Transair Georgia-ს თვითმფრინავის ჩამოგდება
| ზოგადი მონაცემები | |
|---|---|
| თარიღი | 1993 წლის 21-23 სექტემბერი |
| ადგილი | საქართველი, შავი ზღვა |
| სულ დაშავებული | ? |
| სულ დაღუპული | 136 |
| სულ გადარჩენილი | 24 |
| პირველი თვითმფრინავი | |
|
აეროფლოტის კუთვნილი იგივე თვითმფრინავი | |
| ტიპი | Tupolev Tu-134 A-3 |
| ავიაკომპანია | Transair Georgia |
| რეგისტრაცია | CCCP-65893 |
| გაჩერება | სოჭის აეროპორტი |
| ბოლო გაჩერება | სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი |
| მგზავრი | 22 |
| ეკიპაჟი | 5 |
| დაღუპული | 27 (ყველა) |
| გადარჩენილი | 0 |
| მეორე თვითმფრინავი | |
|
აეროფლოტის კუთვნილი იგივე თვითმფრინავი | |
| ტიპი | Tupolev Tu-154 B-2 |
| ავიაკომპანია | Transair Georgia |
| რეგისტრაცია | 4L-85163 |
| გამოფრენა | თბილისი |
| ბოლო გაჩერება | სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი |
| მგზავრი | 120 |
| ეკიპაჟი | 12 |
| დაშავებული | ? |
| დაღუპული | 108 |
| გადარჩენილი | 24 |
1993 წლის სექტემბერში, სოხუმის მახლობლად, სამი ტუპოლევის გამოშვების ავიალაინერი რომელიც ეკუთვნოდა Transair Georgia-ს ჩამოგდებულ იქნა აფხაზი სეპარატისტების მიერ გაშვებული საჰაერო რაკეტების მოხვედრის შედეგად. საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვმა 136-ს მიაღწია
21 სექტემბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Tu-134 ტიპის თვითმფრინავს, რომელიც სოჭიდან მიფრინავდა სოხუმის ბაბუშარის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და რომელსაც გადაჰყავდა მშვიდობიანი მოქალაქეები, სოხუმის მახლობლად მოხვდა რუსებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ გაშვებული მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა. თვითმფრინავი ჩაეშვა შავ ზღვაში. დაიღუპა ბორტზე მყოფი 22 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთივე წევრი.[1]
22 სექტემბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისიდან სოხუმისაკენ მფრენი Tu-154 ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც გადაჰყავდა ქართველი მოხალისეები[2], რუსი სამხედროებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ გაშვებული რაკეტის მოხვედრის შედეგად აფეთქდა სოხუმის აეროპორტში დაჯდომისას, ასაფრენ ბილიკზე. ბორტზე იმყოფებოდა 132 ადამიანი, რომელთაგანაც დაიღუპა 108 მათგანი.[3]
23 სექტემბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთ თვითმფრინავს, რომელიც უნდა აფრენილიყო ბაბუშარას აეროპორტიდან, მგზავრთა ჩასხდომის პროცესში აფხაზმა სეპარატისტებმა საარტილერიო დანადგარიდან ესროლეს რაკეტა. ავიალაინერს გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა. დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-03. ციტირების თარიღი: 2016-01-12.
- ↑ მიხაილ ჟიროვი, Авиация в абхазском конфликте (ავიაცია აფხაზეთის კონფლიქტში) (რუსული)
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2016-01-12.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-19. ციტირების თარიღი: 2016-01-12.
| ქართულ-აფხაზური კონფლიქტი | ||||
|---|---|---|---|---|
| ქრონოლოგია | აფხაზური მხარე | ქართული მხარე | ||
|
სამხედრო ძალები: მეთაურები: |
სამხედრო ძალები: მეთაურები: | ||