გამბიტური შეჯიბრებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამბიტური შეჯიბრებები — უპირატესად XX საუკუნის დასაწყისში ჩატერებული საჭადრაკო შეჯიბრებები, რომელთა მიზანი იყო გამბიტური დასაწყისების ახალი ვარიანტების (გაგრძელებების) კვლევა ან პოპულარიზაცია. მათი თავისებურება იყო წინასწარ შეთანხმებული ერთი ან რამდენიმე გამბიტის აუცილებლად გამოყენება (მაგ., მეფისა ან მისი სხვადასხვა ვარიანტი — ცენტრალური, ჩრდილოური, შოტლანდიური და სხვ.). განარჩევენ ოფიციალურ და არაოფიციალურ გამბიტურ შეჯიბრებებს.

ოფიციალური შეჯიბრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ტურნირი 1903 — ჩატარდა 2–26 მაისს, ვენაში. ორწრიანი, 10 მონაწილით. დებიუტი — მეფის გამბიტი (აუცილებელი სვლები — 1.e4 e5 2. f4 exf4). დასრულდა მიხეილ ჩიგორინის გამარჯვებით (13 ქულა). „აღსანიშნავია, რომ ჩიგორინი ერთნაირად წარმატებულად თამაშობდა როგორც თეთრებით, ისე შავებით“ — „ბრიტიშ ჩეს მეგეზინ“. მე-2 ადგილი დაიკავა ფრენკ ჯეიმზ მარშალმა (11½ ქულა), მე-3 ადგილი — გეორგ მარკომ (11 ქულა).

პილსბერი – ჩიგორინი

[შეჯიბრება "საერთაშორისო ტურნირი 1903"] [ადგილი "ვენა"] [თარიღი "1903.05.19"] [პარტია "13"] [შედეგი "0-1"] [თეთრები "ჰარი ნელსონ პილსბერი"] [შავები "მიხეილ ჩიგორინი"]

1. e4 e5 2. f4 exf4 3. Nf3 g5 4. h4 g4 5. Ne5 Nf6 6. Bc4 d5 7. exd5 Bd6 8. d4 O-O 9. Bxf4 Nh5 10. g3 f6 11. Nd3 Nxg3 12. Bxg3 Bxg3+ 13. Kf1 Qe8 14. Nc3 Qe3 15. Qe2 Qxd4 16. Qe4 Qb6 17. Kg2 f5 18. Qe7 Bd6 19. Qg5+ Kh8 20. Rhf1 Qd4 21. Nf4 Rg8 22. Qh6 Nd7 23. Bd3 Bf8 24. Qh5 Nf6 25. Qf7 Bd7 26. Nh5 Nxh5 27. Qxh5 Qe3 28. Bxf5 Bxf5 29. Qxf5 Qh3+ 30. Kf2 Bc5+ 31. Ke1 Rae8+ 32. Ne2 0-1

შედეგები
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ქულები
1 მიხეილ ჩიგორინი 1 0 1 ½ ½ 1 0 1 1 0 1 + 1 0 1 1 1 1 13
2 ფრენკ ჯეიმზ მარშალი 0 1 0 0 1 1 1 1 1 1 0 0 1 ½ ½ ½ 1 1 11½
3 გეორგ მარკო 0 ½ 1 1 ½ 0 0 1 0 1 ½ 1 ½ 1 1 0 1 1 11
4 ჰარი ნელსონ პილსბერი ½ 0 0 0 ½ 1 ½ ½ 1 ½ ½ 0 1 ½ 1 ½ 1 1 10
5 გეზა მაროცი 1 0 0 0 1 0 ½ ½ ½ 1 0 1 ½ ½ ½ 1 ½ ½ 9
6 ჟაკ მიზესი 0 1 0 0 1 0 0 ½ ½ 0 1 1 1 1 0 1 1 0 9
7 რიხარდ ტაიხმანი 0 − 1 1 ½ 0 ½ 1 1 0 0 0 0 1 1 0 1 1 9
8 რუდოლფ სვიდერსკი 0 1 0 ½ ½ 0 0 ½ ½ ½ 0 0 1 0 1 1 1 1
9 კარლ შლეხტერი 0 0 ½ ½ 0 1 0 ½ ½ 0 1 0 0 1 0 0 1 1 7
10 ისიდორ გუნსბერგი 0 0 0 0 0 0 0 0 ½ ½ 0 1 0 0 0 0 0 0 2

საერთაშორისო ტურნირი 1912 — ჩატარდა 15 იანვრიდან 12 თებერვლამდე, აბაციაში (ახლანდ. ოპატია, ხორვატია). ორწრიანი, 12 მონაწილით (პირველი ტურის შემდეგ გავარდა არნოლდ აურბახი). დებიუტი — მეფის გამბიტი (აუცილებელი სვლები — 1.e4 e5 2. f4 exf4). შედეგები: 1. რუდოლფ შპილმანი — 15 ქულა; 2. ოლდრჟიხ დურასი — 13½; 3–4. — ერიხ კონი, რიხარდ რეტი — 11½; 5. — მოიჟეშ ლოვცკი — 11.

