განხილვა:თამარ მეფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
.
QS icon orange empty.svg თამარ მეფე არის რჩეული სტატიის ყოფილი კანდიდატი. გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მოცემული ბმულები იმის გასაგებად, თუ რატომ არ მიენიჭა რჩეულის სტატუსი. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება რჩეული სტატიის კრიტერიუმებამდე, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ. შემდეგ შეგიძლიათ, კვლავ წარადგინოთ იგი რჩეული სტატიის კანდიდატად.

statiis scori satauri aris "Tamar mefe". sakuTar saxels "Tamari" mravalmniSvnelovani Targi unda gauketdes. Alsandro 15:28, 16 მარტი 2006 (UTC)

"თამარ მეფე" იყო დედოფალი მეფის სტატუსით. Alsandro 17:11, 16 მარტი 2006 (UTC)

კი, ნამდვილად გეთანხმები. ამჟამად მრავალმნიშვნელოვანი გვერდი გაკეთებულია თამარ-ზე. ჯობია რომ ამ სტატიას თამარ მეფე ერქვას, ხოლო მრავალმნიშვნელოვანს თამარ. —დათო 17:02, 12 ნოემბერი 2008 (UTC)
Yes check.svg გაკეთდა - Island 00:36, 19 ნოემბერი 2008 (UTC)

იური ბოგოლუბსკიზე თამარი დაქორწინებული არ ყოფილა, ის მასზე მხოლოდ დანიშნული იყო. ასე რომ მისი მეუღლეებიდან ამოსაღებია. — ნიკა () 16:40, 1 აპრილი 2010 (UTC)

არა მგონია ორი წლის განმავლობაში მხოლოდ დანიშნული ყოფილიყო. ეს ქართველებს გვჭირს: ერთ პიროვნებაზე ან მარტო კარგი უნდა ვილაპარაკოთ, ან მარტო ცუდი. სწორედ ამიტომაა, რომ მაგას იძახიან, ქმარი არ ყოფილაო :). ორი წელი ერთად იყვნენ და ამდენი ხნის განმავლობაში დანიშნულები იყვნენ მხოლოდ? :) არ მჯერა :). (პ. ს. ძალით შერთულ ქმარს რომ გაშორდა, არც ესაა მგონი დასაზრახი, თუ ამ მიზეზით აყაბებენ ისტორიას :)) — დათო პასუხი 16:55, 1 აპრილი 2010 (UTC)

მე რამდენიმე ისტორიულ წყაროში წავიკითე ეგ და მაგიტომ ვთქვი. ისე ორი წელი ერთად არ ყოფილან მხოლოდ ერთი წელი იყვნენ. რომც ყოფილიყო იურიზე დაქორწინებული და შემდეგ მასზე განქორწინებული, ამაში ცუდი არაფერია :)— ნიკა () 17:49, 1 აპრილი 2010 (UTC)

წყარო მიუთითე. ისე ჩემთვისაც ახალია ინფორმაცია რომ დაქორწინებული არ იყო. — ცანგალა () 18:36, 1 აპრილი 2010 (UTC)

ნიკას განხილვის გვერდიდან[წყაროს რედაქტირება]

ნიკა, სალამი. ვნახე, რომ თამარ მეფეს ცვლი ატიურად, შეიძლება სექცია ტრაპიზონტის იმპერია ცოტათი შვცვლაო. ინგლისურში რაც წერია არაა იმდენად გახსნილი. ეს ამბავი თამარის პირად ამბიციებს ეხებოდა--თეიმურაზი () 13:44, 30 სექტემბერი 2010 (UTC)

კარგი არ არის პრობლემა, უბრალოდ რედაქტირების კონფლიქტი არ მოგვივიდეს. ისე უკვე თითქმის დავამთავრე ერთი მისი გადრდაცვალების ქვეთავი უნდა შემოვიტანო. პრინციპში შეიძლება კიდევ დავამატო, თამარ მეფის სახე ხალხურ შემოქმდებაში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი მგონია. გთხოვ რა ინფორმაციასაც შემოიტან, წყარო მიუთითო.— ნიკა () 14:12, 30 სექტემბერი 2010 (UTC)
აუცილებლად წყაროებს შემოვიტან. უბრალოდ ძალიან საინტერესო ფაქტია რუსუდანის შესახებ--თეიმურაზი () 12:22, 1 ოქტომბერი 2010 (UTC)

