განხილვა:სლავები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „სლავები“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის/თავისუფალი უნივერსიტეტის და ქართული ვიკიპედიის თანამშრომლობის“ ფარგლებში.

სანამ წაკითხვას შევუდგებოდე, დაწერეთ, თუ შეიძლება, რა არ მოგეწონათ. --Pirtskhalava 14:08, 26 აპრილი 2017 (UTC)

შესავალი საკმაოდ გაუმართავ ენაზეა დაწერილი. გიო ოქრო 15:01, 26 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გაასწორეთ, აბა! --Pirtskhalava 15:57, 26 აპრილი 2017 (UTC)

ამ სტატიის წერა მე დავიწყე ოდესღაც. მერე ვიღაცამ მომწერა ენობრივად გასასწორებელიაო, მაგრამ ახლა რაც ვნახე, ისეთი ენობრივი და სხვა სახის სისულელეები ჩაუწერიათ, მრცხვენია, რომ ჩემი სახელიც არის ისტორიაში. რედაქტორებო, ადმინისტრატორებო, სადა ხართ? რამეს აკონტროლებთ საერთოდ? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pirtskhalava (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

აქ რედაქტორები და ადმინისტრატორები დამნაშავეები არ არიან. სტატია ვიკიპედიის და თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში განავრცეს, როგორც ეს სტატია, ისე ამ თანამშრობლობის ფარგლებში დაწერილი ბევრი სხვა სტატია, სერიოზულ რედაქტირებას საჭიროებს. ზუსტად ამიტომ სტატიაში იყო ჩასმული თარგი {{ვიკი}}, ხოლო თქვენ ეს ამოიღეთ, ამიტომ აქ არავინ არ არის დამნაშავე. შესაბამისი თარგი ამის მაჩვენებელი იყო. --Mehman 97 18:58, 27 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]

მეჰმან, მადლობა რომ მიპასუხეთ! მე რომ ამოვიღე, მერეა დაწერილი ის სისულელეები. --Pirtskhalava 22:45, 27 აგვისტო 2017 (UTC)

რეკლამა ვიკიპედიის გვერდებზე[წყაროს რედაქტირება]

სტატიის რედაქტირების თავზე მოთავსებული გრიფი თანამშრომლობის შესახებ, ჩემი აზრით, წამოადგენს აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების რეკლამას. საინტერესოა, რატომ აკეთებთ ამას. რამდენადაც გამიგია, მსგავსი რამ ვიკიპედიის წესების დარღვევაა. თუ ეს ლეგალურად ხდება, ესეც მიუთითეთ. სხვათა შორის, უწინაც იყო მსგავსი რეკლამის შემთხვევები.

არაფერი ამ უმაღლესი სასწავლებლების საწინააღმდეგო არა მაქვს, უფრო პირიქით ძალიანაც მომწონს ორივე სასწავლებელი. თავის დროზე, აზია-აფრიკაზე მე დავწერე ვიკი-სტატია რამდენიმე წლის წინ. მიმაჩნდა, რომ ამით კიდევ ერთხელ გაიზრდებოდა ამ მეტად საჭირო ინსტიტუტის ცნობადობა საქართველოში. რა სახის თანამშრომლობას აქვს ადგილი, ეს მაინც გაამხილეთ. :) :) :) --Pirtskhalava 15:18, 23 სექტემბერი 2017 (UTC)

არანაირ რეკლამას არ აქვს ადგილი. ეგ თარგი ვიკიპროექტის დროს შექმნილ სტატიებს ასახავს. გიო ოქრო 16:50, 23 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Pirtskhalava: მე მგონია, აჯობებს იმაზე ვიფიქროთ, ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული ამხელა რაოდენობის ნაგავი სად წავიღოთ. ამაზრზენი მასალებია შემოყრილი და ამას მამაზეციერიც ვერ გაუმკლავდება. --Abandoner განხილვაწვლილი 17:14, 23 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მართლაც რომ ნაგავია და მეტი არაფერი! გიო ოქრო 18:37, 23 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: მე აგრეთვე არ მომწონს ის, რომ ამ პროექტის ფარგლებში დავიწყებული იქნა ვიკიპედიაში მუშაობის ელემენტარული წესები - ამ შემთხვევაში კი, ნახე - წყაროების მითითება (ორი მითითებული წყაროდან ერთ-ერთი თავად ვიკიპედია). და ვერ ვხვდები, რატომ იქნა ზოგადად წესები გვერდზე გადადებული ადმინისტრაციის მხრიდან. ისიც არ მესმის, რატომ არ შეიძლებოდა სახელთა სხვა სივრცეში მომზადებულიყო ეს სტატიები (და არა სტატიების ძირითად სივრცეში). დავითვალე, რომ ზუსტად 135 სტატიაა ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი და ალბათ, ოდესმე თვის პროექტი უნდა გაკეთდეს - ამ სტატიების გადაკეთებით :) :) :) --Abandoner განხილვაწვლილი 18:46, 23 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
სასწრაფოდ რაღაც უნდა ვიღონოთ. ამ პროექტის დროს შექმნილი თითქმის ყველა სტატია არავიკიპედიურია და სწორედ ასეთი სტატიები შელახავენ ვიკიპედიის პრესტიჟს. გიო ოქრო 18:52, 23 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მე სულ სხვა რამ ვიკითხე. --Pirtskhalava 19:21, 23 სექტემბერი 2017 (UTC)

პასუხი ერთ-ერთ ჩემს კომენტარშია. გიო ოქრო 19:26, 23 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამიზნული რეკლამა და გამიზნული სიცრუე ?[წყაროს რედაქტირება]

ეს სტატია არ შექმნილა თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ვიკიპედიასთან თანამშრომლობის ფარგლებში. ეს არის მტკნარი სიცრუე, რომელიც ჩემი აზრით მხოლოდ იმისათვისაა საჭირო, რომ ამ ორ უნივერსიტეტს გაუწიოთ რეკლამა. გასაგებია, რომ ამას არავინ არ დაადასტურებს, შეუძლია ეს ვინმეს უარყოს ? --Pirtskhalava 15:55, 5 ოქტომბერი 2017 (UTC)

ეს სტატია შენი შექმნილია ხომ? გიო ოქრო 17:53, 9 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
@Pirtskhalava: მე მგონია, გასაგებად წერია თარგში - "ან გაუმჯობესდა". ის, რომ თავისთავად, სტატიაში შეტანილი რედაქტირება ამაზრზენი არავიკიპედიური სტანდარტებით წერია, აშკარაა, მაგრამ ფაქტია, რომ ის გაკეთდა უნივერსიტეტების ახალგაზრდების მიერ. ამ "პროექტის" ფარგლებში შემოყრილი მასალა კი არანაირ კრიტიკას არ უძლებს. (პროექტთან ბრჭყალებს განგებ ვიყენებ, ვინაიდან მის ფარგლებში შემოტანილი ტექსტების დიდი ნაწილი ვიკიპედიიდან კი არა, პლანეტიდან კი არა, ამ სამყაროდან საერთოდ უნდა გააქრო) --Abandoner განხილვაწვლილი 18:02, 9 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

...

ძალიან გთხოვთ დააბრუნოთ იმ ადგილას, სადაც იყო ჩემს მიერ დაწერილი და შემდეგ ისლანდის მიერ გასწორებული ტექსტი. ... და არსებული თარგის საჭიროებაც გაქრება. --Pirtskhalava 19:46, 22 ოქტომბერი 2017 (UTC)