განხილვა:ჩრდილოეთი მაკედონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Coat of arms of North Macedonia.svg
ეს სტატია გაუმჯობესდა „მაკედონიის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

სახელი[წყაროს რედაქტირება]

გადატანა ჯერ ნაადრევი ხომ არ იყო განხილვის გარეშე? ვიკიდატაში არ შეცვლილა. გიო ოქრო 09:44, 12 იანვარი 2019 (UTC)

არსად არ შეცვლილა, რადგან ოფიციალურად არ შევლილა ქვეყნის სახელწოდება, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესულა ძალაში და სად ვჩქარობთ? ალბათ ყველაზე პროგრესულები ვართ ცვლილებისთვის :) --Mehman 97 09:48, 12 იანვარი 2019 (UTC)
თან ენათშორისი ბმულები დაიკარგა. ვიკიდატაში რაღაცის გამო გვერდი დაბლოკილია და ცვლილებები ვერ შედის. ამიტომ უკან დავაბრუნოთ ჯობია. ისე მე მაკედონია-ს ვუჭერ მხარს. თუ რატომ, ამას კენჭისყრისას ვიტყვი თუ გვექნება. გიო ოქრო 09:50, 12 იანვარი 2019 (UTC)
მარტო გერმანულში შეუცვლიათ სახელწოდება, რაც შეეხება ქართულ დასახელებას, მარტო მაკედონია ვერ იქნება, უმჯობესია იყოს ჩრდილოეთი მაკედონია (თუ თავისუფალია სახელთა სივრცე), ოფიციალურის შესაბამისად. --Mehman 97 09:58, 12 იანვარი 2019 (UTC)
ვიკიმონაცემებში გავასწორე ბაგი. --Mehman 97 10:00, 12 იანვარი 2019 (UTC)
თუ ჩვენ ამ გვერდს ვუწოდებთ ჩრდ. მაკედონიას ან ჩრდ. მაკედონიის რესპუბლიკას, მაშინ მაკედონია (საბერძნეთი) — ამას უნდა ეწოდოს მაკედონია ხომ. მაშასადამე ყველა ბმული სადაც მაკედონიაა მოხსენიებული ჩასასწორებელია. გიო ოქრო 10:03, 12 იანვარი 2019 (UTC)
რატომ? მაკედონია ჩრდ. მაკედონიის წინამორბედი სახელწოდებაა და შესაბამისად გადამისამართების სახით უნდა დარჩეს, საბერძნეთის მაკედონია უცვლელად დარჩება. --Mehman 97 10:08, 12 იანვარი 2019 (UTC)
მაკედონიას სახელი იმიტომ შეეცვალა, რომ ბერძნები თავიანთ მაკედონიას სცნობენ მხოლოდ და ბლოკავდნენ ევროკავშირში და ნატოში მაკედონიის შესვლას (როგორც ვიცი). გიო ოქრო 10:10, 12 იანვარი 2019 (UTC)
ძველ სახელზე დავაბრუნე. სანამ გადაწყვეტილება ძალაში არ შევა იყოს ასე.--დათო1010 06:31, 14 იანვარი 2019 (UTC)