განხილვა:მარიამ მირზახანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

@David1010: ამნაირი ინფოდაფის ჩასმას რა აზრი აქვს, ვერ ხვდები. აჯაბსანდალია თარგი კი არა. - OTOGI Messages 12:11, 19 აპრილი 2017 (UTC)

ერთადერთი გაწელილი საიტის მისამართი ამახინჯებს თორემ სხვა მხრივ ჩვეულებრივი ინფოდაფაა--დათო1010 12:18, 19 აპრილი 2017 (UTC)
ნაგულისხმევად თანდაყოლილი სქოლიო შეგვიძლია მოვხსნათ ?. - OTOGI Messages 12:23, 19 აპრილი 2017 (UTC)
არა, ავტომატურად მოაქვს სახელწოდებასთან ერთად.--დათო1010 12:29, 19 აპრილი 2017 (UTC)

საშინლად მუშაობს ეს ინფოდაფა. და კიდევ მწერლის - შეიძლება მწერალს 30 მაგნუმ ოპუსი ჰქონდეს? :D en:Beatrix Potter შევადაროთ ka:ბეატრის პოტერი-ს. --გიორგი (მომწერეთ) 14:58, 19 აპრილი 2017 (UTC)

თარგი არ მუშაობს გამართულად, ეს არის ფაქტი. აქ ბმულია გაწელილი, იქ Magnum opus, სხვაგან ჯილდოები და ა.შ. ერთადერთი რაც ვიცი, ის არის, რომ ვიკიპედიაში სტატიებს თარგები არ უნდა ამახინჯებდნენ. აბა რას ჰგავს ახლა ეს სტატია მსტისლავ კელდიში. რა საჭირო იყო ასეთი სიჩქარე. ჩემი აზრით თითიდან გამოწოვილი პრობლემაა. და საერთოდ, ჩვენს გარდა ვინმე იყენებს მსგავს ავტომატურ ინფოდაფებს ?. - OTOGI Messages 16:29, 19 აპრილი 2017 (UTC)
ჯილდოებზე აღარაფერს ვამბობ. ზუსტად არ ვიცი წესის შესახებ, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვხედავ, რომ სტატიის სტილის ზოგადი პრინციპები ითხოვს, რომ ყველაფერი ინფოდაფაში არ უნდა ეწეროს. თუ მთელი ბიოგრაფია ინფოდაფაში დავწერე, რაღა გამოვიდა? მეც მაინტერესებს, რომელი ვიკიპედიები გადავიდნენ ვიკიმონაცემებიდან ინფორმაციის გენერირებაზე და კიდევ - რა მიზეზით. ps. ვიტყოდი, რომ მეტად არასასიამოვნო სიურპრიზიც კი იყო, რაც ჩემი დაბრუნების შემდეგ აქ დამხვდა (თუმცა, კარგად გავერთე ვიკიდატაში რაღაცების თარგმნით0. ფორუმზე იყო ამაზე დისკუსია-კენჭისყრა? --გიორგი (მომწერეთ) 16:43, 19 აპრილი 2017 (UTC)
არ ყოფილა. ამ ინფოდაფის გამო მრავალი სტატიის იერ-სახე სტრუქტურულად არის მოშლილი. ეს ნაგულიხმევად თანდაყოლილი სქოლიო, რაღაც უადგილო ნორმატიული ფაილები, ხან გაწელილი თარგი, ბოლომდე გამოჭედილი ველები, როგორებიცაა Magnum opus და ჯილდოები სტატიებს იერ-სახეს აკარგვინებს. ამას ისიც ემატება, რომ ვერაფერს მოუხერხებ ყოველივეს. ალოგიკურია. - OTOGI Messages 17:15, 19 აპრილი 2017 (UTC)

მე მგონია, კიდევ ერთი დიდი მინუსი აღმოვუჩინე. შეიძლება, ვაჭარბებდე, მაგრამ ჩემი აზრით - როდესაც ადამიანი შემოდის სტატიაში და ხედავს, რომ ინფოდაფაში ყველაფერი გალურჯებულია და წითლად არაფერია, ექნება კი იქ რამის წერის მოტივაცია? დააჭერს და გადავა ვიკიდატაზე. ანუ ელის, რომ რამეს წაიკითხავს ამა თუ იმ თემაზე (ვთქვათ, თუ ინფოდაფაში გეოგრაფიული ობიექტია ნახსენები), გადადის და ვა! - რა ქნას?

