შინაარსზე გადასვლა

განხილვა:სოჭის კონფლიქტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სოჭის კონფლიქტი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სოჭის კონფლიქტი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ეს სტატია გაცხოველებული კამათის ხშირი წყაროა. გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ ამ განხილვის გვერდზე დატოვებულ კომენტარზე პასუხის გაცემისას.
იქნებ ვინმემ მითხრათ რატომ თვლით რომ საქართველო დამარცხდა ამ კონფლიქტში?საქართველომ შეძლო ბზიფიდან ფსოუმდე ტერიტორიის დაბრუნება, ანუ დღევანდელი გაგრის რაიონი.და სოჭის ოკრუგიც რუსებს კი არ დარჩათ არამედ ორად გაიყო რუსებს და საქართველოს შორის.თანაც რატომ ქვია ამ კონფლიქტს სოჭის როცა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა მთელი აფხაზეთის და პლუს ტუაფსეს ტერიტორიაზე?და ომის დაწყების მიზეზი სოჭი კი არ ყოფილა არამედ ბოლშევიკებს ჰქონდათ მცდელობა დაეპყროთ აფხაზეთი 1918 წელს ორჯერ სოჭი ტუაფსეს შეტევა კი მხოლოდ კონტრშეტევა იყო. ჩემი აზრით საქართველო კი არ დამარცხდა გაიმარჯვა შეინარჩუნა აფხაზეთიც რომლის დაპყრობის მცდელობა ჰკონდათ თურქებს,ბოლშევიკებს და თეთრებს, და დამატებით ტერიტორიებიც შემოიმატა. — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Giorgi Mechurchle (განხილვაწვლილი) .
დამარცხდა იმ გაგებით რომ ვერ შეძლო სოჭის და ტუაფსეს შემოერთება. სოჭის ოკრუგი როგორ გაიყო ორად? რუსებს დარცათ მთლიანად სოჭიც და ტუაფსეც. სოჭის კონფლიქტი იმიტომ ჰქვია, რომ ასეა მიღებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. თქვენ რომ ამბობთ აფხაზეთის გარდა დამატებითი ტერიტორიებიც შემოიერთაო, რომელია ეგ დამატებითი ტერიტორიები? არაფერიც არ შემოუერთებია. პირიქით-აფხაზეთის ძალიან მცირე, მაგრამ მაინც ნაწილი დაკარგა.— Achiko-84 15:58, 18 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]
სოჭის ოკრუგი ორად გაიყო,სოჭის ოკრუგის შემადგენლობაში შედიოდა დღევანდელი გაგრის რაიონი, საზღვარი მდ.ბზიფზე გადიოდა. ანუ მთელი გაგრის რაიონი საქართველომ შემოიერთა.P.S აფხაზეთის ტერიტორიის არცერთი მტკაველი საქართველოს მაშინ არ დაუკარგავს, პირიქით აფხაზეთს შეურეთდა რუსებისთვის წართმეული გაგრის რაიონი. 1918 წელს საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდ.ბზიფზე გადიოდა, იმის იქით საქართველოს ტერიტორია აღარ იყო, ხოლო 1920 წელს საქართველო-რუსეთის შეთანხმების შედეგად საზღვარმა გადაიწია მდინარე ფსოუზე.როცა ტერიტორიული ზრდა განიცადა ქვეყანამ რა მარცხზე შეიძლება საუბარი. სწორი იქნება რომ ჩაასწოროთ საქართველო მაშინ ნამდვილად არ დამარცხებულა, პირიქით გაიმარჯვა და ტერიტორიები შემოიმატა Giorgi Mechurchle 12:20, 19 თებერვალი 2010 (UTC)giorgi mechurchle[უპასუხე]
სოჭის ოკრუგის საზღვარი სოხუმის ოკრუგთან ჯერ მზიმთაზე, ხოლო მერე ფსოუზე გადიოდა. რუკისთვის დაგეხედათ. გაგრა ბზიფის დასავლეთითაა. ასე რომ... წესით საზღვარი მდ. მზიმთაზე უნდა გასულიყო. და საერთოდ საქართველო მაშინ გაიმარჯვებდა, თუ სოჭი და ტუაფსე დარჩებოდა, რაც არ მოხდა. Achiko-84 12:07, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ცდებით საზღვარი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გაგრის ქედს მიუყვებოდა, და შემდეგ მდ.ბზიფის გასწვრივ გადიოდა, არ ვიცი რა რუქები გაქვთ მაგრამ მეც მაქვს რუქები სადაც საზღვარი ზუსტად ისეა დაფიქსირებული როგორც გითხარით,რაც შეეხება საზღვარს მდ.მზიმთაზე, მანდ გადიოდა აფხაზეთის სამთავროს და არა სოხუმის ოკრუგის საზღვარი, ისიც მხოლოდ აფხაზეთის სამთავროს არსებობის დასაწყის პერიოდში(XVI ს) ხოლო შემდეგ ნელნელა საზღვარმა გამოიწია მდ.ბზიფზე, ხოლო ტერიტორია მდ.ბზიფიდან მდ.მზიმთამდე მთლიანად გაუკაცრიელდა და მაგ ტერიტორიის თავიდან ათვისება მხოლოდ რუსეთის მიერ აფხაზეთის დაპყრობის შემდეგ დაიწყო. Giorgi Mechurchle 12:58, 22 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]


me mgoni garkveviT miweria statiis dasawyisSive, rom 1996 wls Camoyalibebuli Savi zRvis samzreTma sazRvarma, anu sazRvarma soxumis okrugTan mzimTaze gaiara da ras vcdebi Zalian mainteresebs. Achiko-84 (განხილვა) 15:15, 25 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

