განხილვა:ოსების აჯანყებები საქართველოში

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძალიან „კომუნისტური“ სათაურია. :) აშკარად ქსე იქნება გამოყენებული (ლიტერატურა მიუთითეთ ვინმემ). სხვაენოვან ვიკიპედიებშიც უფრო ობიექტური სახელწოდებები აქვს. უკეთესი იქნება, თუ გადავარქმევთ ქართულ-ოსური კონფლიქტი (1918-1920)-ზე. – BruTe () 16:00, 21 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. არც შინაარსობრივათაა ნაკლებ არაობიექტური. :) – BruTe () 16:01, 21 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰმ. ჩემი დაწერილია... არც კი მახსოვდა. ს ასოზე რადგან იწყება, დანამდვილებით ვიტყვი, რომ ქსე–ს მე–9 ტომია, რომელიც ამ წუთას არ მაქვს. ვინმემ მიუთითეთ, გთხოვთ. სათაურზე სანდროს ვეთანხმები. — დავით პასუხი 16:02, 21 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
რამ მომაფიქრა ამის გადმოწერა ქსედან :))). ეს მე ვარ? თუ ჩემი სახელით ვინმე სხვა? :)) — დავით პასუხი 16:04, 21 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

სათაური რომ გადასატანია, ეს აშკარაა და არ უნდა ამას ბევრი კამათი. თუ ვინმეს აქვს უკეთესი ვარიანტი სათაურისა, ერთი დღე დავუცადოთ, მე კი სანდროს ვარიანტი მომწონს – უცხოურ ვიკიპედიებშიც ასეა და თანაც ჩვენც გვაქვს მსგავსი სათაურების ჩანასახები: ეს და ეს გადამისამართებული. — დავით პასუხი 16:19, 21 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია. ვიცადეთ 3 დღე, წინააღმდეგობა არავის გამოუჩენია. — დავით პასუხი 06:50, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
გადავიკითხე და საშინელებაა... სანდრო, შეგიძლია, როცა მოიცლი ცოტა გააობიექტურო? :S შენზე ობიექტური ასეთ საკითხებში არ მეგულება ვიკიპედიაში. მე აშკარად არ შემიძლია... და საერთოდაც ალბათ ჯობია თავიდან დაიწეროს. — დავით პასუხი 07:07, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

კვლავ სათაურის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ქართულ-ოსური კონფლიქტი ამ აჯანყებების შესახებ ცოტა ზედმეტი ნათქვამია მერწმუნეთ, ამასთანავე ახალი ლიტერატურა ამ ფაქტს ოსების ანტისახელმწიფოებრივი სეპარატისტული აჯანყებები საქართველოში სახელით მოიხსენიებს (ვადაჭკორია შ., ოსური სეპარატიზმი და ქართული სინამდვილე (1917- 1925 წწ. ), თბ., 2017). აქედან გამომდინარე ალბათ საჭიროა ოსთა აჯანყებები (1918-1920) ეწოდოს. ან თქვენ შემომთავაზეთ ვარიანტი. იხ. ასევე განხილვა:ქართულ-ოსური კონფლიქტი, ვეთანხმები სიურპრიზს. ეს იყო ოსების აჯანყებები და არანაირი ქართულ-ოსური კონფლიქტი. ტექსტზე მე ვიზრუნებ შევასწორო. --Wiki - ჯაბა 13:58, 23 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად ამ სახელითაა შეტანილი (ოსების ანტისახელმწიფოებრივი სეპარატისტული აჯანყებები საქართველოში) დემოკრატიული რესპუბლიკის ენციკლოპედიაში.--Wiki - ჯაბა 15:16, 23 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ოსების ანტისახელმწიფოებრივი სეპარატისტული აჯანყებები საქართველოში — ეს კარგი სათაურია. თუმცა გადამისამართებები აუცილებელი იქნება ოსების სეპარატისტული აჯანყებები საქართველოში, ოსების ანტისახელმწიფოებრივი აჯანყებები საქართველოში, ოსების აჯანყებები საქართველოში. გიო ოქრო 17:58, 24 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე თანახმა ვარ. --Wiki - ჯაბა 18:09, 24 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ოსების აჯანყებები საქართველოში სრულიად საკმარისია, დანარჩენებიდან იყოს გადამისამართება. ზედსართავი სახელი სათაურში რა საჭიროა? აჯანყება თავისთავად ანტისახელმწიფოებრივია --M. განხილვაწვლილი 08:40, 25 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--Wiki - ჯაბა 07:42, 28 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]