შინაარსზე გადასვლა

განხილვა:გოგარენე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოკლედ, ეს ტერმინი არის ბერძნული და იგი აღნიშნავდა ისტორიული ქვემო ქართლის რაღაც ნაწილს, რომელიც გარკვეული ხსნის განმავლობაში დაკავებული ჰქონდათ სომხებს. მე ვფიქრობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სომხური სახელი უნდა ეწეროს ამ სტატიაში. სხვადასხვა დროის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერი ისტორიული მხარე დაკავებული ჰქონდათ სხვადასხვა მოდგმის დამყრობლებს. ეს არ ნიშნავს რომ კახეთიში და გურიაში უნდა ეწეროს სპარსული და თურქული სახელწოდებები (და არც წერია). იგივეს თქმა შეიძლება აქაც. ერთადერთი გამართლება შეიძლება მოვუძებნოთ ბერძნულს, საიდანაც მომდინარეობს ეს ტერმინი.

არავინ მიპასუხა, ეტყობა აღარავინაა წინააღმდეგი, ამიტომ ამოვიღებ.

არავინ გიპასუხათ, იმიტომ რომ არავინ შემოიხედა. — BH განხილვაწვლილი 17:29, 13 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მე ვეთანხმები.—G.G. 17:40, 13 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ესაა საჭირო ზუსტად. იქნებ სხვებმაც დააფიქსირონ აზრი. უბრალოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს. — BH განხილვაწვლილი 17:45, 13 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ერთი დღე დავიცადე და მერე შევცვალე, მეგონა აღარ იყო არავინ წინააღმდეგი, უკაცრავად. რამდენი ხანი უნდა დავიცადო კიდევ, გაქვთ რამე დაწერილი სადაც შეიძლება წავიკითხო? ანუ მაინტერესებს, რამდენი ხანია აქვს კიდევ ამ სისულელეს სტატიაში დარჩენის უფლება.

ჯერ ეს ერთი, თხოვნა იქნება - ხელი მოაწერეთ საკუთარ გზავნილებს - ასე უკეთ გავარჩევთ, ვინ რა დაწერა. ამისათვის არსებობს სპეციალური ღილაკი რედაქტირების პანელში. მეორე - მოთმინება უნდა იქონიოთ. ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ქართველები კითხულობენ - ისიც, გამორიცხულია, რომ დღეს-ხვალ 100 კაცი შემოვარდეს ამ სტატიაში და წაიკითხოს. დააფიქსიროს ერთმა ადამიანმა მაინც (კიდევ) აზრი და ვნახოთ. — BH განხილვაწვლილი 18:35, 13 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გამოხმაურება არ ყოფილა, ამიტომ ამოვიღებ. Aferum განხილვაწვლილი 06:41, 30 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]