გაბრიელ მაიორი
იერსახე
| გაბრიელ მაიორი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | სექტემბერი, 1795 |
| საქმიანობა | დრამატურგი, მსახიობი |
გაბრიელ მაიორი (გ. სექტემბერი, 1795)[1] — ქართველი დრამატურგი, მსახიობი, თეატრალური და სამხედრო მოღვაწე. მისი გვარი უცნობია. რუსეთში ახლდა ერეკლე II-ის ელჩს პაატა ანდრონიკაშვილს. იქ შეისწავლა საარტილერიო საქმე და სამშობლოში მაიორის ჩინით დაბრუნდა. მსახურობდა ერეკლე II-ის ჯარში. თბილისში დგამდა წარმოდგენებს, წერდა პიესებს, მსახიობობდა. მისი მონაწილეობით წარმოდგენები გამართულა თელავშიც. დაიღუპა კრწანისის ბრძოლაში, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 608.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გაბრიელ მაიორი. „უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი“. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2018.