ნიკა, მეც თამარზე :). კარგი სტატიაა ნამდვილად! ერთი ოღონდ ბოლოში ვერ გავიგე, თამარის წინაპრები და გენეალოგია ცალ–ცალკე რატომაა :). რეალურად ეგ ერთი და იგივეა :), გენეალოგია მოიცავს წინაპრებსაც. — დათო პასუხი 12:25, 1 ოქტომბერი 2010 (UTC)

ეს ფაილი რით არ მოგეწონა? =(( --თეიმურაზი () 12:27, 1 ოქტომბერი 2010 (UTC)

  • თემურ დღეს უკვე მოვრჩები. უკვე ყველა ქვეთავს სათითაოდ ვკითხულობ, გამორჩენილი ასო და სხვა მცირე შეცდომები თუ გამომეპარა ვასწორებ და თან სურათებსაც ვურთავ. მომწონს ეგ ფაილი, ეხლა უნდა ჩავსვა სათანად ადგილას, თემურ მგონი დაგავიწყდა მაგ ფაილში ორთოგრაფიული შეცდომაა და გაასწორე :). ხვალისთვის უკვე შეგეძლება დაამატო ინფორმაცია, ისე თუ დიდი ინფორმაციაა არ ჯობია სტატია ტრაპიზონის იმპერიაში რომ ჩაიწეროს?.
  • დათო, ინგლისურში ეგრე იყო, ერთში დემეტრე I-ით იწყება მეორეში კი უშუალოდ თამარიდან. თუ არ არის საჭირო ერთს ამოვიღებ, შენი აზრით რომელი ჯობია რომ დარჩეს?.— ნიკა () 12:40, 1 ოქტომბერი 2010 (UTC)

ალბათ აღსანიშნავია, რომ თამარის პირველ ქორწინებაზე დიდი გავლენა მოახდინა რუსუდანი (მამიდა). ის მე-3 ქორწინებაში კიევის მთავრის იზიასლავ მსტისლავიჩის მეუღლე იყო.--თეიმურაზი () 15:47, 1 ოქტომბერი 2010 (UTC)

თამარის პირველ ქორწინებაზე არსებითი გავლენა იმ დროინდელმა დიდებულებმა მოახდინეს (ამას მოწმობს თამარის ორივე ისტორიკოსიც), რაც შეეხება რუსუდანს, შეიძლება ის თავისი პასიური პოზიციით, გარკვეულწილად ამ ქორწინების ხელისშემწყობი გამოდის. „ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი“ და „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“, ამ შემთხვევაში რუსუდანის პოზიციას კარგად არ გადმოგვცემენ. თუმცა ისიც ცხადია რომ რუსუდანი მეორე ქორწინების უშუალო მონაწილეა, ხოლო პირველ ქორწინებაში ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. რაც შეეხება რუსუდანის ქორწინებას, ამას თამარის სტატიაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეს სტატია რუსუდანს არ ეხება.— ნიკა () 17:54, 1 ოქტომბერი 2010 (UTC)

გენეალოგიის შესახებ. იმას, რაც მეორე თარგშია, ნაწილობრივ უკვე შეიცავს პირველი. შეგვიძლია ეს ორივე თარგი გავაერთიანოთ და მივიღებთ უფრო დიდ გენეალოგიურ ხეს, რომელშიც წინაპრებიც იქნებიან და შთამომავლებიც. ასე მგონი უკეთესი იქნება. რას იტყვი? :) მაგრამ, მთლად მე ნუ მენდობი, სხვებსაც ვკითხოთ :). წავიკითხავ სტატიას, რჩეულის კანდიდატებში არ აპირებ წამოყენებას? :) მგონი ღირსია :). — დათო პასუხი 04:53, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

უფს, ბოდიში, უკვე წამოგიყენებია. წავიკითხავ და მივცემ ხმას :). — დათო პასუხი 04:54, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

მეც მასე ვფიქრობ, თუმცა მე არ ვიცი გენიალოგიის გაერთიანება :). თუ ვინმე გააერთიენებს კარგი იქნება, თუ არადა მეორეს ამოვიღებ.— ნიკა () 05:48, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