თქვენი შეცვლილი ტექტსი კვლავ შევასწორე. თუ თქვენ კვლავ მიიჩნევთ რომ თქვენ მართალი ხართ, გავიტანოთ ეს საკითხი ყავახანაში და იქ გადაწყვიტონ. ამ კონფლიქტში საქართველოს სამწუხაროდ არ გაუმარჯვია და არც სოჭის ოლქი გადმოგვცემია ჩვენ არც ნაწილობრივ და არც მთლიანად. Achiko-84 (განხილვა) 15:21, 25 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჩემი თუ არ გჯერა შენსავე სტატიაში რაც გიწერია იმის მაინც არ გჯერა? Giorgi Mechurchle (განხილვა) 09:00, 26 თებერვალი 2010 (UTC)"სოჭის ოლქში დაიწყო რეპრესიები, იქ დარჩენილი ქართველების დაპატიმრება და მათი ძარცვა. ნოე ჟორდანიამ დაიწყო საპროტესტო ნოტების გაგზავნა ლონდონში. თუმცა სანამ თბილისში ნოტების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდა, დენიკინელებმა დაიკავეს ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და მდინარე ბზიფთან გაჩერდნენ-აღადგინეს 1904 წელს დადგენილი ადმინისტრაციული საზღვარი."[უპასუხე]

რაც შეეხება ყავახანას გადავიტანოთ, მაგრამ ვიმეორებ სტატიაში თვითონვე გიწერია 1904 დადგენილი ადმ.საზღვარი მდ.ბზიფზე გადიოდაო და ცოტა უცნაურია ან სტატია არ წაგიკითხავს და ისე დააკოპირე საიდანმე, ან სადმე არასწორად ამოიკითხე, ისე თუ არ გჯერა ჩემი, ნახე 1964 წელს გამოცემული საქართველოს რუქების კრებული მანდ ყველანაირი რუქებია, დაახლოებით იქნება ერთი 200-300 რუქა და იქაც სოხუმის ოკრუგის საზღვარი მდ.ბზიფზე გადის. Giorgi Mechurchle (განხილვა) 09:09, 26 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიცი რაზეც მეუბნები, მაგრამ ცოტა არ იყოს, უკვე ბავშვური საქციელია შენი მხრიდან სტატიის ჩასწორება, იმაშინ როცა ყავახანაში არც გასულა სტატია? რა ვქნა ახლა, სტატიის დაბლოკვა მოვითხოვო თუ გიდარაჯო, ყოველ მეორე დღეს ცვლილება რომ არ შეიტანო? Achiko-84 (განხილვა) 17:48, 26 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

კარგი, აღარ ჩავასწორებ უბრალოდ შენი ლოგიკა ვერ გავიგე თუ იცი რომ ადმ.საზღვარი მდ.ბზიფზე გადიოდა(რაც სტატიაშიც გიწერია) და საქართველო რეალურად ამ ომის შემდეგ ტერიტორიულად გაიზარდა შემოიერთა რა გაგრის რაიონი, მაშინ როგორ უთვლი საქართველოს დამარცხებას და რაში ხედავ რუსეთის გამარჯვებას?ხოლო რომ ამბობ საქართველო იმ შემთხვევაში გაიმარჯვებდა თუ მთელ სოჭს და ტუაფსეს შემოიერთებდაო არასერიოზულია,თუ მაგ ლოგიკას გავყვებით სსსრკ არ გაუმარჯვია მეორე მსოფლიო ომში, სტალინს სურვილი ჰქონდა მთელი ევროპა გაეწითლებინა მაგრამ მხოლოდ მისი აღმოსავლეთ ნაწილი გააწითლა, მაშინ ჩავუთვალოთ სსსრკ მაგ ომში დამარცხება, რახან მაქსიმალურ მიზანს ვერ მიაღწია, მასე არცერთ ომში თითქმის არავის გაუმარჯვია რადგან მაქსიმალურ მიზნებს როგორც ყოველთვის ვერ აღწევენ ხოლმე.ისე გაუგებარია რატომ იცავ ასე თავგამოდებით იდეას რომ საქართველო იმ ომში დამარცხდა რაც რუსულ ვერსიაშიც კი არ წერია?P.S შენი სტატიის დამახინჯების სურვილი არ მქონია, რახან შენი დაწერილია ყველა უფლება შენ გაქვს სტატიაზე. Giorgi Mechurchle (განხილვა) 08:33, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობ, რამდენადმე კომპრომისული ხასიათის რედაქციული ჩასწორება განვახორციელე. ნახეთ. Achiko-84 (განხილვა) 09:50, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]