განხილვა:აიდარლი (აყქოლის რაიონი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყაზახეთში ორი სახელმწიფო ენაა ყაზახური და რუსული. ჩემი აზრით ორივე ენა უნდა იყოს მითითებული. ე. ი. (ყაზახ. Айдарлы, რუს. Айдарлы). მეორე საკითხი რაიონის დასახელება ხომ არ უნდა იყოს აქ-ქოლის რაიონი? არსებობს აქ-ქოლი — დაბა, გურიევის ოლქში ყაზახეთის სსრ და აქ-ქოლი — ტბა ჯამბულის ოლქი ყაზახეთის სსრ. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ. 25 თბ. 1987. აგრეთვე აქ-ქოლი--ცანგალა/ 21:31, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: რადგანაც სტატია შენი შემოტანილია საინტერესოა შენი აზრი. ეტყობა ეს განხილვა ვერ შეამჩნიე.--ცანგალა/ 08:36, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ყაზახურ ენაში (და სხვა თურქულ ენებშიც) ბგერა қ გამოითქმის როგორც ქართული კ ყ-ში გარდამავალი. მოუსმინე:
ქართული ასო-ბგერა ყ-ს IPA-ნიშანია /qʼ/, ხოლო ყაზახური қ-ის — /q/. ფონეტიკურად ყ უფრო ახლოსაა, ვიდრე კ ან ქ. ამიტომ ასე შემომაქვს ყაზახურ სახელებში (ადრე განხილვაც იყო თუ გახსოვს). შდრ. აყ-ყოიუნლუ, აყქოლშიც და აყ-ყოიუნლუში აყ აღნიშნავს „თეთრს“ (გამონაკლისია თურქული ენა, სადაც არ აქვთ და თურქული ტოპონიმები, სადაც ორიგინალში „თეთრი“ ურევია, შემოდიან როგორც აქ- და არა აყ-). გიო ოქრო 09:20, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ყასიმ-ჟომართ თოყაევი --Wiki - ჯაბა 09:26, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

აყ-ყოიუნლუ თურქ. Akkoyunlularაყ-ყოიუნლუ გასაგებია. აყ-თეთრს ნიშნავს — ესეც გასაგებია. მართლწერა „ყქ“ — ქართულში გვაძლევს თუ არა ამის უფლებას? მაგ. ქტ და არა კტ. მხოლოდ გალაკტიონ ტაბიძე. თუ არა, მაშინ დეფისი უნდა იყოს მაგ. აყ-ქოლის რაიონი. და ამ მაგალითს აქ-ქოლი რა ვუყოთ? რაც შეეხება მოსმენას — ეს არ გამოგვადგება წესის დადგენაში. ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის. --ცანგალა/ 12:26, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
სხვანაირად როგორ გესმის ეს არ ვიცი. არსებობს IPA-ის ნიშანი, რომელსაც ქართულში ყ შეესაბამება. „ყქ“-ზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ზემოთ აღნიშნეს ის განხილვა, სადაც қ ყ-დ შემოვიტანეთ და ამის მიხედვით დავწერე ამ სტატიებში. წყაროს მიხედვით თუ აქ-ქოლია, მე ამის არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს. გიო ოქრო 13:07, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ერთი საკითხი გასაგებია. ყაზახეთში ორი სახელმწიფო ენაა ყაზახური და რუსული. ჩემი აზრით ორივე ენა უნდა იყოს მითითებული. ე. ი. (ყაზახ. Айдарлы, რუს. Айдарлы). --ცანგალა/ 13:48, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ერთნაირი როდესაც არის, მგონი ასე ჯობია, რაც გავაკეთე. გიო ოქრო 13:51, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ერთნაირი გასაგებია. ე. ი. ორივე ენას ვუთითებთ.--ცანგალა/ 13:54, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
გადასატანია. - OTOGI Messages 09:57, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]