არც მე არ ვიცი :). დაგვეხმარეთ, ხალხო! :))) — დათო პასუხი 05:49, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

როგორ ფიქრობ, სტატია თამარ მეფეში სექცია თამარ მეფის კულტიც რომ იყოს?--თეიმურაზი () 06:37, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

საერთოდ მაგგვარ ქვეთავებს, ძალიან ბევრი წონიანი წყარო ჭირდება, უმჯობესია წყაროებში იყოს თვით თამარის თანამედროვე ისტორიკოსების ნაწერები. და შენ გაქვს მაგ სექციის წყაროები?, თუ არა მაშინ მგონი თავის შეკავება აჯობებს სტატია მიკერძოვებული რომ არ გამოვიდეს და თარგ {{ფაქტი}}თ რომ არ გაივსოს.— ნიკა () 06:43, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)
მგონია რომ ქვეთავი წინაპრები ამოსაღებია, უბრალოდ ზემოთ ოვსტა მეფის სახელი (ხუდდანი) ჩავუმატოთ ბურდუხანის ქვემოთ და ეგაა. — ჯაბა ლაბაძე () 09:54, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)
ჩემს სავარჯიშოში ვამუშავებ ახლა გენეალოგიისა და წინაპრების შერწყმის ვარიანტებს, ვცდილობ მაქსიმალურად ყველაფერი გავითვალისწინო. რომ დავასრულებ აქ წარმოვადგენ.— გიორგი განხილვაწვლილი 10:12, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

მე კი ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა თამარ მეფის კულტის დამატება. ვეფხისტყაოსანი, დინარა დედოფლის ამბავი (სავარაუდოდ), უამრავი ქუჩა საქართველოში, 50 ლარიანი ბანკნოტი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია--თეიმურაზი () 10:37, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

გენეალოგიის ჩემეული ვერსია. ტექსტები შეცვლა, რათქმაუნდა შესაძლებელია.— გიორგი განხილვაწვლილი 11:07, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

მშვენიერია. P. S. თამარ დიდი – ამ სახელით არსად შემხვედრია... — დათო პასუხი 11:11, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)
არც მე :) მაგრამ სტატიაშია ასე და მე აღარ შევცვალე.— გიორგი განხილვაწვლილი 11:25, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

მშვენიერია. მომეწონა მაგრამ თამარ დიდი არ მომწონს. კიდევ ერთი კითხვა დამებადა, შეიძლება ვცდები. წინაპრების ქვეთავს დავტოვებთ თუ გენეალოგიის ქვეთავს ორივეგან მე ვფიქრობ თამარის შემდეგ თაობების დამატება არაა მიზანშეწონილი. საერთოდ ასეთი ტრადიციაა გენეალოგიური ხე მთავრდება იმ პიროვნებასთან ვისზეცაა სტატია. — ჯაბა ლაბაძე () 11:28, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

გეთანხმები, შვილიშვილები მართლაც ნამეტანიავიკრიჭები ეგ თქვენ გადაწყვიტეთ. მე როგორსაც მეტყვით, ისეთ გენეალოგიის ხეს ავაგებ :)— გიორგი განხილვაწვლილი 11:39, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)
მე პირადად გენეალოგიას ცალკე შევქმნიდი და ბმულს ჩავსვამდი. ასე სტატია ძალიან იწელება. ცანგალა () 11:47, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)
შვილები და შვილიშვილები რომ მოვაშორო, მაინც?— გიორგი განხილვაწვლილი 12:04, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

ცანგალა, სამწუხაროდ როდოვოდი არ არსებობს ჯერ ჯერობით ქართულად. არა და მართლა კარგი ინქებოდა ამის გაკეთება, როგორცაა რუსულ და სხვაენოვან ვიკიპედიებში--თეიმურაზი () 12:23, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

გასარკვევი საკითხები[წყაროს რედაქტირება]

