ბჰუჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ბჰუჯი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 23°15′00″ ჩ. გ. 69°40′12″ ა. გ. / 23.25000° ჩ. გ. 69.67000° ა. გ. / 23.25000; 69.67000
ფართობი 56 კმ²
ცენტრის სიმაღლე 110±1 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 2832
საფოსტო ინდექსი 370001
ოფიციალური საიტი http://www.bhujnagarpalika.org
ბჰუჯი — ინდოეთი
ბჰუჯი

ბჰუჯი (ინგლ. Bhuj) ― მუნიციპალიტეტი და რაიონი კაჩის რაიონში, ინდოეთის შტატ გუჯარათში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰუჯი ზღვის დონიდან 110 მეტრის სიმაღლეზე მდეაბრეობს. ქალაქის აღმოსავლეთით ბჰუჯის მთები მდეაბრეობს, სადაც ბჰუჯის ფორტია აგებული და ქალაქს მადჰაპარისგან გამოყოფს. ქალაქში ორი ტბა მდებარეობს: ჰამირსარი და დეშადსარი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ბჰუჯი ცხელი უდაბნოსა (BWh) და ცხელი ნახევრადუდაბნოს (BSh) კლიმატური სარტყლების საზღვარზე მდეაბრეობს. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 330 მმ-ის ტოლია, თუმცა ვარიაციის კოეფიციენტი ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში და დაახლოებით 60%-ს შეადგენს. მსგავსი მაჩვენებელი ლაინის კუნძულებს (კირიბატი), პილბარის სანაპიროს (დასავლეთი ავსტრალია), კაბო-ვერდეს კუნძულებსა და სერტანს (ჩრდილო-აღმოსავლეთი ბრაზილია) აქვს. წლიური ნალექიანობის მინიმუმი 1899 წელს დაფიქსირდა და 21.9 მმ შეადგინა, ხოლო 1926 წელს ნალექიანობის მაჩვენებელი 1 177.1 მმ-ს გაუტოლდა. 1959 წლის ივლისისი ყველაზე ნალექიანი თვე იყო, რომლის დროსაც 730.6 მმ ნალექი მოვიდა.

ზამთრის სეზონი დეკემბრიდან თებერვლამდე გრძელდება და გრილი დილით ხასიათდება, თუმცა ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე თბილია. ცხელი სეზონი მარტის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე გრძელდება და ტემპერატურა 40 °C-ს (104 °F) აღწევს. მუსონების დროს ტემპერატურა 34 °C-ს (93.2 °F) აჭარბებს და ჩვეულებრივ ეს პერიოდი ტენიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

ჰავის მონაცემები — ბჰუჯი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 37.0 40.3 43.9 45.6 47.8 47.0 41.3 41.2 42.8 44.0 39.7 35.4 47.8
საშუალო მაღალი °C 27.4 30.4 35.4 38.9 39.4 37.6 34.2 32.7 34.9 36.9 33.1 28.7 34.1
საშუალო დაბალი °C 10.0 12.8 18.1 22.3 25.5 27.2 26.4 25.3 24.3 21.7 16.0 11.2 20.1
რეკორდულად დაბალი °C −0.2 0.3 5.5 12.7 16.6 16.1 19.4 20.0 17.8 11.1 6.0 0.6 −0.2
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 1.3 0.3 1.1 0.2 1.5 35.6 130.9 99.7 48.6 2.3 1.8 0.2 323.3
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.2 0.0 0.2 0.1 0.3 1.8 5.0 3.8 2.2 0.4 0.2 0.1 14.3
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 32 29 29 29 39 51 64 66 54 33 31 33 41
წყარო: India Meteorological Department[1][2][3][4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია ბჰუჯში (2011)
ინდუიზმი
  