საერთაშორისო ტურნირი 1914 — ჩატარდა 6–27 აპრილს, ბადენში (ავსტრია). ორწრიანი, 10 მონაწილით. დებიუტი — მეფის, ჩრდილოური, ევანზის გამბიტები (არჩევანზე). შედეგები: 1. რ. შპილმანი — 12½ ქულა; 2. საველი ტარტაკორევი — 11½; 3. კარლ შლეხტერი — 11; 4. დიულა ბრეიერი — 10½; 5–6. პაულ იონერი, რ. რეტი — 9½.

არაოფიციალური შეჯიბრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაოფიციალური შეჯიბრებები (მატჩები და ტურნირები) ტარდებოდა ჭადრაკის მეცენატის, ამერიკელი პროფესორის, აიზეკ რაისის დაფინანსებით. იგი ავტორი იყო ე.წ. რაისის გამბიტისა (მეფის გამბიტის ერთ-ერთი გაგრძელების) — 1. e4 e5 2. f4 exf4 3. ♘f3 g5 4. h4 g4 5. ♘e5 ♞f6 6. ♗c4 d5 7. exd5 ♝d6 8. O‑O. შეჯიბრებები ტარდებოდა ამ გამბიტის გამოსაკვლევად.

ჩიგორინ-ლასკერის მატჩი, 1–13 აგვისტო, 1903 — გაიმართა ბრაიტონში. პირობები: 6 პარტია; გამარჯვებათა უმრავლესობამდე; თეთრი ფიგურებით ყველა პარტიაში თამაშობდა ემანუელ ლასკერი. ყველა პარტია იწყებოდა ერთი და იგივე პოზიციიდან, რომელიც თეთრების მე-14 სვლის შემდეგ დგებოდა. მატჩი მოიგო ჩიგორინმა — 3½ : 2½ (+2, −1, =3). ეფექტური იყო მისი გამარჯვება მე-4 პარტიაში (იხ. ანიმაცია).

[შეჯიბრება "რაისის გამბიტი"] [ადგილი "ბრაიტონი"] [თარიღი "1903.08.10"] [პარტია "4"] [შედეგი "0-1"] [თეთრები "ემანუელ ლასკერი"] [შავები "მიხეილ ჩიგორინი"] [FEN "rnb1k2r/ppp2p1p/8/3P4/2BPq1pP/2P2pP1/PP5K/RNBQ4"]

14... O-O 15. Bf4 Re8 16. Nd2 Qg6 17. Bf1 Bf5 18. Nc4 Nd7 19. Bxc7 Nf6 20. Ne5 Qh6 21. c4 Qe3 22. Qc1 Qf2+ 23. Kh1 Ne4 24. Nd3 Nxg3+ 25. Bxg3 Qxg3 26. Qg5+ Bg6 27. Ne5 f2 28. Bg2 h6 29. Qxh6 Rxe5 30. dxe5 Qxe5 31. Rf1 g3 32. Qg5 Qxg5 33. hxg5 Kg7 34. Bf3 Bd3 0-1

საერთაშორისო ტურნირი 1904 — ჩატარდა მონტე-კარლოში. ორწრიანი, 6 მონაწილით. შედეგები: 1–2. ფ. მარშალი და რუდოლფ სვიდერსკი — 6 ქულა; 3. ჟაკ მიზესი — 5; 4–5. გ. მარკო და თეოდორ ფონ შევე — 4½; 6. ლეო ფორგაჩი — 3.

რუსი მოჭადრაკეების ტურნირი 1905 — ჩატარდა პეტერბურგში. ორწრიანი, 8 მონაწილით. შედეგები: 1. მ. ჩიგორინი — 12 ქულა; 2. პეტრე ევტიფეევი — 8½; 3. ბორის მალიუტინი — 7½; 4–5. ბორის კოიალოვიჩი და კარლ როზენკრანცი — 7; 6. კ. შაბსკი — 6; 7. გრიგოლ გელბაკი — 5½; 8. ა. შიშკინი — 2½.

საერთაშორისო ტურნირი 1911 — გაუმართა მიუნხენში. ორწრიანი, 4 მონაწილით. შედეგები: 1 სემიონ ალაპინი — 4½; 2. რუდოლფ შპილმანი — 4; 3. სამუელ როზენტალი — 2; 4. ჰანს ფარნი — 1½.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гамбитные соревнования // Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — стр. 76, 621 c.