სანამ რჩეულად ხმას მივცემდე, რამდენიმე საკითხი მაინც გასარკვევია. სტატიას აკლია აკადემიურობა და ხშირად მასში მოყვანილი აზრები ავტორიტეტულ წყაროებზე არ არის დაფუძნებული. დაწერილია სამოყვარულო დონეზე და თუ გვინდა, რომ რჩეული სტატიების სტანდარტმა აიწიოს, უფრო სერიოზულ წყაროებს უნდა მივმართოთ და უფრო გარკვევით უნდა ვწერდეთ. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ ისეთ მოძველებულ, კომუნისტური დროის შეფასებებს, როგორიცაა მაგ. ფეოდალიზმისა და ქრისტიანობსი წინააღმდეგ იბრძოდნენ მთიელები და ა. შ. მერე რა, რომ ეს აზრები იმდროინდელ პროფესორს აქვს გამოთქმული, ჩვენ არ ვიცით, რა წნეხის ქვეშ იწერებოდა ისტორია? მივმართოთ უახლეს ლიტერატურას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. გარდა ამისა, ძველი ქართულიდან ციტატების გამოყენება არ არის სათანადო, სტატიაში ხშირია ხმარებიდან გასული ასოების ჩაწერა ახალი ქართულით, რაც არ არის გამართლებული – ციტატა უნდა იქნას მოტანილი ზედმიწევნით ზუსტად და ა. შ. ქვემოთ ჩამოვწერე რამდენიმე საკითხი, რაც ერთი თვალის გადავლებით ვიპოვე. გულდასმით წავიკითხავ და კითხვების გაჩენის შემთხვევაში, ქვემოთ დავამატებ.

  • მეფედ კურთხევის ცერემონია ისე შესრულდა, რომ ხაზგასმული იყო დიდებულთა უფლებები[1]. დიდგვაროვნები ჩანან უპირველეს პლანზე თამარის გამეფებისას[2].

კითხვა: მეფედ კურთხევისცერემონიაში როგორ უნდა გამოჩენილიყო ხაზგასმულად დიდებულთა უფლებები? რას ნიშნავს დიდგვაროვნები ჩანანა უპირველეს პლანზე?

  • მიუხედვად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედგა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა.

შეკითხვა: რატომ არ ვწერთ რა ცუდი ზნე იყო ეს? მემატიანე წერს, რომ იყო ზოოფილი.

  • თამარ მეფის ქორწინება იმთავითვე მოექცა მოსახლეობის ყურადღების ცენტრში.

შეკითხვა: რომელი მეფის ყურადღება არ ექცევა "მოსახლეობის ყურადღების ცენტრში"? თან იმთავითვე? აბა შემდეგ ხომ არ მოხდებოდა "მოსახლეობის ყურადღების ცენტრში"?

  • XII საუკუნისთვის ამ დასახლებას უდიდესი ფუნქციები ეკისრებოდა.

შეკითხვა: რას ნიშნავს "უდიდესი ფუნქციები"?

  • ამ ვითარებაში ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა, „ვითარცა ფაროსანთა და მოესწრნეს კნინსა დაჭირებისგან უკურიდებულია“.

– წიანდადების აზრი გაურკვეველია, რაღაც აკლია, გასამართია

  • საქართველოს ფეოდალური მონარქიის სწრაფვა მთიელთა ფეოდალიზაციის და გაქრისტიანებისათვის ერთდროულად მიმდინარეობდა და XIII საუკუნის დასაწყისში დიდოელთა და ფხოველთა აჯანყება სწორედ ამ პროცესის საწინააღმდეგო რეაქცია იყო.

შეკითხვა: ანუ მთიელთა აჯანყება ფეოდალიზმისა და ქრისტიანობის, ერთად, წინააღმდეგ იყო მიმართული? სად წერია ეგ? წყაროებში წერია, რომ უბრალოდ გადმოდიოდნენ, საქართველოს ტერიტორიებს აოხრებდნენ და იტაცებდნენ ხალხს და საქონელს, რა ფეოდალიზმი, რა ქრისტიანობა? ყაჩაღები იყვნენ, რადგან მთაში უჭირდათ სარჩო–საბადებლის დაგროვება.

  • საქართველოდან ექსპორტის სახით გაჰქონდათ მრავალი ნაწარმი. (ამას მოწმობს უცხოური ფულის აღმოჩენა ქართულ ტერიტორიებზე და პირიქით ქართული ფულის აღმოჩენა უცხოეთში). ქართლის ცხოვრება, II, გვ.80.