ამას წინათ მუსიკის ჟანრების დალაგებას მივადექი და ამას ძირითადად ვაკეთებ ინფოდაფების დახმარებით. ალბომების კატეგორიაში წლის მიხედვით მივყვები და სადაც მხვდება ჟანრი წითლად (და ჟანრები ძირითადად ინფოდაფებშია თავმოყრილი), ვცდილობ, იმ ჟანრზე ესკიზი მაინც დავწერო. წარმოვიდგინოთ - "ალბომის" რომ ყოფილიყო ვიკიდატაზე დამოკიდებული ინფოდაფა, მხოლოდ მაუსის გადატარებით თუ მივხვდებოდი, რომ ბმული მიბმულია ვიკიდატაზე (სანამ ქართულში არ გავაკეთებდი).--გიორგი (მომწერეთ) 13:35, 26 აპრილი 2017 (UTC)

არ არის მოწესრიგებული ეგ ინფოდაფები და მეტად ნაადრევი იყო მათი გამოყენება სტატიაში. კაცი-შვილი არ არის მაგის შემსწორებელი და ასე უნდა იყოს ჩაყრილი სტატიებში სამუდამოდ. რაღაც უაზრობაა. რას ფიქრობ ფორუმში ხომ არ დავსვათ ეს საკითხი ?. - OTOGI Messages 13:40, 26 აპრილი 2017 (UTC)

მიმაჩნია, რომ სწორი იქნება. დავსვათ და განმარტე კიდეც, რა მინუსები აქვს ამ ინფოდაფას. ხანგრძლივი პერსპეტივაც რომ იყოს, განვიხილოთ. მაგრამ, ვთქვათ, თუ დაბრუნდა უწინდელზე - მერე როგორ გინდა ყველას დაუარო და უკან დააბრუნო (სტატიებში, სადაც ინფოდაფა უკვე იყო გადაკეთებამდე)? --გიორგი (მომწერეთ) 13:43, 26 აპრილი 2017 (UTC)

მე რომ მკითხო ჯერ ჯობია დაბრუნდეს გამართულ ინფოდაფებზე და როცა მომზადდება ახალი ინფოდაფა აი მერე ჩაენაცვლოს ძველს. ფაქტია, რომ ტექნიკურად სრულიად გამართულად არ მუშაობს ეგ ინფოდაფა და არც შემსწორებელი ჰყავს ვინმე. - OTOGI Messages 13:51, 26 აპრილი 2017 (UTC)

ეგრე ვქნათ (თუ რამეა). მე რა მაინტერესებს - ხომ იყო მწერლის ძველი ინფოდაფები სტატიებში. როგორ მოხდა მათი ჩანაცვლება? სტატიის ისტორიაში ეს დაფიქსირებული არ არის, არა და ინფოდაფა ჩასმულია. --გიორგი (მომწერეთ) 15:11, 26 აპრილი 2017 (UTC)

ამას გულისხმობ ?. - OTOGI Messages 19:05, 26 აპრილი 2017 (UTC)

უი, ყოფილა აღრიცხული. შემეშალა, როგორც ჩანს. --გიორგი (მომწერეთ) 19:08, 26 აპრილი 2017 (UTC)

კი, მაგი ყველგან ჩანს. - OTOGI Messages 19:14, 26 აპრილი 2017 (UTC)