გაბრიელა მიკეტი
გაბრიელა მიკეტი | |
![]() | |
არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 10 დეკემბერი, 2015 |
პრეზიდენტი | მაურისიო მაკრი |
წინამორბედი | ამადო ბუდუ |
დაბადებული | 28 მაისი, 1965 ლაპრიდა |
განათლება | სალვადორის უნივერსიტეტი |
გაბრიელა მიკეტი (ესპ. Gabriela Michetti) — არგენტინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 2015 წლის 10 დეკემბრიდან არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი[1], მეორე ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე მარია ესტელა მარტინეს დე პერონის შემდეგ. 2007-2009 წლებში ბუენოს-აირესის ვიცე-მერი, 2009-2013 წლებში არგენტინის ეროვნული კონგრესის ქვედა პალატის წევრი. მისი ბიძაშვილი არტურო უმბერტო ილია 1963-1966 წლებში იყო არგენტინის პრეზიდენტი[2][3].
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარტა გაბრიელა მიკეტი ილია[4] დაიბადა 1965 წლის 28 მაისს ქალაქ ლაპრიდაში, ბუენოს-აირესის პროვინციაში. იტალიური წარმოშობის ოჯახში. 1988 წელს მიიღო ბუენოს-აირესის სალვადორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ბაკალავრის ხარისხი[5]. 1993-1994 წლებში მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვის საკითხებში, ხოლო 2000 წელს გაიარა კონფლიქტების მოგვარების კურსი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. 2001 წელს სწავლობდა საუნივერსიტეტო მენეჯმენტს ოტავის უნივერსიტეტში[6].

1990 წლიდან გაბრიელა მიკეტი არგენტინის ეკონომიკის მინისტრის ტექნიკური მრჩეველია. შემდეგ დაკავდა პოლიტიკური საქმიანობით და მუშაობა სოციალურ პროექტებზე, დაუახლოვდა არგენტინის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას[7].
2007 წელს მაურისიო მაკრი აირჩიეს დედაქალაქის მერად, ხოლო გაბრიელა ვიცე-მერად[7]. გაბრიელა მიკეტი გახდა პირველი ქალი ქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე. იგი ხელმძღვანელობდა ორ კომიტეტს დაგეგმარებისა[8] და ინვალიდთა რეაბილიტაციის კომიტეტებს[9]. 2009 წლის 20 დეკემბერს გაბრიელა მიკეტი გადადგა თანამდებობიდან და მონწილეობა მიიღო არგენტინის დეპუტატთა პალატის არჩევნებში[10].
2015 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაურსიო მაკრიმ და გაბირელა მიკეტიმ გამარჯვება მოიპოვეს და ამავე წლის 10 დეკემბერს დაიკავა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა[1][11][12][13][14][15].
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1994 წელს გაბრიელა მიკეტი სერიოზულად დაზიანდა ავტოკატასტროფაში, რომლის შედეგად ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. გაბრიელა ურთიერთობაშია ჟურნალისტ ედუარდო კუროისთან, რომელთანაც ჰყავს ბიჭი[7]. გაბრიელა კათოლოკეა და გამოდის აბორტის ლეგალიზაციისა[16][17][18] და ასევე ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ[19].
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Elecciones 2015: minuto a minuto, los resultados para conocer al próximo presidente. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-23. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-10. ციტირების თარიღი: 2019-01-09.
- ↑ „El factor Michetti“. La Nacion. 15 July 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 9 იანვარი 2019.
- ↑ Gabriela Michetti [gabimichetti]. (11 January 2013) @leanillia Me llamo Gabriela Michetti Illia. Y tengo el honor d formar parte d la misma familia d Don Arturo y valorar como él la honradez..
- ↑ Biography of Gabriela Michetti, Buenos Aires City Government. Accessed 10 April 2009
- ↑ Gabriela Michetti, la nueva vicepresidenta - Diario 26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-01. ციტირების თარიღი: 2019-01-09.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Macri eligió a Michetti para su fórmula porteña[მკვდარი ბმული], La Nación
- ↑ Programa Puertas del Bicentenario. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-27. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
- ↑ Commission for the Inclusion and Full Participation of Persons with Disabilities
- ↑ Michetti renunció para ser candidata დაარქივებული 2009-04-25 საიტზე Wayback Machine. , La Nación
- ↑ Mauricio Macri wins historic presidential runoff. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-28. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
- ↑ Center-right candidate takes early lead in Argentina presidential election. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
- ↑ „Las 20 frases del discurso de Macri durante la asunción como presidente“. Clarin. 10 December 2015.
- ↑ „Macri, desde el balcón de la Rosada: "Los argentinos merecíamos vivir mejor"“. Clarin. 10 December 2015.
- ↑ „Tras asumir la presidencia, Macri se reúne con las delegaciones extranjeras en el Palacio San Martín“. La Nacion. 10 December 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 9 იანვარი 2019.
- ↑ batimes.com.ar
- ↑ cruxnow.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-28. ციტირების თარიღი: 2019-01-09.
- ↑ argentinareports.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-28. ციტირების თარიღი: 2019-01-09.
- ↑ americamagazine.org