შეკითხვა: საქართველოდან მრავალი ნაწარმის ექპორტზე გატანის დამადასტურებელი მხოლოდ ფულის აღმოჩენა ვერ იქნება, წყაროები არის? პირდაპირი არქეოლოგიური ფაქტები არის? ქართლის ცხოვრება რომ არის მითითებული, რა, ქართლის ცხოვრებაში ამ ექსპორტზე რამე წერია?

  • არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს იმდროინდელ აკადემიებში ისწავლებოდა აგრეთვე მედიცინაც [3]

შეკითხვა: ეს როინ მეტრეველის მოსაზრებაა პირადად, თუ ის ამბობს, რომ სხვებს აქვთ ასეთი მოსაზრებაო?

  • ალექსი და მისი ძმა დავითი საქართველოს სამეფო კარზე იზრდებოდნენ[4].

შეკითხვა: როდიდან არის ილია მართლის სახელობის გიმნაზიის IX კლასის მოსწავლე თამარ ადამია ავტორიტეტული წყარო? სხვა შესაფერისი ავტორიტეტული წყარო თუ არ გვაქვს, ჯობია საერთოდ ამოვიღოთ.--Zolokin განხილვაწვლილი 14:20, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

რაც კომენტარის დასაწყისში გიწერიათ ეგ თქვენი პირადი მოსაზრებაა, რასაც შეიძლება დავეთანხმოთ ან შეიძლება არა. დავიწყებ თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემას:
  • ანუ მეფის კურთხევა დიდებულების სურვილით მოხდა და ყველაფერი სწორედ მათი სურვილის მიხედვით ხდება.
  • როინ მეტრეველს თავის წიგნში დაკონკრეტებული არ ჰქონდა გიორგი რუსის ცუდი ზნე.
  • გეთანხმებით ყველა მეფის ქოწინება ექცევა მოსახლების ყურადღების ქვეშ. (შეგვიძლია ეს ფრაზა ამოვიღოთ სტატიიდან)
  • უდიდეს ფუქციებში იგულისხმება ის, რომ ქალაქს სტარატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა ეკავა. და განვითარებული იყო ვაჭრობა. (შეგვიძლია ასე განვმარტოთ სტატიაში, მკითხველისთვის უფრო მარტივი გასაგები რომ იყოს)
  • როგორც წიგნში იყო მოყვანილი ციტატა ისე გადმოვიტანე.
  • თვითონ „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ მთიელთა ქრისტიანობის შესახებ და მეტი რა გინდათ?
  • ქართლის ცხოვრებაში საქართველოს უცხოეთთან ვაჭრობის შესახებ წერია. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ამ წიგნში უფრო გავრცობილად არ წერია.
  • პირადად მისი მოსაზრებაა. ამ მონაკვეთში არანაირი წყარო არ ყავს მოყვანილი.
  • გეთანხმებით თუ უფრო ავტორიტეტული წყარო არ იქნება უმჯობესია ამოვიღოთ.— ნიკა () 15:05, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

კიდევ განვმარტოთ[წყაროს რედაქტირება]

