შინაარსზე გადასვლა

რაღიბ ჰარუბი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაიხი რაღიბ ჰარუბი (راغب حرب რაღიბ ჰარუბ ან ჰარბ; დ. 1952 — გ. 16 თებერვალი, 1984) — ლიბანელი შიიტი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი.

რაღიბ ჰარუბი დაიბადა 1952 წელს სამხრეთ ლიბანში, დაბა ჯიბუშითში. 1969 წელს იგი მიემგზავრება ბეირუთში სასულიერო განათლების მისაღებად. 1970 წელს იგი ტოვებს ბეირუთს და მიემგზავრება ნაჯაფში. 1974 წელს კვლავ ჯიბუშითში ბრუნდება და უძღვება ადგილობრივ მეჩეთს. დაბრუნებისთანავე იწყება სამოქალაქო ომი და შაიხი ჰარუბი აარსებს საიდა ზაინაბის სახელობის ობოლთა თავშესაფარს. 1978 წელს ის ასეთივე თავშესაფარს აარსებს აშ–შარქიათში, ჯიბუშითის მახლობელ დაბაში.

დაპირისპირება ისრაელთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს ისრაელის არმია შეიჭრა სამხრეთ ლიბანში, საოკუპაციო ზონაში მოჰყვა ჯიბუშითიც. 1984 წლის 16 თებერვალს იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოჰკლა ამჟამად დანიის ციხეში მყოფმა დან აბდულამ, რომელმაც დაადასტურა თავისი ქმედების ისრაელთან შეთანხმება და ასევე დაადასტურა მონაწილეობის მიღება შაიხ აბდულქარიმ ობაიდის მოტაცებაში[1]

  1. დან აბდულა. TV2; დანია (2003-12-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-08. ციტირების თარიღი: 2010-04-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაღიბ_ჰარუბი“-დან