განხილვა:რაღიბ ჰარუბი
გვარი
[წყაროს რედაქტირება]ინგლისური, ფრანგული და გერმანული ვიკიპედიები გვარს წერს Harb-ს (u-ს გარეშე). „რაღიბ ჰარბზე“ ხომ არ გადავიტანოთ? - Island (გ) 08:51, 1 მაისი 2010 (UTC)
სურათები
[წყაროს რედაქტირება]რა არის ჯავრი ხომ არა გჭირთ, რომ მიშლით სურათებს?
მე თვითონ ჩემის ხელით ვიღებ სკანერზე ან ვართმევ პირად ნაცნობებს
გვარს რაც შეეხება – წერია ჰრბ, მაგრამ იკითხება ჰარუბ. ეგრე, ბინთ ჯუბაილი ლათინურ ანბაზე გადადის Bint Jbeil, მაგრამ ქართულად სხვანაირადაა საქმე.— Sayfulhaqq განხილვაწვლილი 18:13, 7 მაისი 2010 (UTC)
- სტატიაში თქვენ გიწერიათ, რომ მისი გვარი حرب გამოითქმის როგორც „ჰარუბ ან ჰარბ“. უბრალოდ მაინტერესებდა, რატომ არის ორნაირი.
- ვიკიპედიაში სურათების გამოყენება საკმაოდ შეზღუდულია. იხილეთ ვიკიპედია:სურათების ატვირთვა, en:Wikipedia:Image use policy, ru:Википедия:Правила использования изображений. გადამოწმებადი უნდა იყოს, რომ ატვირთული სურათის (ორიგინალის) ავტორის უფლებები არ ირღვევა. - Island (გ) 00:18, 8 მაისი 2010 (UTC)
რა წავიკითხო მაგდენი ინგლისური რომ ვიცოდე რაღა მიჭირს. დავიფცები სახალხოდ ხმლის პირზე რომ არავის საავტორო უფლებებს არ ვარღვევ.
გვარს რაც შეეხება, ქართულად სწორი არის ჰარუბ. ჰარბ დავწერე იმიტომ, რომ მერე ვინმეს არ ჩაესწორებია და ჰარბი არის ისეთივე სწორი, როგორც ალ–ქაიდა, ნასრალა, აბუ მუსაბ აზ–ზარქავი და ა.შ. ქართულად არის ჰარუბ.— Sayfulhaqq განხილვაწვლილი 07:48, 8 მაისი 2010 (UTC)
- გაითვალისწინეთ, რომ წიგნებიდან, ჟურნალებიდან დასკანერებული ანდა ვებ-გვერდებიდან კოპირებული სურათების ვიკიპედიაში ატვირთვა ხშირ შემთხვევაში საავტრო უფლებების დარღვევად ითვლება. გვარს რაც შეეხება, მაინცდამაინც კარგად არ მესმის, რატომ არის სწორი ქართულად ჰარუბ და არა ჰარბ. წყაროს ხომ ვერ მიუთითებდით? - Island (გ) 03:44, 9 მაისი 2010 (UTC)
მფლობელებთან შეთანხმებითაა ეს ყველაფერი სურათებთან დაკავშირებით
გვარს რაც შეეხება – حَرٌبْ – ჰარუბ — Sayfulhaqq განხილვაწვლილი 15:47, 11 მაისი 2010 (UTC)
- სადმე წიგნში (ან თუნდაც ვებ-გვერდზე) ეგრე წერია? - Island (გ) 01:02, 13 მაისი 2010 (UTC)
წიგნში არა. გაზეთში.— Sayfulhaqq განხილვაწვლილი 19:04, 13 მაისი 2010 (UTC)
- იქნებ მიუთითოთ ბარემ გაზეთის დასახელება და ნომერი. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, როგორც წყარო. - Island (გ) 00:11, 14 მაისი 2010 (UTC)
მგონი ას–საფირი იყო. 1996 წლის მაისის.
ჰარბიდან გვარად ნაწარმოები არის ჰარუბ. როგორც სადრიდან გვარად ნაწარმოები არის სადურ.— Sayfulhaqq განხილვაწვლილი 06:50, 16 მაისი 2010 (UTC)