  • კომენტარის დასაწყისში რაც მიწერია, სამ საკითხამდე შეიძლება დავიყვანოთ: 1. გამოვიყენოთ მაქსიმალურად აკადემიური, ავტორიტეტული წყაროები (და არა სკოლის მოსწავლეების, ან უავტორო სტატიები ინტერნეტ–საიტებზე); 2. გამოვყენოთ მაქსიმალურად ქრონოლოგიურად უახლესი ავტორიტეტული წყაროები (თუმცა ძველის ასახვაც უნდა მოხდეს, უახლესის პარალელურად); 3. ციტატების მოტანისას დავიცვათ სუზუსტე. არ მეთანხმებით?
  • მეფედ კურთხევის ცერემონია ისე შესრულდა, რომ ხაზგასმული იყო დიდებულთა უფლებები – დიდებულების სურვილით რომ მოხდა მეფედ კურთხევა გასაგებია, მაგრამ მეფედ კურთხევის ცერემონიის შესრულებაზე ეს როგორ უნდა ასახულიყო ეს არის გაუგებარი.
  • გიორგი რუსის ცუდი ზნე – როინ მეტრეველს თუ არ აქვს, სხვას ხომ აქვს? წყაროებში ხომ არის? საკითხის არმცოდნე მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება კითხვა რა იგულისხმება ცუდ ზნეში და მას აქვს უფლება ეს იცოდეს, ჩვენ კი ვალდებული ვართ ეს ცოდნა მკითხველამდე მივიტანოთ. ყოველ შემთხვევაში, რჩეული სტატია ასეთ ელემენტარულ საკითხებზე კითხვებს არ უნდა ბადებდეს. რუსულ ვიკიშიც კი წერია: Грузинские историки обвиняют Георгия в беспробудном пьянстве, мужеложстве и зоофилии. ქართული ვიკი კი მასზე დამორცხვებით ლაპარაკობს: თამარის ისტორიკოსების მიხედვით, რუსი უფლისწული უზნეო გამოდგა, ამის გამო იგი ჩამოაშორეს თამარს და საქართველოდან გააძევეს
  • მოსახლების ყურადღების ქვეშ – ამოვიღოთ ფრაზა
  • უდიდესი ფუნქციები – განვმარტოთ რას გულისხმობს
  • როგორც წიგნში იყო მოყვანილი ციტატა ისე გადმოვიტანე – თქვენ გესმით მაგ ციტატის აზრი? მე, პირადად, არა
  • თვითონ „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ მთიელთა ქრისტიანობის შესახებ – მთიელთა ქრისტიანობის შესახებ კი წერს, მაგრამ იმას არ წერს, რომ ქრისტიანობის და ფეოდალიზაციის გამო განუდგნენ და არბევდნენ საქართველოს. ანუ მთიელთა აჯანყება ქრისტიანობის, როგორც რელიგიის წინააღმდეგ რომ იყო მიმართული, არსად წერია. "ქრისტიანობას იჩემებენ" ნიშნავს, რომ "ისტორიანი და აზმანი"–ს ავტორი მათ არ თვლის ბოლომდე სრულ ქრისტიანებად, მაგრამ ისინი კი იჩემებენ, რომ ქრისტიანები ვართო, ანუ მათი თვითიდენტიფიკაცია იყო ქრისტიანობასთან დაკავშირებული.
  • ქართლის ცხოვრებაში საქართველოს უცხოეთთან ვაჭრობის შესახებ წერია – ეჭვს იწვევს ეს დებულება. მოიყვანეთ ციტატა.
  • პირადად მისი მოსაზრებაა. ამ მონაკვეთში არანაირი წყარო არ ყავს მოყვანილი – მაშნ დავწეროთ, რომ რ. მეტრეველის (ასე, ხომ?) მოსაზრებით ასეა და ასე ... ნუ განვაზოგადებთ მის პირად მოსაზრებას ქართულ ისტორიოგრაფიაზე მთლიანად.
  • ბოლო, მე მგონი გაირკვა.--Zolokin განხილვაწვლილი 15:30, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

რუსული ვიკიპედია კი თამამად წერს Грузинские историки обвиняют Георгия в беспробудном пьянстве, мужеложстве и зоофилии.ჯაბა ლაბაძე () 16:09, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

  • 1) ნამდვილად არ უნდა მოვიყვანოთ სკოლის მოსწავლის ნამუშევარი ავტორიტეტულ წყაროდ. ამაში 100%-ით გეთანხმებით. 2)ამაშიც გეთანხმებით. ვისაც მიუწვდება ხელთ უახლესი ავტორიტეტული წყაროები შეუძლია განავრცოს, ამას ვიკიპედია არავის არ უშლის. 3)კი გეთანხმებით.
  • რ.მეტრეველს რომ ჰქონოდა ეგ ყველაფერი განმარტული დავწერდი კიდეც. არ არის პრობლემა ამოვიღოთ ეგ წინადადება.
  • შევასწორებ. და მივუთითო ეს Жизнь царицы цариц Тамар, стр.31 წყაროდ?
  • ვაჭრობის მხრივ ქვეყანაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.- ასეთი გამართვა მისაღებია?.
  • რადგანაც სრულად არ არის ეს ციტატა მოყვანილი, მგონი უმჯობესი იქნა ამოვიღოთ.
  • ეგ მართალია. ამიტომ მგონი ეს ფრაზაც უნდა ამოვიღოთ:).
  • ციტატა რ.მეტრეველს არ აქვს მოყვანილი ასე რომ ვერ გადმოვიწერ. თუ გსურთ ეს მონაკვეთიც ამოვიღოთ.
  • კარგი იყოს ეგრე.
  • ეგ წყაროდ სხვამ მიუთითა. მე პირადად კი გეთანხმებით.— ნიკა () 16:22, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

