მსტისლავ კელდიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსტისლავ კელდიში
Келдыш Мстислав Всеволодович.jpg
დაბ. თარიღი 28 იანვარი (10 თებერვალი) 1911
დაბ. ადგილი რიგა[1]
გარდ. თარიღი 24 ივნისი 1978(1978-06-24)[2] [3] (67 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[2]
დასაფლავებულია კრემლის კედლის ნეკროპოლისი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო მათემატიკა და მექანიკა
მუშაობის ადგილი ცაგი, კელდიშის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი და კელდიშის კვლევითი ცენტრი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების დოქტორი
მამა ვსევოლოდ კელდიში
ჯილდოები სტალინური პრემია
ლენინური პრემია
ლენინის ორდენი

მსტისლავ ვსევოლოდის ძე კელდიში (რუს. Мстислав Всеволодович Келдыш; დ. ძველი სტილით [28 იანვარი], ახალი სტილით [10 თებერვალი] 1911, რიგა — გ. 24 ივნისი, 1978, მოსკოვი) — საბჭოთა მეცნიერი მათემატიკისა და მექანიკის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), 1953 წლიდან აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, 1960-1961 წლებში ვიცე-პრეზიდენტი, 1961-1975 წლებში პრეზიდენტი. სოციალისტური შრომის გმირი (1956, 1961, 1971). სკკპ წევრი 1949 წლიდან.

მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების (1931) შემდეგ მუშაობდა ცაგ-ში (ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვლადიმერ სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორად (1953 წლიდან). კელდიშს ეკუთვნის მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევა მათემატიკაში, გამოთვლითს მათემატიკაში, აეროჰიდროდინამიკაში, რხევის თეორიაში. დიდი წვლილი შეიტანა ავიაციის, ატომური და კოსმოსური ტექნიკის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. კელდიშის შრომების დიდი ციკლი მიეძღვნა საავიაციო კონსტუქციების რხევებსა და ავტორხევებს. ამ შრომებში დამუშავებულია თვითმფრინავის ფლატერის თეორემა. მას ეკუთვნის ამწევი ძალის შესახებ ჟუკოვსკის თეორემის განზოგადება. კელდიშს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა მიღებული სითხის ზედაპირის ქვეშ მოძრავი სხეულის ჰიდროდინამიკაში, დარტყმის თეორიაში, მერხევი ფრთის თეორიასა და ხრახნის თეორიაში. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები ნამდვილი ცვლადისა და კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიაში, კერძოწარმოებულიან განტოლებებში, ფუნქციონალურ ანალიზში.

კელდიში იყო უცხოეთის მრავალი აკადემიის წევრი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1974). სახელმწიფო პრემიისა (1942, 1946) და ლენინური პრემიის (1957) ლაურეატი. დაჯილდოებულია 6 ლენინის ორდენით და 3 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებითა და 4 უცხოური ორდენით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]