ბუჩაანთ ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუჩაანთ ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირთკარის დასავლეთით 0,3 კილომეტრზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციული ნაწილები და კარ-სარკმლის ღიობები ქვიშაქვის თლილი ქვისაა. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელში. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხევლის შუაში რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი დგას. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია აგურის კანკელით, მასში ორი თაღოვანი ღიობია მოწყობილი. გრძივი კედლების შუაში თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული ფორმის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ნახევარწრიულია კამარაც. დასავლეთის ფასადის ფრონტონზე აგურის წყობის შეღრმავებით ჯვარია გამოსახული. კედლები დასრულებული ყოფილა აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით. შენობა გადახურული იყო ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]