კატეგორიის განხილვა:ჩრდილოეთ მაკედონიის დასახლებული პუნქტები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩრდილოეთ მაკედონიის დასახლებულ პუნქტებს (რეგიონი, ქალაქი, თემი, სოფელი) უნდა ჰქონდეს მითითებული დასახელება სახელმწიფოს ორივე ოფიციალურ ენაზე (მაკედონური ენა და ალბანური ენა). --ცანგალა/ 11:55, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

არ ვთვლი სწორად. ქართული ენის პარალელურად აფხაზური ენაცაა საქართველოს ოფიციალური ენა აფხაზეთში და აბა წარმოიდგინე ვინმემ სხვაენოვან ვიკიპედიაში კახეთის რომელიმე ენას აფხაზური სახელიც მიუთითოს. აბსურდამდე მივდივართ. თუმცა ვთვლი, რომ ორი ენა უნდა მიეთითიოს იმ დასახლებულ პუნქტში სადაც 20 %-ზე მეტი ცხოვრობს ალბანურად მოსაუბრე (როგორც ეს გათვალისწინებულია თუ არ ვცდები კონსტიტუციის მეშვიდე მუხლით და მეხუთე დამატებით). --Wiki - ჯაბა 12:08, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
აფხაზეთი საქართველოა და კანონმდებლობით უნდა მიეთითოს. საქართველო — აქაც გვიწერია, რომ ორი სახელმწიფო ენაა. სამწუხაროდ ქართულ ვიკიპედიაში ქართულ სოფლებში, ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში არ გვაქვს მითითებული. მხოლოდ ოჩამჩირე აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებს, მუნიციპალიტეტებს და ქალაქებს აქვთ მითითებული. სხვაენოვან ვიკიპედიაში კახეთის რომელიმე დასახლებას აფხაზური სახელიც რომ მიუთითოს — პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან საქართველოს მეორე სახელმწიფო ენაა და აფხაზეთი საქართველოა. ჩრდილოეთ მაკედონიის ამ ორ ქალაქს ველესი (აქ თურქულიც არის), პრილეპი (აქ კი — ბერძნული და თურქული) მითითებული აქვს სხვა სახელმწიფოს ენები. სხვათაშორის ორივე ქალაქი, Jaba1977, შენი შემოტანილია.--ცანგალა/ 13:12, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

საქმის არსს დაუბრუნდი და ერთ განხილვაში ათას უმსგავსობას ნუ წერ და როდესაც საქმე გელევა ახალ ფანტასტიკას ნუ იგონებ. აბსოლიტურად ადეკვატურობასაა აცდენილი შენი კომენტარი. --Wiki - ჯაბა 15:29, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ჯაბას ვეთანხმები, ორი ენა უნდა მიეთითიოს იმ დასახლებულ პუნქტში სადაც 20 %-ზე მეტი ცხოვრობს ალბანურად მოსაუბრე. რაც შეეხება აფხაზურს, ცანგალ, ამ სტატიის პირველივე წინადადებას ჩახედე. — Mikheil მიწერა 16:01, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ამ სტატიის ჩავხედე. ჩრდილოეთ მაკედონიის ამ ორ ქალაქს ველესი (აქ თურქულიც არის), პრილეპი (აქ კი — ბერძნული და თურქული) მითითებული აქვს სხვა სახელმწიფოს ენები — ესეც მისაღებია? ესეც მართებულია?--ცანგალა/ 17:28, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

როგორც შენი კომენტარის პირველი წინადადებაა გამართული, ისე ხარ მართალი მაგ საქმეშიც. მაგ ქალაქების ისტორიას უნდა გაეცნო და მერე წერო ეს თითიდან გამოწოვილი კომენტარები განხილვებში. ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ ამ განხილვის საწყის კომენტარსა და შენს მიერ მოყვანილ მაგალითებს შორის. მოკლედ რადგან არგუმენტი არ გაქვს დავასრულე საუბარი ამ საკითხზე. --Wiki - ჯაბა 18:43, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ქალაქის ისტორიებს გადავხედე და მხოლოდ რუსულში კი არ უნდა ჩაიხედო უნდა ნახო მაკედონური, ინგლ. და გერმანული ვიკიპედიები, რომლებსაც მხოლოდ მაკედონური ენა უწერიათ. სამწუხაროდ ალბანურ ენაზე არ აქვთ. შეგიძლია გადახედო. „თითიდან გამოწოვილი“ — კარგი ტერმინოლოგია ქართული ვიკიპედიისთვის. მადლობა და წარმატებები.--ცანგალა/ 19:08, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]