განხილვა:სარაის თემი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „მაკედონიის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

ალბანური ენის მითითება[წყაროს რედაქტირება]

@Zangala: უცნაურია: ჯერ ვცვლით და მერე ვკითხულობთ?. სჯობს ცვლილებებისაგან თავი შევიკავოთ (მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბანური თემია), სანამ არ გადაწყდება საკითხი. --Wiki - ჯაბა 12:11, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

რამე შეცდომა გავაკეთე? არა. წესით არც უნდა მეკითხა და ისე უნდა ჩამესვა ყველგან დასახელებები ალბანურ ენაზე, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიაში ორი სახელმწიფო ენაა (მაკედონური ენა და ალბანური ენა), მაგრამ ქართულ ვიკიპედიაში ხომ არაფრის გაკეთების უფლება არ გვაქვს (ეს თარგი კი სხვას გვეუბნება, სადაც წერია კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში). ჩრდილოეთი მაკედონია, სადაც ვწერ, რომ ორი სახელმწიფო ენაა და ჩვენ მხოლოდ ერთი გვიწერია და გასასწორებელია. მაკედონია, რომ ჩრდილოეთ მაკადონიაზე შევცვალე (მხოლოდ გუშინ და დღეს) ამაზე არაფერს აღარ ვსაუბრობ. --ცანგალა/ 12:50, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

დიახ არასწორად მოიქეცი, თუ კითხულობ პასუხსაც უნდა დაელოდო. გეტყობა ახალ პროვოკაციას ამზადებ და ამაში ვერ აგყვები ნამდვილად. ზემოთ დალინკულ გვერდზე მაკედონიის კონსტიტუციის მუხლები დაგიდე, გაეცანი და ისე იმოქმედე. --Wiki - ჯაბა 15:31, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. მაკედონია რომ შეცვალე ჩრდილოეთ მაკედონიით მე მგონი უნდა დაუფიქრდე რომ ქვეყანას სახელი მას მერე შეეცვალა რაც ეგ სტატიები დაიწერა. თუ არ გინდოდა შეცვლა არც არავინ გაძალებდა. თუ აზერბაიჯანის სოფლებს სახელი ახალი წესების მიხედვით შეეცვალა და ამაში პრობლემას ვერ ხედავ, აქ სად დაინახე პრობლემა? საქმეს მიხედე. --Wiki - ჯაბა 15:33, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]