განხილვა:ბელორუსიის ოპერაცია (1944)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


სტატიაში ვერმახტი ბმულის სათაური არის ბაგრატიონი (სამხედრო ოპერაცია). ჩემი აზრით სათაური უფრო მართებულია, რადგან ანბანური უნდა იყოს ბაგრატიონი და არა ოპერაცია. კარგი იქნება გადამისამართება. თუ გადამისამართება არ გაკეთდება მაშინ შეკითხვა მაქვს სათაურში ბაგრატიონთან "" ისევე როგორც ტექსტში არ უნდა?--ცანგალა () 20:10, 3 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

შეამოწმე კატეგორიაში ანბანურად როგორ არის ჩასმული. მაგას defaulsort აკეთებს და არა სათაურის გადაბრუნება. გიორგის რაც აქვს ჩაწერილი იმას გადამისამართება უნდა გაუკეთდეს, ჩემი აზრით. - ალ-ო / 20:21, 3 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არ ზის რადგან არსებობს ბაგრატიონი. --ცანგალა () 20:24, 3 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არასერიოზულია. ნახე კატეგორიაში მმო ათი ოპერაციია ამგვარი სახის სათაურით. - ალ-ო / 21:18, 3 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო კატეგორიაში ზის, მაგრამ ანბანურ საძიებელში ზის ო-ზე და ბ-ზე. ისე მაგ კატეგორიაში რაც სიტყვა ოპერაციით იწყება ყველა გადასაკეტებელია. --ცანგალა () 21:29, 3 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

უკვე გავბრაზდი. ოპერაცია ბაგრატიონი ზის "ბ"-ში. სხვებშიც ჩასასმელია defaultsort-ი. მორჩა ამაზე განხილვა. - ალ-ო / 21:58, 3 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

აქ გასაბრაზებელი არაფერი არ არის. მთავარ გვერდზე, რომ ანბანური საძიებელია იქ "ბ"-ზე არ ზის (შენ თვითონ ნახე, ზის ო-ზე). კატეგორიაში, რომ ზის გეთანხმები. არსებობს სტატია ბაგრატიონი, რომელიც არის მრავალმნიშვნელობის გვერდი. --ცანგალა () 08:22, 4 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მაგი გეთქვა შე კაი ადამიანო. იმას დეფოლტი ვერ შველის, ინგლისურშიც ასევეა - ადამიანებიც საკუთარი სახელებითაა. ისე ჩემი აზრით ყველა ოპერაცია რომ ო-ზე იყოს მაინც კარგია - ერთად ჩანს რამდენი ოპერაცია გვაქვს მეორე მსოფლიო ომში. რაც შეეხება სახელს ასე არის უფრო ზუსტი. - ალ-ო / 08:35, 4 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ნახე სტატია ბაგრატიონი იქ ზის ფილმიც. ყველა ოპერაცია ო-ზე იყოსო, რომ წერ, გეკითხები შენ როგორც მომხმარებელი გუგლში, როდესაც ეძებ ოპერაციით დაუწყებ ძიებას, თუ ოპერაციის დასახელებით? მე მაგალითად ოპერაციის დასახელებით. ისე გავაკეთოთ მაშინ, რომ მომხმარებელს ძიების ორივე საშუალება ჰქონდეს. ისე კიდევ არ გამიბრაზდე, მაგრამ ბაგრატიონი უნდა იყოს ""-ში, ეს როგორც ტექსტში გიწერია. ე. ი. ოპერაცია "ბაგრატიონი". --ცანგალა () 08:43, 4 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ოპერაციის დასახელებაა "ოპერაცია ბაგრატიონი". ზუსტად ასე ვეძებ ამ თემას. ყველა ენაზე ასე ჰქვია. ბაგრატიონი (სამხედრო ოპერაცია) - არასდროს მოვძებნი. - ალ-ო / 08:45, 4 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე მხოლოდ ბაგრატიონით მოვძებნი. --ცანგალა () 08:49, 4 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]



რუსი მხედართმთავარი პეტრე ბაგრატიონი. რაო?! რუსი?! უნდა იყოს ალბათ რუსეთში მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი... არა?! DDA 16:03, 16 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ იხილო:ვიკიპედია:ყავახანა/2005#ბაგრატიონის შესახებ--ცანგალა () 16:23, 16 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

გადამისამართება ხომ არ გაკეთდეს ბელორუსიის ოპერაცია - ქსე, ტ. 2, გვ.291, თბ., 1977. აუცილებელია ამ სათაურითაც რომ არსებობსდეს სტატია.{{DEFAULTSORT:}} გადასახედია, არსებობს ბაგრატიონი. რაც შეეხება რუს ბაგრატიონს შეიცვალოს რუსეთის მხედართმთავარი და ა. შ. ბაგრატიონის წარმოშობაზე მის ბიოგრაფიულ სტატიაში დაიწეროს.--ცანგალა () 17:10, 16 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

რუსეთის მხედართმთავარი - გასწორებულია. DDA 17:29, 16 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

რატომ უნდა ერქვას ბაგრატიონი, როდესაც მისი გავრცელებული (ქართულ ლიტერატურაში) სახელი არის ბელორუსიის ოპერაცია (1944)? ასეა იგი შესული ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში. აგრეთვე დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში. გიო ოქრო 07:41, 30 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა ამჟამად როგორ ისწავლება მეორე მსოფლიო ომი. ისე მეც მომხრე ვარ რომ სათაური იყოს როგორც ეს გავრცელებულია ართულ ლიტერატურაში.--ცანგალა 08:05, 30 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) ვარ, მაგრამ - ინგლისური ვიკიპედია:Operation Bagration, გერმანული:Operation Bagration, მაგრამ რუსულში მოცემულია:Белорусская операция (1944)--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 09:04, 30 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
ეროვნული ბიბლიოთეკის მიხედვით გავრცელებული სათაურია ოპერაცია „ბაგრატიონი“. ბელორუსიის ოპერაცია არ იძებნება, ან იძებნება როგორც ოპერაცია „ბაგრატიონის“ მეორე სათაური.--Melberg განხილვაწვლილი 09:10, 30 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
საპარლამენტო ბიბლიოთეკა — ნათლად წერია, რომ ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო ბაგრატიონი და არა ოფიციალური. სწორია ბელორუსიის ოპერაცია. გიო ოქრო 10:37, 30 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე ოფიციალური სახელის (მომხრე) ვარ, შემდეგ გაკეთდეს გადამისამართბა „ოპერაცია ბაგრატიონი“-ზე--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 17:10, 30 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
ოღონდ საპარლამენტო ბიბლიოთეკა არა, ამ შემთხვევაში ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. საკმარისად თანამედროვე წყაროა :)--Melberg განხილვაწვლილი 17:53, 30 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
ბელორუსიის ოპერაცია წერია წყარო ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი.--ცანგალა 18:10, 30 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Zangala:. მადლობა განმარტებისთვის - მემოგნი იგივე დავწერე. რა საჭიროა ჩემი პარაფრაზი?--Melberg განხილვაწვლილი 18:13, 30 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: გავამყარე შენი დაწერილი. ვიღიმი--ცანგალა 18:23, 30 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Gaga.vaa გადატანამდე გაეცანით-ხოლმე განხილვებს. გიო ოქრო 21:18, 15 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]