპირდაპირი (ისტორიული თუ დღევანდელი თავლსაზრისით) მნიშვნელობითაა ნახმარი და საუბარია რომის იმპერიაზე, როგორც ეს ჩვეულებრივ გვაქვს ძველ ქართულ ძეგლებში. ამიტომ დასაწყისშივე წერია: ""საბერძნეთიდან", ანუ რომის იმპერიიდან" და იქვე ბმულიცაა რომის იმპერიაზე. თუ თვლით, რომ უმჯობესია, სათაურშივე მივუთითოთ ამის შესახებ, კი ბატონო, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.--Zolokin განხილვაწვლილი 07:09, 29 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

საქმე იმაშია, რომ ეს წიგნი ეხლა არ მაქვს, და არც იმ კაცის სახელი ვიცი. ანუ ის წერდა იმაზე, რომ ზაბილონი იყო ასურული სახელმწიფოს მეფის შვილი ან შვილიშვილი. ბევრს ვფიქრობდი რომელი ”ასურული” სახელმწიფოს მეფის. მერე გამახსენდა ოსროჰენა en:Osroene ის 244 წელს შეწყვიტა თავისი არსებობა და რომის იმპერიაში თვითნებურად შევიდა (უ.სწ. სომხეთმა გადასცა რომს). არაფრის დამტკიცება არ შემიძლია, მაგრამ რაღაც ფაქტები რომ ემთხვევა...--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 06:32, 2 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

უყურე რუსული რას წერს по-видимому историческое принятие христианства связано с именами Абгара VIII(177-212) и Абгара IX (212 - 216).. ანუ ძალიან ადრე მიიღეს ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია. --თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 06:35, 2 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი, რაც მეცნიერულად არ არის დასაბუთებული და მხოლოდ ვარაუდების დონეზეა, იმაზე ვერაფერს გეტყვით. --Zolokin განხილვაწვლილი 07:21, 2 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]


სტატიაში მოხსენებული სიდონია, რომელიც წმინდა ნინოს პერიოდში ცხოვრობდა არ არის ის სიდონია, რომელიც 1 საუკუნეში ცხოვრობდა და დაკრძალულია ქრისტეს კვართთან ერთად სვეტიცხოველში. აუცილებლად შესასწორებელია. --~zLION~ 16:39, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კონკრეტულად რომელ ადგილზე ამბობთ? ძველ ქართულ წყაროებში სიდონიად მოიხსენიება მხოლოდწმ. ნინოს თანამედროვე. ქრისტეს კვართთან ერთად დაკრუძალულის სახელი არსად არ იხსენიება. ეს შეცდომა მოდის მიხელ საბინინიდან, რომელმაც ნინოს თამ=ნამედროვე სიდონიას სახელით მოიხსენია ელიოზის და და სამწუხაროდ, იმდენად პოპულარულ–ფოლკლორულ ვერსიად გადაიქცა ეს, რომ დღემდე ამ შეცდომას იმეორებენ. ვიმეორებ კიდევ ერთხელ არცერთ წყაროში ელიოზის დას, კვარრ=თთან ერთად დაკრძალულს სიდონია არ ეწოდება. აქ კი არ არის გასასწორებელი, არამედ სხვა სტატიებში, სადაც ეს წერია. როგორც მახსოვს ამას წინათ თქვენ სწორედ ეს დაწერეთ და იქ არის ჩასასწორებელი და არა აქ.--Zolokin განხილვაწვლილი 17:00, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ყოველშემთხვევაში, წმ. ნინოს სტატიაში ხსენებული სიდონია და კვართთან დაკავშირებული სიდონია - ერთ სტატიაზე მისამართდება. ამდენად, შესასწორებელია აუცილებლად. --~zLION~ 10:52, 18 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, სანამ მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანთ, ჯერ აქ დაწეროთ თქვენი აზრი და თუ აღმოჩნდა, რომ არავის საწინააღმდეგო არ აქვს, მხოლოდ მაშინ შეიტანოთ ცვლილება სტატიაში.--Zolokin განხილვაწვლილი 17:04, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

