განხილვა:ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატია საჭიროებს ნეიტრალური აზრის გათვალისწინებით რედაქტირებას და რა არ არის ვიკეპდიას შესაბამისობაში მოყვანას. სტატიაში ინფორმაცია მოწოდებულია მტკიცებით (სარეკლამო) ფორმატში, რელევანტური ან/და ავტორიტეტული წყაროების მითითების გარეშე და ეფუძნება საკუთრივ ამავე ორგანიზაციის საკუთარი თავის აღწერას. -- OpusDEI 05:26, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

არსებობს თარგი {{პირველადი წყაროები}}. გიო ოქრო 05:28, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, შენგან მიკვირს. არსებული პრაქტიკა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ხსირად გულისხმობს ინფორმაციის გადამოწმებადობის უზრუნველყოფას ორგანიზაციების საიტებიდან ინფორმაციაზე დაყრდნობით: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და სხვა ყველა სტატია. იგივე პრაქტიკა გვაქვს პარლამენტის დეპუტატებთან მიმართებაში (სადაც თავად ათავსებენ ბიოგრაფიას) და სხვა უამრავ გვერდზე. რით არის ეს გამოწვეული შენც იცი - ინფორმაციის ნაკლებობით. მემგონი ხვდები, რომ ორმაგი სტანდარტი არაა კარგი რამ. და ზედა მომხმარებელი რომ გაბოროტებულია, ეს გასაგებია და ამის შესახებ ადმინისტრატორებს უკვე შევატყობინე.--Melberg მიწერა 05:38, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე სტატია არ წამიკითხავს (ახლა წავიკითხავ), არც ის ვთქვი, რომ ეს თარგი ჩასასმელია :) კომენტარიდან გამომდინარე მივუთითე თარგის არსებობის შესახებ, რომელიც პირველად წყაროებზე მიგვანიშნებს. გიო ოქრო 05:46, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
წაიკითხე. მაინტერესებს, რეკლამას თუ დაინახავ :)--Melberg მიწერა 05:47, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
„მისია არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების მხარდაჭერა...“, „მუშაობს პოლიტიკური კულტურის გასაუმჯობესებლად, პოლიტიკის დოკუმენტების განსახილველი პლატფორმების შესაქმნელად...“, „გამორიცხავს საკუთარ გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაში პოლიტიკური, ეკონომიკური...“ — ამგვარ ტექსტებს ესაჭიროება უკეთესი წყარო, ჩემი აზრით, ან ჩასწორება რაღაც დონეზე. იგივე ეხება სხვა სტატიებსაც :/ გიო ოქრო 05:50, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
მისია იურიდიული დოკუმენტია - რაც წერია, ისაა, აქ სხვა წყაროს ვერ მოიყვან, რომც გინდოდეს. მუშაობს პოლიტიკური კულტურის გასაუმჯობესებლად, პოლიტიკის დოკუმენტების განსახილველი პლატფორმების შესაქმნელად ამ წინადადებაში რა ნახე რეკლამა, გაფიცებ 😁--Melberg მიწერა 05:54, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
რეკლამა არ მგონია იყოს. მსგავსი შინაარსის ტექსტები მაქსიმალურად შემიმცირებია სხვა სტატიებშიც. უმჯობესი იქნება საენციკლოპედიო სტატიებში დიდი ადგილი ეთმობოდეს კონკრეტულ ფაქტებს, ვიდრე მისიას და მისთანას. მსგავსი მიდგომა მქონდა სხვა შემთხვევებზეც, რავიცი :) გიო ოქრო 05:54, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად, ორგანიზაციების მისიები გარკვეულ რეკლამას შეიცავს, ყველა შემთხვევაში განურჩევლად :) გიო ოქრო 05:56, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ამოიღე)--Melberg მიწერა 05:55, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

პირველადი წყარო[წყაროს რედაქტირება]

მე მაინც მგონია, რომ ასეთი ტექსტები პირველადი წყაროებით არ უნდა დასტურდებოდეს. არაენციკლოპედიური სტილია.

ვიკიციტატა
„ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო არის თანამშრომლობა ახალგაზრდებთან. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აღიარებს ახალგაზრდობის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებაში და იმ სპეციფიკურ გამოწვევებს, რომლებიც ახალგაზრდების წინაშე არსებობს.“

და კიდევ სხვა აბზაცები. გიო ოქრო 18:04, 21 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]