68.62%
ისლამი
  
25.64%
ჯაინიზმი
  
4.02%
სიქიზმი
  
0.59%
ქრისტიანობა
  
0.45%
სხვა ან არ არის მითითებული
  
0.68%

2011 წლის აღწერის მიხედვით, ბჰუჯის მოსახლეობა 213 514 ადამმიანს შეადგენს. მათგან 111 146 კაცია, ხოლო 102 368 ― ქალი.[5] 2003 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 24%-ს მუსლიმები შეადგენენ.[6]

ბჰუჯის ბიდონვილებში ძირითადად მუსლიმები, დალიტები და სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ.[7][8] მაგალითად, დასავლეთ ბჰუჯის ბიდონვილების 80%-ს მუსლიმები შეადგენენ.[9]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰუჯის ღირსშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია: ფორტი ― ძველი ქალაქი ფორტის კედლით იყო გარშემორტყმული, რომელსაც ხუთი მთავარი კარიბჭე (მაჰადევი, პატვადი, სარპატი, ბჰიდი და ვანიავადი) და ერთი პატარა კარიბჭე (ე.წ. მეექვსე ფანჯარა) ჰქონდა. ფორტის კედლის სიმაღლე 10.6 მეტრია, ხოლო სისქე 1.2 მეტრია. 2001 წელს მომხდარი მიწისძვრისა და ქალაქის ხელახლა განვითარების გამო კედლის დიდი ნაწილი დაზიანებული ან განადგურებულია.[10]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაჩის მასშტაბით პირველი საშუალო სკოლა, ალფრედის საშუალო სკოლა, 1870 წელს დაარსდა და ქალაქის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ბჰუჯში მდებარეობს კრანტიგურუ შიამჯი კრიშნა ვერმა კაჩის უნივერსიტეტი, რომელსაც 41 აფილირებული კოლეჯი აქვს და მათგან 19 ბჰუჯში მდებარეობს. უნივერსიტეტსი ხელოვნების, მეცნიერების, კომერცის, იურიდიული, მენეჯმენტის, ფარმაციის, სოციალური კეთილდღეობის, მედიცინისა და ინჟინერიის პროგრამები ხორციელდება.[11] ბჰუჯში მდებარე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აღსანიშნავია: მედიცინის მეცნიერებათა ადანის ინსტიტუტი გუჯარათში, ინჟინერიის სამთავრობო კოლეჯი, სამრეწველო საწვრთნელი ინსტიტუტი და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Station: Bhuj (Rudramata)(A) Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 143–144. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 28 September 2020
  2. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 28 September 2020
  3. Bhuj Climatological Table Period: 1981–2010. India Meteorological Department. ციტირების თარიღი: 10 April 2015
  4. 42634: Bhuj-Rudramata (India). OGIMET (15 February 2023). ციტირების თარიღი: 16 February 2023
  5. Census of India. The Registrar General & Census Commissioner, India, New Delhi, Ministry of Home Affairs, Government of India (2007-06-26). ციტირების თარიღი: 2015-09-03
  6. A. P. Joshi, M. D. Srinivas, Jitendra Bajaj (2003). Religious Demography of India. Centre for Policy Studies, გვ. 68. ISBN 9788186041154. 
  7. Ashish Kothari and Shrishtee Bajpai. (2020-06-09) Towards urban direct democracy in Bhuj, India.
  8. Damayantee Dhar. (18 September 2018) Life of Muslims in Bhuj -- A Saga of Political Alienation And Discrimination.
  9. Miwa Kanetani (2006). „Communities Fragmented in Reconstruction after the Gujarat Earthquake of 2001“. Journal of the Japanese Association for South Asian Studies: 62.
  10. (1880) Gazetteer of the Bombay Presidency: Cutch, Palanpur, and Mahi Kantha. Printed at the Government Central Press, გვ. 215–216. 
  11. ક્રાંતિગુરુ શ્યામજી કૃષ્ણ વર્મા કચ્છ યુનિવર્સિટી. Kskvku.digitaluniversity.ac. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-05. ციტირების თარიღი: 2012-08-05