OK. ვფიქრობ, უმჯობესია საკითხის დასაზუსტებლად საპატრიარქოს მივმართოთ. პასუხს გაცნობებთ აქვე --~zLION~ 10:44, 18 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ამგვარია: 1) წმიდანთა ცხოვრებაში (ტომი IV, თბილისი, 2001 წ) სიდონია მოხსენებულია, როგორც ელიოზის და. 2) სვეტიცხოველში, სვეტთან ახლოს დაბრძანაბულია წმ. სიდონიას ხატი ტროპარითურთ.

თუ ეს საკითხი კიდევ იწვევს რაიმე ეჭვს, მაშინ აქვე შევადგინოთ ტექსტი და წერილობით მივმართოთ საპატრიარქოს. --~zLION~ 15:15, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კი, სერიოზულ ეჭვს იწვევს, რადგან არცერთ ძველ წყაროში სიდონია არ ჰქვია ელიოზის დას, მაცხოვრის თანამედროვეს. მაგრამ ძველ წყაროებში სიდონია ჰქვია აბიათარის ასულს, წმ. ნინოს თანამედროვეს. ელიოზის დას სიდონია შეცდომით უწოდა მიხეილ საბინინმა და შემდეგ გავრცელდა ეს რუსულ ლიტერატურაშიც, დიმიტრი როსტოველის წმინდანტა ცხოვრებაში და იქიდან გადმოიტანეს ქართულ წმინდანთა ცხოვრებაში. შესაბამისად, ეს ლეგენდა (რომ ელიოზის დას სიდონია ერქვა) სრულიად ახალია, მე–19 საუკუნისაა და ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ წყაროებით ეს საბინინისეული ლეგენდა არ დასტურდება. შეადგინეთ თუ შეიძლება წერილი და მერე გადავხედოთ ერთად.--Zolokin განხილვაწვლილი 17:12, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

აქ სიდონია ნინოს თანამედროვეა, მაგრამ ქართული ენის წიგნებში (სასკოლო) აღწერილია ლეგენდა სიდონიასა და კვართის შესახებ და იქ მოხსენიებულია, რომ სიდონია ელიოზის დაა. =(--თეიმურაზი () 17:20, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თუ სადმე წერია, ეგ მოდის მე–19 საუკუნეში მოღვაწე საბინინიდან და არავითარი რეალური საფუძველი წყაროებში არ აქვს.--Zolokin განხილვაწვლილი 17:22, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

Ich mache große Augen O_O მოდი და ამის მერე ენდე სკოლის პროგრამას... — დათო პასუხი 17:43, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
სკოლამ რა უნდა ქნას, როცა ეკლესიის ზოგიერთ გამოცემაშიც იგივე შეცდომა მეორდება უკვე 2 საუკუნეა? ხატიც კი შეუქმნიათ და წმ. სიდონია დაურქმევიათ, კვართით ხელში. ალბათ ეს საპატრიარქოში უფროა გასარკვევი, ვიდრე სკოლაში. სკოლა ხომ იცით, რასაც ნახავენ საეკლესიო გამოცემაში იმას ენდობა.--Zolokin განხილვაწვლილი 18:14, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]


წერილი საპატრიარქოს[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ.

მოგმართავთ დახმარების თხოვნით.
თავისუფალ ქართულენოვან ენციკლოპედია - ვიკიპედიაში შექმნილია სტატია ”წმინდა სიდონია” (იხ. http://ka.wikipedia.org/wiki/წმინდა_სიდონია).

