პავლე ჭავჭავაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი
{{ინფოდაფა მწერალი}}
| სახელი = პავლე ჭავჭავაძე
| სურათი= Paul Chavchavadze.jpeg
| ფოტოს_სიგანე = 250პქ
| ტიტრი = პავლე ჭავჭავაძე
| ჩარჩო =
| ფსევდონიმი = პოლ ჭავჭავაძე
| სრული სახელი = პავლე ჭავჭავაძე
| დაბადების თარიღი = 27 ივნისი, 1899
| დაბადების ადგილი = სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
| გარდაცვალების თარიღი = 12 ივლისი 1971
| გარდაცვალების ადგილი = უელფლიტი, მასაჩუსეტსი, აშშ
| საქმიანობა = [[მწერალი]]
| ეროვნება = [[ქართველი]]
| პერიოდი =
| ჟანრი =
| ენა =
| მოქალაქეობა = {{დროშა|აშშ}}
| alma_mater =
| თემატიკა =
| მიმდინარეობა =
| დებიუტი =
| magnum_opus =
| მეუღლე = ნინა გიორგის ასულ რომანოვა
| პარტნიორი =
| შვილები = [[დავით ჭავჭავაძე (ცსს ოფიცერი)|დავითი]]
| ნათესავები =
| გავლენა მოახდინეს =
| გავლენა მოახდინა =
| საიტი =
| ხელმოწერა =
| სქოლიო =
}}
'''პავლე ჭავჭავაძე''' ({{lang-en|Paul Chavchavadze;}} '''პოლ ჭავჭავაძე'''; დ. 27 ივნისი, 1899, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია, — გ. 12 ივლისი 1971, უელფლიტი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ქართული წარმომავლობის ამერიკელი მწერალი. იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი მონაწილე.
'''პავლე ჭავჭავაძე''' ({{lang-en|Paul Chavchavadze;}} '''პოლ ჭავჭავაძე'''; დ. 27 ივნისი, 1899, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია, — გ. 12 ივლისი 1971, უელფლიტი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ქართული წარმომავლობის ამერიკელი მწერალი. იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი მონაწილე.



07:04, 29 ნოემბერი 2016-ის ვერსია

პავლე ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი 27 ივნისი, 1899(1899-06-27) ან 15 ივნისი, 1899(1899-06-15)[1]
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 12 ივლისი, 1971(1971-07-12) (72 წლის) ან 8 ივლისი, 1971(1971-07-08)[1] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი უელფლიტი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  აშშ
მეუღლე ნინა რომანოვა
შვილ(ებ)ი დავით ჭავჭავაძე[1]

პავლე ჭავჭავაძე (ინგლ. Paul Chavchavadze; პოლ ჭავჭავაძე; დ. 27 ივნისი, 1899, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია, — გ. 12 ივლისი 1971, უელფლიტი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ქართული წარმომავლობის ამერიკელი მწერალი. იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი მონაწილე.

პავლე ჭავჭავაძის მამა ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი, ხოლო დედა დედოფლის ფრეილინა მარია პავლეს ასული როძიანკო. ალექსანდრე ჭავჭავაძე და მარია როძიანკო 1897 წელს პეტერბურგში დაქორწინდნენ და 1899 წლის 27 ივნისს იქვე შეეძინათ უფროსი ვაჟი პავლე. მის გარდა ჰყავდათ ორი შვილი გიორგი და მარინა. მარია და ალექსანდრე 1915 წელს დაშორდნენ. მოგვიანებით მარია როძიანკო თავად ტრუბეცკოის გაჰყვა ცოლად და შვილებით ინგლისში გადასახლდა. ალექსანდრე კი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

პავლე ჭავჭავაძემ 1917 წელს დაამთავრა გიმნაზია. პეტერბურგიდან მამასთან წინანდალში ორჯერ იყო ჩამოსული. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი ინგლისში გადასახლდა. დაამთავრა ტრინიტი კოლეჯი, სადაც მეგობრობდა ვლადიმერ ნაბოკოვთან.

1922 წელს ლონდონში პავლე ჭავჭავაძე დაქორწინდა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის შვილთაშვილ ნინა გიორგის ასულ რომანოვაზე. 1924 წელს პავლე ჭავჭავაძესა და ნინა რომანოვას შეეძინათ დავითი. 1926 წელს პავლე ჭავჭავაძე ცოლ-შვილით ინგლისიდან აშშ-ში გადასახლდა და ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. მეორე მსოფლიო ომის წლებში პავლე ჭავჭავაძე მაიორის ჩინით მსახურობდა აშშ-ის არმიაში, მისი ვაჟი დავითი — სერჟანტად სამხედრო-საჰაერო ძალებში.

პავლე ჭავჭავაძემ წერა მოგვიანებით 50 წლის ასაკში დაიწყო. პირველი რომანი — „საოჯახო ალბომი“ ავრტობიოგრაფიული ხასიათისაა: ერთ თავში აღწერილია მისი ცხოვრება წინანდალში. 1952 წელს გამოქვეყნდა რომანი „მთები ალაჰისა“, რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და პოპულარობაც მოიპოვა. 1955 წელს გამოქვეყნებულ რომანში — „მამა ვიკენტი“ მოგვითხრობს რუს მღვდელსა და მის ნიუ-იორკელ მრევლზე. 1966 წელს ოქტომბრის რევოლუციის შესახებ გამოცემული წიგნი კი — „რამეთუ იდგა შავბნელი ღამე“ — ხუთი წლის შემდეგ ხელახლა გამოიცა. პავლე ჭავჭავაძის შვილი დავითი იყო მწერალი-პუბლიცისტი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი.

რესურსები ინტერნეტში

  1. 1.0 1.1 1.2 Lundy D. R. The Peerage