შინაარსზე გადასვლა

გაერთიანებული სამეფოს ლუდი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდური ღია ფერის ელი, „ბრიუდოგი“, დიდი ბრიტანეთის უდიდესი მწარმოებელი [1]

გაერთიანებული სამეფოს ლუდი — დიდი ხნის ისტორიის მქონე ინდუსტრია მკაფიო ტრადიციებით. ისტორიულად ძირითადი სახეობები იყო ფერმენტირებული მწარე, პორტერი, სტაუტი და რბილი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლაგერმა ბაზრის ნახევარი დაიკავა. 1971 წელს კამპანია ნამდვილი ელი (CAMRA) დაარსდა, რომელიც ხელს უწყობდა ლუდის ხარშვის ტრადიციული სტილის შენარჩუნებას და აღორძინებას. კერძოდ, კამპანიამ ხელი შეუწყო კონდიცირების მქონე კასრის ლუდის წარმოებას, რომელიც უფრო მეტად მწიფდებოდა სარდაფში და ნაკლებად ლუდსახარშში. [2] 2013 წელს სულ 42,42 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი აწარმოეს,[3] აქედან 48% გაიყიდა სავაჭრო ობიექტებში (საცალო მაღაზიებში). [4]

შუა საუკუნეებში ლუდს ხარშავდნენ სააბატოებში და ალეს ქარხნებში, მაგრამ XVI საუკუნეში მონასტრები დაიშალა და ბრიტანეთში ლუდის ხარშვის პროცესმა დაკარგა კავშირი რელიგიურ სახლებთან უფრო ადრე, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. შედეგად, ბრიტანეთის კორპორატიულ ისტორიაში ლუდის ინდუსტრია ერთ-ერთი უძველესია - „შეფარს ნიმი“ შეიქმნა 1698 წელს, ხოლო „ბას წითელი სამკუთხედი“ და „ბრილიანტი“ იყო პირველი სავაჭრო ნიშნები, რომლებიც დარეგისტრირდნენ. XIX საუკუნეში არსებული საოჯახო კომპანიები გახდნენ ეროვნული ბრენდები, რომელთა ბაზირება მოხდა ბარტონ-ონ-ტრენტში, სადაც განსაკუთრებით კარგი წყალი იყო ლუდის ხარშვისათვის. 1970-იანი წლების განმავლობაში ლუდის ხარშვა კონცენტრირებული იყო რამდენიმე მსხვილ ეროვნულ კომპანიაში, რომლებიც გახდნენ მსხვილი მრავალეროვანი კომპანიების საშენი მასალა (მაგ.: AB InBev ). 2002 წელს მცირე ლუდსახარშებისთვის გადასახადის შემცირებამ ახალი ლუდსახარშების აფეთქება გამოიწვია - შედეგად, 2014 წლის სექტემბერში 1472-ზე მეტი [2] ლუდსახარში იყო დიდ ბრიტანეთში, ყოველ კვირას სამი ახალი ლუდსახარში რეგისტრირდებოდა. ეს მსოფლიოში ყველაზე მეტი ლუდსახარშია ერთ სულ მოსახლეზე; [5] ისინი აწარმოებენ 8000–ზე მეტ რეგულარულ ლუდს და ათასობით სხვა სეზონურ და ერთჯერად მიღებას.

გაერთიანებულ სამეფოში ლუდის პირველი გადასახადი იყო სალადინის მეათედი, რომელიც ჰენრი II- მ შემოიღო 1188 წელს ჯვაროსნული ლაშქრობებისთვის ფულის შეგროვების მიზნით. [6]

2014 წელს 982 ჰექტარი სვია მოიყვანეს ,რაც 1878 წელს მოსავალთან (31,161 ჰექტარი) შედარებით დაბალი მაჩვენებელია. [7] ბრიტანული ჯიშები და მათი შთამომავლები სვიის მსოფლიო წარმოებაში დომინირებენ. გრილი საზღვაო კლიმატი ბრიტანეთში გაზრდილ სვიას უფრო დელიკატურ, რთულ არომატს აძლევს. [8] ბრიტანული ელის ჯიშებს ახასიათებთ სიმწარე და მკვეთრი არომატი, თუმცა 2010-იან წლებში ბევრმა ბრიტანულმა ლუდსახარშმა ამერიკულ მკრთალ ელის დაუმატა ციტრუსი, ხავერდის არომატით .

დიდ ბრიტანეთში ლუდის წარმოების მთავარი გამოწვევაა ნედლეულის მზარდი ღირებულება. რეგიონალური ლუდსახარშები ცდილობენ ხელშეკრეულების შემუშავების გზით წარმოების გაგრძელებას, ხოლო ახალი, პატარა ლუდსახარშების მიერ ალეს წარმოება იზრდება. [9] პატარა ლუდსახარში ფინანსურად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე დიდი კომპანია.

იმპორტირებული ლუდი სულ უფრო პოპულარული ხდება. აღმოსავლეთ ევროპის მწარმოებლები თავიანთ ბრენდებს წარმოადგენენ ბრიტანეთში. პოლონურმა ბრენდებმა მოიკიდეს ფეხი ზოგიერთ ადგილებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა პოლონელ მიგრანტ მუშაკებში. [10]

მცირე ლუდსახარში ქარხნების ზრდის ტემპი შეიძლება შემცირდეს სააქციზო გადასახადის შემცირების გამო, იდეა, რომელიც 2002 წელს დაიწყო. ამჟამად, 5,000 ჰექტოლიტრზე ნაკლების წლიური მწარმოებელი იღებს 50 %-ით შემცირებულ გადასახადს და შემცირებულ შეღავათებს 5000-დან 60,000 ჰექტოლიტრამდე. [11]

2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანეთში 1700 ლუდსახარში მუშაობს, რაც წინა წელთან შედარებით 8 %-ით არის გაზრდილი. [12]

ლუდის ტრადიციული სახეობები, რომლებიც წარმოიშვა გაერთიანებულ სამეფოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Insider.co.uk. Punk IPA remains a winner for BrewDog. Retrieved 6 June 2020.
  2. 2.0 2.1 Brown, Pete. The Cask Report 2014-15 (PDF). Cask Marque. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2020.
  3. The Barth Report 2012/13. Joh. Barth & Sohn GmbH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 2 July 2015
  4. Capper, Alison. A Nuffield Farming Scholarships Trust Report (PDF). Nuffield UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-05. ციტირების თარიღი: 2020-09-24.
  5. Cabras, Ignazio. British Beer (pdf). SIBA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2020.
  6. Brown, Pete (2004) Man walks into a pub : a sociable history of beer, 2nd, London: Pan, გვ. 140. ISBN 9780330412209. 
  7. Capper, Alison. (November 2014) A Nuffield Farming Scholarships Trust Report (PDF). Nuffield UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-05. ციტირების თარიღი: 2020-09-24.
  8. Capper, Alison. (November 2014) A Nuffield Farming Scholarships Trust Report (PDF). Nuffield UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-05. ციტირების თარიღი: 2020-09-24.
  9. Bing. Wlancscamra.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2020-09-24.
  10. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. www.euromonitor.com.
  11. Excise Notice 226: Beer Duty. gov.uk.
  12. Number of UK breweries rises as craft beer shows no signs of going flat. The Guardian (3 October 2016).