რედაქტორებმა გამოთქვეს აზრი, რომ ელიოზ მცხეთელის დას, რომელმაც მიირქვა უფლის კვართი და კვართთან ერთად დაიკრძალა სვეტიცხოველში - არ ერქვა სიდონია, მისი სახელი კი უცნობია. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს შეცდომა მოდის მიხელ საბინინიდან, რომელმაც წმ. ნინოს თამანამედროვე სიდონიას სახელით მოიხსენია ელიოზის და, და შემდეგ, ეს ინფორმაცია გავრცელდა რუსულ ლიტერატურაშიც, წმ. დიმიტრი როსტოველის წმინდანთა ცხოვრებაში, და იქიდან გადმოვიდა ქართულ წმინდანთა ცხოვრებაში.

გთხოვთ განგვიმარტოთ ეს გარემოება, რათა ქართულ ენციკლოპედიაში აკადემიურად გამართული სტატია მომზადდეს.

დიდი პატივისცემით


--~zLION~ 19:54, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]


თუ მისაღებია ამგვარი წერილი, მაშინ გადავაგზავნოთ საპატრიარქოში --~zLION~ 19:56, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

Zetalion, გადავხედავ და ხვალისთვის რომ იყოს ხომ არ დაგვიანდება?--Zolokin განხილვაწვლილი 20:24, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არა რათქმაუნდა :) --~zLION~ 20:49, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კარგი, მაშინ ხვალ ჩამოვყალიბდეთ ერთად.--Zolokin განხილვაწვლილი 21:18, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რას ფიქრობთ, მისაღებია თუ არა წერილი? გადავაგზავნო? --~zLION~ 19:32, 31 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მისაღებია.--Zolokin განხილვაწვლილი 19:35, 31 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მაინტერესებს, გაიგზავნა თუ არა საპატრიარქოში წერილი და მივიღეთ თუ არა პასუხი? — GIO---->>13 () 14:44, 9 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუ სიდონია რომელმაც ქრისტეს კვართი გულში ჩაიკრა იყო ქრისტეს თანადროული, რატომ არ შეიძლება რომ ყოფილიყო ვინმე სიდონია წმინდა ნინოს თანადროულიც??? ეს კიდევ არაფერი, თქვენ წარმოიდგინეთ რომ მყავს ნათესავები სადაც ბაბუასაც რეზო ერქვა, შვილსაც და შვილიშვილსაც. აი ეს მართლა დაუჯერებელია!— Surprizi განხილვაწვლილი 17:02, 15 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ვერ გავიგე... — დავით პასუხი 17:17, 15 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ყველაფერი მარტივია. სხვა სიდონია იყო ქრისტეს თანადროული და სხვა სიდონია იყო 300 წლის შემდეგ წმინდა ნინოს თანადროული.— Surprizi განხილვაწვლილი 15:23, 16 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ზოგიერთი დეტალის წყარო[წყაროს რედაქტირება]

"უკვე IV-V საუკუნეების რომაელი ისტორიკოსები , გელასი კესარიელი (შემორჩენილია გელასი კვიზიკელის შრომაში), რუფინუს აკვილელი, თეოდორიტე კვირელი, სოკრატე სქოლასტიკოსი და ერმია სოზომენე მოგვითხრობენ ქართლში (იბერია) ვინმე ტყვე–ქალის მისიონერულ მოღვაწეობაზე და დეტალურად აღწერენ მის მიერ იბერიის დედოფლის განკურნების და მოქცევის, იბერიის მეფის ნადირობისას მომხდარი სასწაულის და მოქცევის, ეკლესიის მშენებლობისას სვეტის აღმართებასთან დაკავშირებით მომხდარი სასწაულის ამბებს."

ეს სერიოზული განაცხადია, რომელსაც ციტირება არ გააჩნია. იქნებ ვინმემ დააზუსტოთ ეს ინფორმაცია. -- --Otherguylb განხილვაწვლილი 21:22, 1 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სქოლიო ბოლოში საკმარისადაა მითითებული, ყოველი წინადადების შემდეგ ხომ არ მიეთითება? --მიხეილ მიწერა 21:23, 1 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]