გაგრის ბატალიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გაგრის ბატალიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის გაგრის N 55090 ბატალიონი.

ბატალიონი მოხალისეების დონეზე რეალურად შეიქმნა 1992 წლის 2–5 ოქტომბერს გაგრის აღების[1] შემდეგ, მაგრამ ოფიციალურად გაფორმდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მინისტრის 1993 წლის 20 იანვრის ბრძანებით.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგრის ბატალიონის შექმნის ინიციატორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი ბორის კაკუბავა, მალხაზ პატარაია და დავით ლაცუზბაია. ბატალიონის ძირითადი ბირთვი შედგებოდა გაგრელი და სოხუმელი ("ბესლეთის სახალხო ლაშქრის") მებრძოლებისაგან. მასში აგრეთვე გაერთიანებული იყვნენ გაგრაში 1992 წ. სექტემბერ–ოქტომბერში მებრძოლი ბატალიონ "ავაზას" ოცეული და ყოფილი "ავღანელები".[2]

სამხედრო ოპერაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგრის ბატალიონი ძირითადად სოხუმის მისადგომებთან, გუმისთის ფრონტზე, იბრძოდა. განსაკუთრებულად თავი გამოიჩინა 1993 წ. 15–18 მარტის სოხუმისთვის გამართულ ბრძოლებში. მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში (სოფ. კინდღი). სოხუმის დაცემის შემდეგ ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ უკან დაიხია კოდორის (დალის) ხეობის მიმართულებით, სადაც ოქტომბრის ბოლომდე იმყოფებოდა სხვა ქართულ შენაერთებთან ერთად და პოზიციებს ამაგრებდა. ბატალიონის მეომრები დაჯილდოებულნი არიან სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით.

ბატალიონის დანაკარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია. აფხაზეთის ლაბირინთი. თბილისი, 1999.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დავით ლაცუზბაია, ვახტანგ ყოლბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია. აფხაზეთის ლაბირინთი, გვ.131–132 – თბილისი, 1999.
  2. http://www.offline.ge/other/26258-bbbbbbbbb-bjobbbbbbbbbbb-bbbbbbbbb-1992-93.html