გაზი-გაზი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
გაზი-გაზი[1] ან გაზ-გაზი[2] (აზერ. Qazı-qazı) — აზერბაიჯანული ხალხური გუნდური ცეკვა-თამაში, ცეკვა იალლი-ს ერთ-ერთი სახეობა.[3][2][4][5] გავრცელებულია აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.[4] იალლი, ყველა სხვა სახეობასთან შედარებით, ყველაზე ხალხმრავალი და ხანგრძლივია.[6]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცეკვის დასახელება, მუსიკათმცოდნე ბაირან ჰუსეინლის (აზერბ.)რუს. თანახმად, სიტვა წარმოსდგება სიტყვსაგან „გაზ“ (აზერბ. qaz), ნიშნავს „იხვს“. ცეკვის მეორე ნაწილის დასასრულს მოცეკვავეებს მაგრად აქვთ ჩაჭიდული ხელები, შემდგომ თითოეული ერთ ფეხს ჩაჭიდულ ხელებზე ჩამოსდებს და ერთ ფეხზე მიმდინარეობს ცეკვა-თამაში იალლი. ასეთი ქორეოგრაფიული მოქმედება ბატის გადაადგილებას მოგაგონებთ.[7]
აღსრულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„გაზი-გაზი“-ს მხოლოდ მამაკაცები ცეკვავენ.[8][4] მოცეკვავეებს საკუთარი ნეკა თითებით შეერთებული ხელები[8] მკერდის დონეზე უჭირავთ და ერთ მწკრივად ეწყობიან. რიგის წინამძღოლსა („იაკკიბაში“) და ჩამკეტს („აიაგჩი“) ხელში ტროსტი უკავიათ, რომლითაც სჯიან „დამნაშავეს“. ცეკვა სამი ნაწილისაგან შედგება: ნელი, საშუალო და სწრაფი. „იალლიბაში“-ს ყველა მოქმედება ზუსტად უნდა იყოს შესრულებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მოცეკვავეს ტროსტით სჯიან.[4][5] ცეკვის დასაწყისში მოცეკვავეები ერთ ხაზზე განლაგდებიან, შემდგომ, შესრულების პროცესში კი, წრეს კრავენ. ეს იალლი იწყება მძიმე და მტკიცე ნაბიჯებით.[8]
„გაზი-გაზი“ სიმღერის ფონზე მიმდინარეობს და მუსიკალური ინსტრუმენტებით სრულდება. ცეკვის დასაწყისიდან ბოლომდე შესრულებას თან ახლავს ზურნაზე დამკვრელი მუსიკოსები. ისინი გარს ერტყმიან მოცეკვავეებს და მოცეკვავეების მიერ წარმოქმნილი წრის ცენტრში თავსდებიან. ცეკვის პირველ ნაწილში შემსრულებლები ერთდროულად გუნდურად მღერიან.[5]
ეს თამაში-იალლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ და ხალხისათვის საყვარელ ცეკვას წარმოადგენს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში.[4] შახბუზის რაიონში თამაშში-იალლი „გაზი-გაზი“ შემოინახეს პანტომიმის ელემენტები.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Зейналов 1981, p. 90.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Алекперова 1994, p. 10.
- ↑ Astaire to Zopy-Zopy en. The New York Times (7 1998).
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Naxçıvan tacı az. Kaspi.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Гусейнли 1965, p. 18.
- ↑ Гусейнли 1965, p. 19.
- ↑ Гусейнли 1965, p. 20.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Гусейнли 1965.