ბუხარა (ქუდი)
ბუხარა — აზერბაიჯანული ეროვნული ქუდის ნაირსახეობა.
ბუხარა ეხურათ თავად-აზნაურთა წოდების წარმომადგენლებს. ქუდი მზადდებოდა ბუხარიდან ჩამოტანილი ტყავისგან და ჰქონდა კონუსისებრი ან წვეტიანი ფორმა. იგი ქალაქის არისტოკრატებისთვისაც იყო დამახასიათებელი. ბუხარას აგრეთვე „აზნაურის ქუდს“ ან „წვეტიან ქუდს“ ეძახიან.
ქუდის სიმაღლე არ აღემატება 11 სანტიმეტრს. მისი დამზადების ტექნოლოგია გამოირჩევა სხვა ტექნოლოგიებისგან. სამ ცალ ყარაკულის (კრაველის) ჯიშის კრავს კლავნენ გაჩენისთანავე, სანამ დედა ცხვარი მოლოკავს და გაამშრალებს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კრავის ბეწვის სტრუქტურა დაირღვევა (ჩამოიშლება კულულები) და ტყავი არ ივარგებს ქუდის შესაკერად. ქუდის ფასეულობა მდგომარეობს სწორედ მატყლის კულულებში.[1]
ვარაუდობენ, რომ ქუდის ეს ფორმა გადმოღებულია სეფევიდთა მბრძანებლებისგან (ყიზილბაშებისგან). ბუხარა მიეკუთვნება ქუდების ძვირადღირებულ ნაირსახეობას.