გამსჭვალულფოთლიანი სმირნიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამსჭვალულფოთლიანი სმირნიუმი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  სმირნიუმი
სახეობა:  გამსჭვალულფოთლიანი სმირნიუმი
ლათინური სახელი
Smyrnium perfoliatum L., 1753

გამსჭვალულფოთლიანი სმირნიუმი (ლათ. Smyrnium perfoliatum) — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 40–80 სმ-ია. აქვს დატოტვილი, ქვედა ნაწილში მეტ-ნაკლებად მომრგვალო, ზედა ნაწილში წახნაგოვანი და წიბოებზე ფრთიანი ღერო. ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, ფორმით ფართოკვერცხისებური, ფრთისებურ განკვეთილი, სეგმენტები კვერცხისებურია, კიდეებზე მრგვალკბილა-ხერხისებური. ქოლგის სხივი — 6–10, უთანაბრო. საბურველს ფოთოლაკები არ აქვს. ყვავილები მომწვანო-ყვითელია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიასა და სირიაში. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება შიდა ქართლში, კახეთში და თრიალეთის ქედზე. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლებში, ნესტიან, დაჩრდილულ ადგილებში, ტყის ველობებზე, ბუჩქნარებს შორის.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 48.