განხილვა:აგიტატორ

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰმ...სახელობით ბრუნვაში საერთოდ ი-ს გარეშე რატომ არის? და რატომ არ შეიძლება გაზეთი იყოს ასე "აგიტატორი (გაზეთი)"? და იმასაც ვერ ვხვდები, რა პრობლემაა მთელი ამ გაზეთ-წიგნების სახელწოდებების თარგმნის? კაპიტანსკაია დოჩკა, ვოინა ი მირ და ა.შ. სადმე გვაქვს? --Abandoner განხილვაწვლილი 13:55, 27 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მაგალითად Chicago Tribune ქსე-ში „ჩიკაგო-ტრიბიუნი“-თ იყო მოხსენიებული, მაგრამ ორიგინალი ვამჯობინე. აქაც სახელზე თუ ვერ შევთანხმდით ორიგინალი გავუშვათ. მე პირადად „აგიტატორი“-ს ვემხრობი. გიო ოქრო 13:58, 27 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
სახელობითის დაბოლოება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა. მაგრამ როდესაც ორი სიტყვაა, იქ, ბუნევრივია, "ი" აღარ გვინდა. მაგალითად, პროჯეკტო პერესტროიკი - საბჭოთა დროის გადაცემა. ყოველგვარი ი-ს გარეშე. --Abandoner განხილვაწვლილი 14:01, 27 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ერთი რაღაცაც: ე. წ. რუსული ბრჭყალები ქართულით შევცვალოთ, თუ რადგან რუსული ჟურნალია დავტოვოთ? გიო ოქრო 14:03, 27 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ეგ ბრჭყალები რას ემსახურება, გააჩნია. ორიგინალურ გარეკანზე იყო საერთოდ გამოყენებული? --Abandoner განხილვაწვლილი 14:10, 27 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
სხვადასხვა დასახელებებისას გამოიყენება ხოლმე. ამ შემთხვევაში ალბათ უნდა, მაგრამ რომელი? გიო ოქრო 14:13, 27 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი, გიო, რუსული ბრჭყალი არის რუსული ბრჭყალი და მათ ისევე ვექცევით, როგორც სხვებს. --Abandoner განხილვაწვლილი 14:14, 27 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მაშინ რუსული დარჩეს. აგრეთვე ამ ჟურნალებს რა ვუყოთ? — კატეგორია:რუსეთის ჟურნალები. გიო ოქრო 14:18, 27 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ყოველივე ეს, ჩემი აზრით, არის წამება. სბორნიკ მატერიალოვ დლია ოპისანია მესტნოსტეი ი პლეიმიონ კავკაზა ამის ნათელი მაგალითი იყო (კიდევ კარგი, რომ გადატანილია ამჟამად). ეს არის ცვლილება, რომელიც უნდა შეეხოს კონკრეტულად ასეთ სახელწოდებებს. მე მქონდა წამოჭრილი საკითხი ისეთ თემაზე, როგორიც არის რუსული მუსიკალური ჯგუფების და მუსიკალური ალბომების სახელწოდებები, მაგრამ ამის შესახებ ჯერ საერთო კონსენსუსი არ გვქონია. --Abandoner განხილვაწვლილი 14:25, 27 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ეს არის რუსულენოვანი გაზეთი და წერია ისე როგორც იკითხება. სათაურს ორიგინალში ხომ არ დავწერთ (ე.ი. რუსულად)? --ცანგალა 15:20, 27 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მე მგონია, გასაგებად ავხსენი ზემოთ - სახელობით ბრუნვაში წესების მიხედვით გადაყვანაზეა აქ საუბარი. Агитатор ქართულად აგიტატორა და არა აგიტატორ. კირილიცით დაწერა არავის უსაუბრია. ნუთუ ასეთ რთულ რამეს ვწერ? --Abandoner განხილვაწვლილი 15:26, 27 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სიტყვა „აგიტატორ“ მოდის უცხოენოვანის იტყვა Агитатор ის ქართული ჟღერადობიდან. მთლა უფრო სწორად რომ ავხსნა სიტყვა „აგიტატორ“ არის ქართული გრამათიკული ფორმა. ამის გარდა იყო რუსული Агитатор-ის ქართული გამოცემაც სახელზოდებით „აგიტატორი“. ანუ რუსულად რომ არ დაგვეწერა სტატიის სათაური ამიტომ დავწერეთ ქართულად. ამ ყველაფერს სჯობია რომ დავიწყოთ კენჭისყრა ვიკიპედიაში მსგავსი თემების მარტივად გადასაწყვეტად. ვთვლი რომ ნებისმიერი უცხოენოვანი სახელწოდება რომ ვიკიში ავტვირთოთ უნდა გვქონდეს შემუშავებული, ქართულ გრამატიკაზე აწყობილი, და მეცნიერულად შეჯერებული წესი. ეს არის ამ პოლემიკის ერთადერთი ხსნა. მე მიმაჩნია რომ „აგიტატორ უნდა იყოს“. ან შეგვიძლია ამის მსგავად მოვიქცეთ — National Geographic (ჟურნალი)--Surprizi განხილვაწვლილი 17:12, 29 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]