სხვათაშორის ერთხელ რუსულ არხზე ”კულტურა” თამარის შესახებ იყო 20 წუთიანი (ალბათ) ფილმი საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. ესე იგი, რუსულ ისტორიულ წრეებში საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! თამამად აღიარებენ, რომ, გიორგი მამათმავლი იყო. მის საყვარელად რუსულმა არხმა სავარაუდოდ დავით სოსლანის ბიძაშვილი საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! დაასახელა. ანუ ერთ-ერთი ოსი, რომელიც ენათესავებოდა დავით სოსლანს. ხოლო 2 წუთში სულ იმავე ფილმში ერთმა რუსმა ”ექსპერტმა” (მოხუცი ქალი იყო ვიღაცა საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!) თქვა, რომ თამარმა მეუღლე გააგდო იმიტომ რომ ის სომხებისთვის დაარსებული ქ. გორის საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! ”სპარსულ საროსკიპოში” საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! დარბოდა. ამის წყარო ინტერნეტში ვერ ვიპოვე, გიორგი რუსის ”ცოდვები”, როგორც ფოლკლორი თაობიდან თაობაზე გადადის ალბათ ვიკრიჭები --თეიმურაზი () 19:19, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

თემურ კოლეგიალური ხუმრობით რომ ზემოთ ტექსტში "ფაქტი"–ები ჩავსვა ხომ არ გეწყინებათ? --Zolokin განხილვაწვლილი 20:39, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)
ნიკა, მაშინ გაასწორეთ, რასაც თვლით გასასწორებლად და კიდევ ერთხელ გადავხედავ ამის შემდე. მინდა, რომ მართლაც რჩეული სტატია იყოს.--Zolokin განხილვაწვლილი 21:15, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

დიდი სიამოვნებით მივიღებ იმ ფაქტებს, მომხ. ზოლოკინ და დიდი სიამოვნებით გადავუგზავნიდი ტელეკომპანია კულტურას ვიკრიჭები--თეიმურაზი () 21:37, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)

Zolokin თქვენს მიერ დაწერილი ყველა შენიშვნა გავითვალისწინე. მადლობა.— ნიკა() 07:23, 3 ოქტომბერი 2010 (UTC)

ტექნიკური განყოფილება[წყაროს რედაქტირება]

  1. ქართლის ცხოვრება, II, გვ.26.
  2. ქართლის ცხოვრება, II, გვ.27.
  3. რ.მეტრეველი, მეფე თამარი, თბ., 1991; გვ.291.
  4. orthodoxy.ge: თამარ მეფე, ეკლესია-მონასტრების უხვი მწყალობელი

კატეგორია[წყაროს რედაქტირება]

იმ შემთხვევაში თუ გარდაცვალების თარიღი საეჭვოა, როგორც წესი, გარდაცვალების კატეგორიას არ ვსვავთ ხოლმე. – BruTe () 12:39, 9 ოქტომბერი 2010 (UTC)

ამოვიღოთ. როგორც ჩანს, ამ სტატიას დაუგვიანდება რჩეულობა – {{ფაქტი}} ბევრგანაა ჩასმული :(. — დათო პასუხი 12:45, 9 ოქტომბერი 2010 (UTC)
სამწუხაროდ დრო ნაკლებად მაქვს რომ ამ სტატიას მივხედო, ნელ-ნელა მივუთითებ წყაროებს :).— ნიკა () 15:18, 9 ოქტომბერი 2010 (UTC)

თამარ მეფე[წყაროს რედაქტირება]

წყარო [1] იხილეთ, საიდან მოიტანეთ რომ თამარი 1160 ან 1165 წელს დაიბადა? ეს წყარო, ყველაზე ადრეული ბეჭდური მასალაა! გთხოვთ ადმინისტრატორო გაითვალისწინოთ და შესწორება გააკეთოთ...