განხილვა:ემანუელ მაკრონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „ემანუელ მაკრონი“ შეიქმნა პროექტ
„100 ვიკიდღის“ ფარგლებში.

თანამდებობა[წყაროს რედაქტირება]

მაკრონი ფინანსთა მინისტრი არ ყოფილა (არამედ ჩვენ ენაზე იყო ეკონომიკის მინისტრი), ეს სამინისტროები რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდა ფინანსთა სამინისტროსთან. ან გაასწორეთ ან აღადგინეთ გაუქმებული ვერსია.--82.211.165.206 13:44, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

რას ნიშნავს ჩვენს ენაზე ? არსებობს en:French Ministry for the Economy and Finance (ან fr:Ministère de l'Économie et des Finances (France). ვასრულებთ მის თაგმანს. თუკი ასე ჰქვია საფრანგეთში ამ სამინისტროს ჩვენ რატომ უნდა ვუწოდოთ მას მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო ?. - OTOGI Messages 13:56, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

იმას ვამბობდი რომ ფინანსთა სამინისტროსთან გაერთიანდა მას შემდეგ რაც მაკრონი გადადგა. ანუ ეგ სახელი მას შემდეგ ჰქვია. მანამდე იყო ეკონომიკის სამინისტრო რომელსაც ერქვა ცოტა გრძელი სახელი. ზოგადად თარგში მოკლედ ეკონოიკის მინისტრი რომ დაიწეროს ალბათ არ არის დიდი პრობლემა, ხოლო ტექსტში თავისთავად იქნება სრული ვერსია მაშინდელი სამინისტროსი. ყველა შემთხვევაში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი რაც ეხლა წერია თარგში არის არასწორი --82.211.165.206 14:04, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მესმის, რასაც გულისხმობთ. მაშინ თარგში უნდა ჩაიწეროს, რომ იყო ეკონომიკის მინისტრი, მაგრამ სტატია გადავა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტროზე. - OTOGI Messages 14:17, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
რატომ უნდა დაიწეროს მოკლედ? თუ ისედაც გვაქვს მოკლედ, ხოლო სრული იქნებოდა ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრი, როგორც ინგლისურსა და რუსულშია. მომხმარებელმა სრულად უნდა მიიღოს ინფორმაცია თანამდებობის შესახებ, მით უმეტეს, თუ ამ თანამდებობაზე არ გვაქვს სტატია. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ნამდვილად ვერ ვხედავ. — Mehman 97 14:21, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მთავარია გავასწოროთ, ეხლა რაც წერია არ არის სწორი. ფინანსთა მინისტრი მაშინ იყო მიშელ საპენი, რომელის სამინისტროსაც მაკრონის გადაგომის მერე დაუმატეს სხვა სახელი. ან დავწეროთ მოკლედ შინაარსობრივად რასაც გულისხმობდა მაშინდელი სამინისტრო ანუ ეკონომიკის მინისტრი ან სრულად ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრი.--82.211.165.206 14:35, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

აი ბოლოზე გეთანხმები, მაშინ დავწეროთ სრულად, როგორც იყო. — Mehman 97 14:39, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]