შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უნივერსიტეტების (სასწავლო დაწესებულებების და მისთ.) სათაურებში რამდენიმე კონვენცია უნდა დავიცვათ.

  • სიტყვა "სახელობის" ზედმეტია უმეტეს შემთხვევაში.
  • სახელმწიფო უნივერსიტეტს მეტწილად ამ სახით ვწერთ სათაურში: "თბილისის უცხო ენების სახელმწიფო უნივერსიტეტი", ვისი სახელობისაა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია (მაგ. თბილისის სახ. უნივერსიტეტი, და არა ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი).
  • სახელობას მეტი მნიშვნელობა აქვს, როცა დაწესებულება კერძო მეცენატ(ებ)ის მიერ არის დაფუძნებული და სახ. დოტაციაზე არ არის (მაგ. ვანდერბილტის უნივერსიტეტი)
  • გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ეს შემთხვევები არაორაზროვანია და ნაკლებად საკამათოა.

- ალ-ო / 19:03, 1 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არ ვკამათობ გეთანხმები. მაგრამ ვებ. გვერდი წერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ შემთხვევაში? --Zangala 19:12, 1 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]
ვებგვერდი სრულ სახელს წერს, მაგრამ აქ სათაურში სრული სახელი არ გვინდა. სრულად ჩავწეროთ სტატიის დასაწყისში. რამდენიმე ვარიანტს გადამისამართება დასჭირდება, რა თქმა უნდა. ა.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეს არის უნივერსიტეტის სახელი ვებ. გვერდის მიხედვით. სრული ეს არის? ინგლ. და გერმ. ვიკი ამ სათაურს წერს. გადამისამართება რაზე უნდა გაკეთდეს (ბოლო რომელი უნდა იყოს?) - რომელიც ვებ. გვერდზეა თუ თბილისისა და სახელობის დამატებით (რომელსაც ვიკი ამატებს)? თუ არ ვცდები, რაც სულხან-საბა (პუშკინს) შეუერთდა იმის შემდეგ უცხო ენების სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ არის. --Zangala 20:18, 1 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]
მგონი "თბილისის..." დასაწყისში აჯობებს (შეიძლება ქუთაისშიც იყოს. - ალ-ო / 21:39, 1 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]
დავიბენი. დავიწყოთ ასე. ადრე იყო 1. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, 2. (შეიძლება აქ კიდევ რამე ცვლილება ყოფილოყო - მე არ მახსოვს) 3. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა უნივერსიტეტი ... ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დასაწყისში თბილისი იყო თუ არა არ ვიცი) 4. ამჟამად არის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სულხან-საბას სახ. უნივერსიტეტთან შეერთების შემდეგ). მე მგონი ისე უნდა გაკეთდეს გადამისამართება როგორც ინგლ. ვიკიშია - ბოლო უნდა იყოს როგორც მისი ვებ. გვერდი. ხოლო რაც შეეხება ქუთაისს არა მგონია იქაც ილია ჭავჭავაძის სახელობისა იყოს. --Zangala 22:04, 1 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ძვირფასო სანგა, 30-ჯერ ვიდრე გააუქმებთ შეტანილ ცვლილებებს, მანამდე იქნებ უნივერსიტეტის საიტზე შეიხედოთ? ილია ჭავჭავაძეს ილიათი ვცლი იმიტომ, რომ უნივერსიტეტს სახელი შეეცვალა!!

ასეთი საქციელით, ყველას ხალისს დაუკარგავთ, რომ ვიკიზე რამე გააკეთოს.


რატომ მიუქმებთ ცვლილებას? უნივერსიტეტს სახელი შეეცვალა და მომეცით საშუალება გავასწორო ვიკიზე ეს ინფო.

ხოდა სანამ ცვლილებებს შეიტანდით მანამდე უნდა დაგეწერათ ეს ყველაფერი ათასჯერ გადასწორება გადმოსწორება რომ არ მოყოლოდა. --ჯაბა ლაბაძე () 19:51, 7 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

რა საჭიროა ყველაფერზე ინფორმაციის დაწერა, როდესაც არსებობს უნივერსიტეტის ვებ-გვერდი და იქ შეიძლება გადამოწმება და არა მომხმარებელს დავუკარგოთ მუშაობის ხალისი.--ცანგალა () 18:54, 15 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

შესაძლო საავტორო უფლებების დარღვევა

[წყაროს რედაქტირება]

თუ მე ვფლობ სტატიაში მითითებული ყველა ინფორმაციაზე საავტორო უფლებებს, შესაძლებელია რომ სტატია დარჩეს იგივე ფორმით? რადგან ძველი სტატია არ შეესაბამებოდა უნივერსიტეტის დღევანდელ მდგომარეობას. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ana Khundadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

რას გულისხმობთ? საავტორო უფლებებს ფლობს თავად ილიაუნი, მისი საიტიდანაა კოპირებული. — მიხეილ მიწერა 07:10, 18 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ საავტოტო უფლებებს ილიაუნი.ფლობს მაგრამ უნივერსიტეტის შენობა ან ილია ჭავჭავაძე ხომ არ უნდა შემოვიდეს და დაწეროს ინფორმაცია? ანა და მე ვართ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. :-)ბასილაია