განხილვა:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყოფილი რჩეული სტატია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არის ყოფილი რჩეული სტატია, რაც ნიშნავს, რომ მას რჩეული სტატიის სტატუსი ჩამოერთვა. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება რჩეული სტატიის კრიტერიუმებამდე, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ. შემდეგ შეგიძლიათ, კვლავ წარადგინოთ იგი რჩეული სტატიის კანდიდატად. შედარებით ძველი კანდიდატების ხილვა შეგიძლიათ ყოფილი რჩეულების არქივებში.
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (25 მაისი, 2005).

განხილვა[წყაროს რედაქტირება]

მე, იმით ვამაყობ, რომ პირველი რესპუბლიკა ჯერ კიდევ თბილისი იყო თბილელი ბერების დროს, და აქ წერია პირველი რესპუბლიკა ეს იყოო, საქართველოს ტერიტორიაზე?! ვიღიმი--Rastrelli F 18:39, 27 სექტემბერი 2008 (UTC)

რესპუბლიკა ერქვა? თუ წყარო გაქვს რატომ არ ჩაწერ? :) იცოდით რომშიც ჩავამატებთ ;) - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 22:13, 27 სექტემბერი 2008 (UTC)

აქ თარგი რომ შევცვალოთ (ინფოდაფა ყოფილი ქვეყანა უნდა მგონი)--User.rajavi.png User.rajavi.eye.png 17:45, 17 აგვისტო 2009 (UTC)

აქ პატარა კაზუსია: ქვეყანა ყოფილი არაა, ახლაც არსებობს, სახელმწიფოა ყოფილი. მაგრამ რადგან ასეთი სახელით გვაქვს თარგი ყოფილი სახელმწიფოსთვის, მაშინ ის უნდა ვიხმაროთ. R. 04:58, 18 აგვისტო 2009 (UTC)
ვერ დაგეთანხმებით. ახლანდელიაქართველოს სახელმწიფოებრიობა ეფუძნება მაშნდელ რესპუბლიკას, 90-იან წლებში მოქმედებდა 1921 წლის კონსტიტიტუცია, 1991 წლის 9 აპრილის აქტით დამოუკიდებლობა კი არ გამოცხადდა, არამედ აღდგა. --გრიგოლ 06:02, 18 აგვისტო 2009 (UTC)

მე შენ ვერ დაგეთანხმები გრიგოლ, ეს სეიძლება იურიდიულად, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არ არსებობს 1921 წლიდან, და ის ფაქტორები რაზეც ”აღდგენილია” დღევანდელი საქართველო არ არსებობდა 1921-1991 წლებში. ამ დროის განმავლობაში ამ სახელმწიფოს ადგილზე კომუნისტური საჭოთა რესპუბლიკა არსებობდა--User.rajavi.png User.rajavi.eye.png 14:36, 18 აგვისტო 2009 (UTC)

არგენტინა[წყაროს რედაქტირება]

ცნობას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს დამოუკიდებლობა დე–იურე აღიარა არგენტინამ 1919 წლის 13 სექტემბერს, არ ადასტურებს ჩემს მიერ მოყვანილი წყარო (საქართველოს ისტორია, XX საუკუნე,(რედაქტორი ვახტანგ გურული), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, არტანუჯი, თბ., 2003, გვ. 77), ამიტომაც ეს ფაქტი თავიდან „საგარეო მდგომარეობა“ ამოვიღე. წიგნი შედგენილია საქართველოს უახლესი ისტორიის საუკეთესო სპეციალისტების მიერ. borbolia777 18:28, 14 სექტემბერი 2010 (UTC)

რატომ არსად არ წერია, რომ შეიქმნა ამიერკავკასიის სეიმის გაუქმების შემდეგ? ცანგალა () 17:35, 6 დეკემბერი 2011 (UTC)
სრულყოფილებისათვის აუცილებელია, რომ წინაისტორიაში ამიერკავკასიის სეიმზეც იყოს ნათქვამი.--Ouzo განხილვაწვლილი 17:54, 6 დეკემბერი 2011 (UTC)

დროშას არ ცვლით?--Gnome განხილვაწვლილი 22:21, 11 სექტემბერი 2012 (UTC)


არასწორი, წყაროების არმქონე რუკის წაშლა[წყაროს რედაქტირება]

ერთა ლიგას საქართველოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, მითუმეტეს არ მომხდარა საქართველოს, ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის საზღვრების დემარკაცია. რუკა არის აბსოლუტურად არარეალური და აჩვენებს იმ მიწებს, რომლებზეც საქართველოს ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ პრეტენზიის ქონა არ ნიშნავს კუთვნილებას. თუ რამე წყაროები არსებობს, რომელიც ამტკიცებს ტრაპიზონის ან სოჭის საქართველოსთვის კუთვნილებას, იქნებ დადოთ. თუარადა და რუკა წაიშლება --137.248.1.6 09:49, 10 ივლისი 2013 (UTC)